მხარდაჭერა უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ტრანზაქციებში

ჩვენ გავხდით უძრავი ქონების ყიდვის/გაყიდვის/გაქირავების პროცესს ნათელს და უსაფრთხოს: სამართლებრივი დაცვა, დოკუმენტაციის ხარისხიანი გადამოწმება და ყველა სამართლებრივ საკითხზე იპერატიული რეაგირება. თქვენი სიმშვიდე ხელშეკრულების დადების დროს— ჩვენი პრიორიტეტია.

რას ვაკეთებთ ჩვენ?

მხარდაჭერა უძრავი ქონების ობიექტების შეძენის დროს:
  • პირველად ბაზარზე.
  • მეორად ბაზარზე.
  • მიწის ნაკვეთის შეძენა.


დაკავშირებული სერვისები:
  • კონსულტაციები ხელშეკრულებისა და უძრავი ქონების უფლებების დაბეგვრის შესახებ.
  • მოკლევადიანი და საინვესტიციო ბინადრობა.
  • ობიექტის მომსახურება.
ხელშეკრულებები სპეციალურ ობიექტებთან ან სპეციალური წესით დადებული, მათ შორის:
  • მიწის ნაკვეთების შეძენა პრივატიზაციით. (მიწის ნაკვეთის ფორმირების მომენტიდან ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გაფორმებამდე)
  • უძრავი ქონების შეძენა აუქციონზე. (სააღსრულებო წარმოების პროცესში ჩამორთმეული ქონების გამოსყიდვა)
  • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შეძენა.
  • ქონების შეძენა ბანკის იპოთეკის მონაწილეობით.
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული კამათები:
  • ქირავნობისა და ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გაწყვეტა.
  • ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების იძულება.
  • დეველოპერის მიერ, ვალდებულებების დარღვევასთან დაკავშირებით დანაკარგებისა და ჯარიმების შეგროვება. (თარიღები, მშენებლობის ხარისხი)
  • სხვისი უკანონო მფლობელობიდან, უძრავი ქონების გამოთხოვა.
  • ვალდებულების დაკისრება და მოხსნა.

საქართველოში უძრავი ქონების შეძენა იწვევს ისეთ რისკებს, როგორიცაა არასწორი დოკუმენტაცია და მესამე მხარის ფარული უფლებები.

ჩვენი პროფესიონალი იურისტები უძრუნველყოფენ თქვენი ინვესტიციების უსაფრთხოებას საექსპერტო მხარდაჭერით, ხელშეკრულების დადებისას.

ჩვენს იურიდიულ ფირმასთან თანამშრომლობა გარანტიას გაძლევთ ხელშეკრულების უსაფრთხოებასა და გამჭვირვალობაზე, უცხოელ მომხმარებლებთან მუშაობის გამოცდილებისა და საქართველოს კანონმდებლობის ღრმა ცოდნის წყალობით.

დაგვიკავშირდით ჩვენ, რომ კვალიფიციური იურიდიული დახმარება  და ნდობა საქართველოში უძრავი ქონების შეძენის პროცესში. 

ჩვენი მიზანია გავხადოთ თქვენი გარიგება ეფექტური და უსაფრთხო, გაგათავისუფლოთ ზედმეტი საზრუნავებისგან.

როგორ მუშაობს
1
შეავსეთ განაცხადი ან დაგვიკავშირდით თქვენთვის მოსახერხებელი სხვა გზით
2
ჩვენ განვიხილავთ თქვენს მოთხოვნებს და დავალებებს
3
შევათანხმებთ სერვისების ოპტიმალურ სპექტრს
4
თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ უძრავი ქონების ტრანზაქციების მხარდაჭერის ძირითადი პაკეტი, ან ჩვენ დავაფორმულირებთ ინდივიდუალურ პაკეტს
5
ვაფორმებთ ხელშეკრულებას და გინიშნავთ პასუხისმგებელ ადვოკატს
6
ვასრულებთ სამუშაოს დისტანციური კომუნიკაციის შენარჩუნებით, ამოცანებისა და საჭიროებების შესაბამისად მოცემულ ვადაში
7
საკუთარ თავზე ვიღებთ, დეველოპერთან/გამყიდველთან, ბანკთან, საჯარო რეესტრთან, ნოტარიუსთან, მთარგმნელთან, საკადასტრო ინჟინერთან, შემფასებელთან მოლაპარაკებას

სერვისის ძირითადი პაკეტი
უძრავი ქონების ობიექტის შეძენა პირველად ბაზარზე
ფასი: 1000$-დან.

1. კომპანიის-დეველოპერის შემოწმება:

— ზოგადი ინფორმაცია კომპანიის შესახებ:

— ინფორმაცია დასრულებული მშენებლობის, უძრავი ქონების ობიექტების შესახებ.

— ინფორმაცია კომპანიის ფინანსური სტაბილურობის შესახებ.

— სხვა არსებული ინფორმაცია კომპანიის შესახებ.


2. ობიექტის შემოწმება:

— მიწის ნაკვეთზე, რომელზეც მიმდინარეობს მშენებლობა, უფლების შემოწმება.

— ნებართვების, მათ შორის დამტკიცებული პროექტისა და მშენებლობის ნებართვის შეფასება.

— ობიექტზე ვალდებულებების და პრეტენზიების არსებობის/არარსებობის შემოწმება.


3. მყიდველთან დასადებად შეთავაზებული ხელშეკრულებების ანალიზი:

— ხელშეკრულების საგნის შემოწმება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

— ხელშეკრულების პირობების შეფასება მყიდველის ინტერესებთან შესაბამისობაში.

— ბანკთან იპოთეკური ხელშეკრულების შეთანხმება.


4. მყიდველის საგადასახადო ვალდებულებების შეფასება ობიექტის შეძენასთან, ფლობასთან, მართვასთან და გაყიდვასთან დაკავშირებით.


5. ხელშეკრულებების გაფორმება და გარიგების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში მინდობილობის საფუძველზე.


მომსახურების გაწევის ხანგრძლივობა: 5-10 სამუშაო დღე. (დოკუმენტების ხელმისაწვდომობის მიხედვით)

აირჩიეთ
მიწის ნაკვეთის შეძენა
ფასი: მოთხოვნისამებრ.

1. მიწის ნაკვეთის იურიდიული შემოწმება, მათ შორის:

— შეძენის კანონიერება.

— მიწის ნაკვეთის ნატურით შესაბამისობა მიწის ნაკვეთის საკადასტრო გეგმასთან.

— ვალდებულებისა და პრეტენზიების არსებობა/არარსებობა.

— მიწის ნაკვეთის მდებარეობა სპეციალურ ზონებში. (რეკრეაციული, სანაპირო, სხვ.)

— კომუნიკაციების არსებობა/არარსებობა. (გაზმომარაგება, კანალიზაცია, ელექტროენერგია, კანალიზაცია). შესვლის/გასვლის შესაძლებლობები.

— მიწის ნაკვეთის გამოყენების შესაძლებლობები, დამკვეთის მოთხოვნების შესაბამისად.

— კომუნიკაციის შესაძლებლობები, მათ შორის დროისა და ფინანსური ხარჯების წინასწარი შეფასება.


2. გამყიდველის იურიდიული შემოწმება, მათ შორის:

— გამყიდველის ყოფნა მოვალეთა რეესტრში.

— თანამფლობელების არსებობა.

— ასაკი (აუცილებელია ხელშეკრულებაზე სასამართლოს თანხმობის მიღებისთვუს)

— ოჯახური მდგომარეობა (აუცილებელია სასამართლოში მეუღლის დასტურისთვის).


3. მყიდველისა და გამყიდველისთვის (ფიზიკური ან იურიდიული პირი) მიწის ნაკვეთის შეძენის, გარიგების, საგადასახადო შედეგების შეფასება, აგრეთვე მყიდველის საგადასახადო ვალდებულებები მიწის ნაკვეთის შეძენასთან და მის გამოყენებასთან დაკავშირებით, მყიდველის მოთხოვნების შესაბამისად.



4. მიწის ნაკვეთის შესაძენად გარიგებების დადების სტრუქტურირება და სამართლებრივი მხარდაჭერა, მათ შორის:

— უცხო ქვეყნის მოქალაქეების მონაწილეობით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შესაძენად გარიგებების დადების სტრუქტურირება და სამართლებრივი მხარდაჭერა.

— საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული, ყველა გარიგების სამართლებრივი მხარდაჭერა.

აირჩიეთ
დამატებითი ხარჯები (სახელმწიფო გადასახადი, ნოტარიუსისა და თარჯიმნის მომსახურება, საბუთების მოთხოვნა-შემოწმების პროცესი) იხდით ცალკე.

უპირატესობები
1
ჩვენი პარტნიორები — სერტიფიცირებული აუდიტორები, შემფასებლები, დამპროექტებლები, საკადასტრო ინჟინრები, ბროკერები და დიზაინერები — სრული და ყოვლისმომცველი მომსახურების გარანტი უძრავი ქონების გარიგების ყველა ასპექტში.
2
ჩვენ გვაქვს წარმატებული ტრანზაქციების განხორციელების მნიშვნელოვანი გამოცდილება სხვადასხვა ეტაპზე. მათ შორის სამშენებლო ობიექტებზე, ელიტარულ ბინებზე გამყიდველის სავალო ვალდებულებებით, აპარტამენტებზე საკურორტო პროექტებში, ასევე რთული საიჯარო ვალდებულებების სტრუქტურირებაში.
3
ჩვენ ვაგვარებთ ნებისმიერ პრობლემას უძრავი ქონების სექტორში, თუნდაც დისტანციურ რეჟიმში, თქვენგან მიღებული მინდობილობის საფუძველზე და გთავაზობთ ონლაინ კონსულტაციებს და დეტალურ ანგარიშსწორებებს კლიენტების მოხერხებულობისთვის.

Just Advisors-ის ექსპერტების შედეგები

ქეისი N1
თბილისის ისტორიულ ცენტრში უძრავი ქონების შეძენის გარიგების მხარდაჭერა.
დავალება:
უცხოელმა კლიენტმა მოგვმართა თბილისის ისტორიულ ცენტრში არასაცხოვრებელი ფართის შესყიდვის გატიგების მხარდასაჭერად.  ობიექტის შემოწმების ეტაპზე დავადგინეთ, რომ შენობა, რომლითაც კლიენტი დაინტერესებულია, არის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი და ექვემდებარება დაცვის სპეციალურ შეზღუდვებს.
გამოსავალი:
ჩვენ ჩავატარეთ საფუძვლიანი კვლევა და აღმოვაჩინეთ, რომ წინა მფლობელმა ობიექტის რეკონსტრუქცია საჭირო თანხმობის გარეშე ჩაატარა. ამან შეიძლება სერიოზული რისკები შეუქმნას ჩვენს მომხმარებლებს მომავალში, რადგან ასეთი დარღვევისთვის ჯარიმები მაღალია და ეკისრება ქონების მესაკუთრეს. დოკუმენტების დროული შესწავლის წყალობით, ჩვენ შევძელით მომხმარებლის ორიენტირება და მისი ინტერესების დაცვა, ხელშეკრულებაში გამყიდველის პასუხისმგებლობის დაფიქსირება, ასევე შემოწმების შემთხვევაში არქიტექტორების დასკვნის უზრუნველყოფა.

ჩვენ წარმატებით შევთანხმდით საბანკო სესხის აღებაზე ქონების შესაძენად, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების დადების დროს ობიექტი ბანკში იყო დაგირავებული გამყიდველისა და მასთან დაკავშირებული პირების ვალდებულებების გამო. ყველა მახასიათებლისა და რისკის გათვალისწინების შემდეგ, გარიგების სტრუქტურირებით, ჩვენ შევძელით მომხმარებლის ინტერესების უზრუნველყოფა უსაფრთხოდ.

გადახდა რამდენიმე ეტაპად განხორციელდა, გადახდები კი საზღვარგარეთიდან განხორციელდა. ჩვენი კომპანია ეფექტურად მართავდა გარიგების ყველა ფინანსურ ასპექტს, უზრუნველყოფდა ტრანზაქციების გამჭვირვალობას და უსაფრთხოებას.
შედეგი:
ამჟამად საკუთრების უფლება რეგისტრირებულია და ჩვენს მომხმარებელს შეუძლია მშვიდად განახორციელოს ბიზნეს საქმიანობა შეძენილ ობიექტში, კანონის დარღვევის შიშის გარეშე.

ქეისი N2
ბათუმში აპარტამენტის შეძენის გარიგების მხარდაჭერა
დავალება:
ბათუმში აპარტამენტის შეძენის სურვილით დაგვიკავშირდა უცხოელი მომხმარებელი.
 გარიგება განხორციელდა წინასწარი ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გაფორმებით დისტანციურად, მომხმარებლის საქართველოში ყოფნის გარეშე.
გამოსავალი:
ჩვენ ჩავატარეთ დეველოპერის და მისი ყველა პროექტის საფუძვლიანი ანალიზი, დავრწმუნდით მის კარგ რეპუტაციაში, საგადასახადო ვალდებულებების არარსებობაში და სამთავრობო უწყებებთან პრობლემების არარსებობაში. ჩვენ ასევე დავრწმუნდით იმ მიწის კანონიერ სისუფთავეში, რომელზედაც მდებარეობდა ობიექტი და გადავამოწმეთ პირველადი სანებართვო დოკუმენტაცია.

მიუხედავად იმისა, რომ მიწა ბანკში იყო დაგირავებული, ამან ხელი არ შეუშალა წინასწარი ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციას.  ხელშეკრულების გაანალიზებისას ჩვენ ასევე აღმოვაჩინეთ ფუნდამენტური შეუსაბამობები ხელშეკრულების ტექსტს შორის ქართულ და რუსულ ენებზე, რამაც შეცდომაში შეიყვანა ჩვენი მომხმარებელი, რომელსაც ხელშეკრულების ტექსტი მხოლოდ რუსულ ენაზე ესმოდა. ჩვენ ყურადღებით შევისწავლეთ ხელშეკრულებაში არსებული პირობები: მშენებლობის დროზე და მის ექსპლუატაციაში გაშვებაზე, პროექტში დეველოპერის მიერ ცვლილებების შეტანის უფლებაზე და დავაფორმულირეთ ისე, რომ ამ უფლებებს ხელი არ შეეშალათ მომხმარებლის ინტერესებისთვის, აპარტამენტების ხარისხისთვის ჩაბარების დროს, ასევე ჯარიმებისთვის და გადასახადებისთვის , რომლის მოთხოვნის უფლებაც აქვს მყიდველს მშენებლობის დაგვიანების ან უხარისხო ობიექტის გადაცემის შემთხვევაში.

გარდა ამისა, ჩვენ შევისწავლეთ დეველოპერის დამატებითი ვალდებულებები, მართოს ობიექტი მშენებლობის დასრულებისას და მყიდველის შესაძლებლობა შეწყვიტოს მართვის ხელშეკრულება, თუ მისი ინტერესები დაირღვა. ჩვენ შევძელით დეველოპერთან ცვლილებების შეთანხმება, რამაც გააუმჯობესა მყიდველისთვის ხელშეკრულების პირობები.
შედეგი:
გარიგება დაიდო ყველა სამართლებრივი ფორმალობის გათვალისწინებით და დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში მინდობილობის საფუძველზე.  ჩვენ ასევე  გავუწიეთ კონსულტაცია მყიდველს,  ქონების შეძენასა და მართვასთან დაკავშირებული საგადასახადო ვალდებულებების თაობაზე

მიმოხილვები

გაქვთ შეკითხვა?
მარია გუსეინოვა
კომერციული განყოფილების წამყვანი მენეჯერი
უბრალოდ შეავსეთ ფორმა ქვემოთ მოცემული ღილაკის დახმარებით ან მოგვწერეთ თქვენთვის მოსახერხებელ მესენჯერში: WhatsApp, Telegram
JUST Advisors ასევე უზრუნველყოფს ყოვლისმომცველ იურიდიულ მომსახურებას კომპანიებისთვის. ჩვენი იურისტებისა და გამოცდილი ბუღალტრების გუნდი თანამშრომლობს საგადასახადო კონსულტანტებთან და აუდიტორებთან, რაც უზრუნველყოფს თქვენი ბიზნესის ორმაგ დაცვას
დამატებით