კომპანიის დამფუძნებლები და დირექტორი შეიძლება იყვნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები. პირები, რომლებიც ითხოვენ დროებითი ბინადრობის ნებართვის მიღებას, შეიძლება იყვნენ კომპანიის დირექტორები ან დამფუძნებლები, მაგრამ დამფუძნებელი ამავე დროს კომპანიაში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე უნდა მუშაობდეს.( ეს წესი არ ვრცელდება დირექტორზე)
ბინადრობის ნებართვის ტიპი: შრომითი (როგორც წესი, 6 თვე - 1 წელი, მაგრამ არა უმეტეს შრომითი ხელშეკრულების ვადისა)
პროცედურა და ვადები/ღირებულება:
1. შრომითი ხელშეკრულების დადება ქართულ კომპანიასთან, რა დროსაც:
— უცხოელი სპეციალისტის ანაზღაურება უნდა შეადგენდეს საარსებო მინიმუმის არანაკლებ ხუთმაგ ოდენობას (ამჟამად საარსებო მინიმუმი არის დაახლოებით 300 ლარი), ანუ 1500 ლარი,
— დამსაქმებელი კომპანიის წლიური ბრუნვა - ყოველწლიურად თითოეულ უცხოელ დასაქმებულზე არანაკლებ 50 000 ლარი (სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ყოველ უცხოელ დასაქმებულზე ბრუნვა განისაზღვრება წელიწადში 35 000 ლარით). ანუ, თუ კომპანიაში 2 უცხოელია დასაქმებული, ბრუნვა უნდა იყოს 100 000 ლარი (მიუხედავად იმისა, თუ რამდენი დასაქმებული ითხოვს დროებითი ბინადრობის ნებართვას).
— კომპანიის ბრუნვის შესახებ საგადასახადო ცნობის მიღება.
— უცხოელი დასაქმებულების რაოდენობის შესახებ კომპანიიდან ცნობის მიღება.
2. დროებითი ბინადრობის ნებართვის მიღება:
— 30 დღე/300 ლარი;
— 20 დღე/450 ლარი;
— 10 დღე/600 ლარი.
3. ბინადრობის მოწმობის მიღება (რეგისტრაცია და პირადობის მოწმობა):
— 10 სამუშაო დღე / 60 ლარი;
— 5 სამუშაო დღე / 80 ლარი;
— 3 სამუშაო დღე / 100 ლარი;
— 2 სამუშაო დღე / 120 ლარი;
— იმავე დღეს / 150 ლარი.