წინამდებარე პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობის პოლიტიკა (შემდგომში კონფიდენციალურობის პოლიტიკა) ვრცელდება მომხმარებლის შესახებ ყველა ინფორმაციაზე, რომელსაც სს «ჯასთ ედვაიზორს»-ის (ს/კ 400237962), (შემდგომში ge.justadvisors.ge) მიიღებს და აპირებს მომავალში მიიღოს მომხმარებლისგან, მომხმარებლის მიერ ვებგვერდის გამოყენების ან ge.justadvisors.ge. ვებგვერდზე სტუმრობის დროს (შემდგომში, ვებგვერდზე წვდომა ნიშნავს არა მხოლოდ ge.justadvisors.ge-ზე პირდაპირ წვდომას პერსონალური კომპიუტერისა და მობილური მოწყობილობის და ინტერნეტ ბრაუზერის გამოყენებით, არამედ ამ ვებგვერდის ინტერფეისთან კავშირს Google Play და AppStore -ში ხელმისაწვდომი «ge.justadvisors.ge», მობილური აპლიკაციის საშუალებით).
სს «ჯასთ ედვაიზორს»-ის ვებგვერდზე ge.justadvisors.ge-ზე თავის საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, «პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ» საქართველოს 28.12.2011 წლის კანონით (დოკუმენტის ნომერი №5669-რს, რედაქციაშია 314.06.2023 წ., შემდგომში «პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ» საქართველოს კანონი).
წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა არეგულირებს მომხმარებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების საფუძვლებს, აგრეთვე მათი დაცვის სამართლებრივ საშუალებებს. ge.justadvisors.ge აცნობებს მომხმარებლებს, რომ კონფიდენციალურობის პოლიტიკა ექვემდებარება განახლებას, ამიტომ მომხმარებელი ვალდებულია პერიოდულად ხელახლა გაეცნოს ამ ინფორმაციას ვებგვერდზე. კონფიდენციალურობის პოლიტიკის ახალი რედაქცია ძალაში შედის ge.justadvisors.ge-ზე გამოქვეყნების მომენტიდან, თუ კონფიდენციალურობის პოლიტიკის ახალი რედაქციით სხვა რამ არ იქნება გათვალისწინებული.
1. ტერმინები და განმარტებები1.1 წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში ტერმინები გამოიყენება «პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამისად:
1.1.1 ge.justadvisors.ge - ვებგვერდის მართვაზე უფლებამოსილი ge.justadvisors.ge-ს ადმინისტრაცია, რომელიც მოქმედებს სს «ჯასთ ედვაიზორს»-ის (ს/კ 400237962) სახელით, რომელიც ორგანიზებას უწევს და (ან) ახორციელებს პერსონალური მონაცემების დამუშავებას და ასევე განსაზღვრავს პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნებს, დასამუშავებელი პერსონალური მონაცემების შემადგენლობას და პერსონალურ მონაცემებთან მიმართებაში შესრულებულ ქმედებებს (ოპერაციებს).
1.1.2.ge.justadvisors.ge ვებგვერდის მომხმარებელი – ნებისმიერი პირი, რომელიც იყენებს ან სტუმრობს ge.justadvisors.ge -ზე ინტერნეტის საშუალებით.
1.1.3. ინფორმაცია/პერსონალური მონაცემები/პერსონალური ინფორმაცია – ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც მოწოდებულია მომხმარებლის მიერ და პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება მას.
1.1.4. პერსონალური მონაცემების დამუშავება - ნებისმიერი ქმედება, რომელიც შესრულებულია მონაცემებთან დაკავშირებით ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით, კერძოდ, შეგროვება, ჩაწერა, კოპირება, ორგანიზება, შენახვა, ჩანაცვლება, აღდგენა, მოთხოვნა, გამოყენება ან გამჟღავნება მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან მათზე წვდომის სხვა გზით, დაჯგუფება ან კომბინაცია, დაბლოკვა, წაშლა ან მონაცემთა განადგურება.
1.1.5 პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა - არის სავალდებულო მოთხოვნა ge.justadvisors.ge-ს ადმინისტრაციისთვის ან სხვა პირისთვის, რომელსაც აქვს წვდომა პერსონალურ მონაცემებზე, რათა თავიდან აიცილოს მათი გავრცელება მომხმარებლის თანხმობის ან სხვა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.
1.1.6 IP მისამართი - უნიკალური ქსელის მისამართი კომპიუტერულ ქსელში, რომელიც აგებულია IP პროტოკოლის გამოყენებით.
1.1.7 Cookies - არის ვებსერვერის მიერ გაგზავნილი და მომხმარებლის კომპიუტერში შენახული მონაცემების მცირე ნაწილი, რომელსაც ვებკლიენტი ან ვებბრაუზერი უგზავნის ვებ სერვერს HTTP მოთხოვნით ყოველ ჯერზე, როცა ის ცდილობს შესაბამისი ვებგვერდის გახსნას.
2. ზოგადი დებულებები2.1 მომხმარებლის მიერ ვებგვერდის ge.justadvisors.ge გამოყენება ნიშნავს წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკისა და მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავების პირობებზე თანხმობას.
2.2 კონფიდენციალურობის პოლიტიკის პირობებთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში მომხმარებელმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ge.justadvisors.ge ვებგვერდის გამოყენება.
2.3 წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა ვრცელდება მხოლოდ ge.justadvisors.ge ვებგვერდზე. ge.justadvisors.ge ვებგვერდი არ აკონტროლებს და არ არის პასუხისმგებელი მესამე პირების ვებგვერდებზე, მათ შორის იმ ვებგვერდებზე, რომლებზეც მომხმარებელს შეუძლია გადავიდეს ge.justadvisors.ge-ზე არსებულ ბმულების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საშუალებით.
2.4 ge.justadvisors.ge არ ამოწმებს მომხმარებლის მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების სისწორეს.
3. მონაცემთა დამუშავების მიზნებიგამოყენების შესაძლებლობიდან გამომდინარე, ge.justadvisors.ge ვებგვერდის მომხმარებლების პერსონალური მონაცემები მუშავდება შემდეგი მიზნებისთვის:
3.1. ვებგვერდზე მომხმარებლის სტუმრობის პროცესის მართვისთვის;
3.3. ექსკლუზიურ აქციებსა და ახალი მომსახურებების შესახებ ინფორმაციის მართვის და გაგზავნისთვის;
3.4. ვებგვერდის ანალიტიკის, რეკლამის ან კონვერტაციისთვის;
3.5. ვებგვერდის ოპტიმიზაციისთვის;
3.6. სს «ჯასთ ედვაიზორს»-ის საქმიანობის ფარგლებში მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევისთვის;
3.7. ge.justadvisors.ge ვებგვერდის ფუნქციონირების ფარგლებში, «პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ» საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ნებისმიერი სხვა მიზნებისათვის.
4. კონფიდენციალურობის პოლიტიკის საგანი 4.1 წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა ადგენს ge.justadvisors.ge-ს ვალდებულებას არ გაამჟღავნოს და უზრუნველყოს პირადი მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვა, რომელსაც მომხმარებელი აწვდის ge.justadvisors.ge-ს ვებგვერდთან მუშაობისას.
4.2 ვებგვერდის გამოყენებისას ან სტუმრობისას ge.justadvisors.ge-მ შეიძლება მოსთხოვოს მომხმარებელს პერსონალური მონაცემების გამჟღავნება, როგორიცაა სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სქესი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფიზიკური მისამართი, იურიდიული მისამართი/საცხოვრებელი მისამართი, ტელეფონის ნომერი;
4.3 ge.justadvisors.ge ვებგვერდის მომხმარებლებისგან ასევე აგროვებს შემდეგ ინფორმაციას: ვებგვერდის მონახულების ადგილი, ვებგვერდზე შესვლის დრო, ვიზიტის ხანგრძლივობა, მომხმარებლის IP მისამართი.
4.4 ge.justadvisors.ge-ს უფლება აქვს გამოიყენოს მიღებული ინფორმაცია და პერსონალური მონაცემები, რათა მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია ვებგვერდზე განთავსებული მომსახურების, სიახლეების, რეკლამების, აქციებისა და შეთავაზებების შესახებ.
4.5 ნებისმიერი სხვა პირადი ინფორმაცია, რომელიც არ არის მითითებული ზემოთ (გამოყენებული ბრაუზერები და ოპერაციული სისტემები და ა.შ.) არ ექვემდებარება გავრცელებას, გარდა წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის წესებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4.6 ge.justadvisors.ge ინახავს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს დამუშავების მიზნის მისაღწევად საჭირო პერიოდის განმავლობაში. თუ მომხმარებელი აღარ არის ge.justadvisors.ge-ს მომხმარებელი, მის შესახებ მონაცემები ინახება წინამდებარე პოლიტიკით, «პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ» საქართველოს კანონითა და საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი სხვა ნორმატიული დოკუმენტებით გათვალისწინებული მიზნების შესაბამისად.
5. მომხმარებლის პერსონალური მონაცემების მესამე პირებისთვის მიწოდება5.1 ge.justadvisors.ge მესამე პირებს გადასცემს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და რეგულაციების საფუძველზე სასამართლოს გადაწყვეტილებით ან/და უფლებამოსილი ორგანოს ოფიციალური მოთხოვნით;
5.2 ge.justadvisors.ge ასევე გაამჟღავნებს ინფორმაციას, როდესაც საჭიროდ ჩათვლის მომხმარებლის უფლებების დაცვას ან/და ge.justadvisors.ge-ს მიმართ რაიმე სამართლებრივი სარჩელის, სასამართლოს გადაწყვეტილების/განკარგულების ან სხვა სამართლებრივი პროცესის უზრუნველყოფას;
5.3 პერსონალური მონაცემების დაკარგვის ან გამჟღავნების შემთხვევაში ge.justadvisors.ge დაუყოვნებლივ აცნობებს მომხმარებელს პერსონალური მონაცემების დაკარგვის ან გამჟღავნების შესახებ.
5.4 ge.justadvisors.ge იღებს აუცილებელ ორგანიზაციულ და ტექნიკურ ზომებს მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციის უნებართვო ან შემთხვევითი წვდომის, განადგურების, მოდიფიკაციის, დაბლოკვის, კოპირების, გავრცელების, აგრეთვე მესამე მხარის სხვა უკანონო ქმედებებისგან დასაცავად.
5.5 ge.justadvisors.ge მომხმარებელთან ერთად იღებს ყველა საჭირო ზომას მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაკარგვით ან გამჟღავნების შედეგად გამოწვეული დანაკარგების თავიდან ასაცილებლად.
6. მომხმარებელს უფლება აქვს6.1 მოითხოვოს ge.justadvisors.ge-სგან მის შესახებ ინფორმაციის და პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ ინფორმაცია;
6.2 მოითხოვოს მისი პერსონალური მონაცემების შესწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება.
6.3. მომხმარებელს უფლება აქვს, განმარტების გარეშე ნებისმიერ დროს განაცხადოს უარი მის მიერ მიცემულ თანხმობაზე და მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებულ მონაცემთა განადგურება (თუ არ არსებობს მონაცემთა დამუშავების სხვა საფუძველი);
6.4. თუ მომხმარებელი მიიჩნევს, რომ სამსახურის მიერ მონაცემთა დამუშავება არ შეესაბამება «პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ» საქართველოს კანონით დადგენილ წესებს, შეუძლია მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).
6.5. ge.justadvisors.ge, კანონით დადგენილ ვადაში, მომხმარებლის მოთხოვნის მიღების შემდეგ, ვალდებულია შეასწოროს, განაახლოს, შეავსოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, ან აცნობოს მომხმარებელს უარის თქმის მიზეზი.
7. პერსონალური მონაცემების დაცვა7.1 მომხმარებლის მიერ ge.justadvisors.ge ვებგვერდის მეშვეობით მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია, ასევე მომხმარებლის მიერ უშუალოდ ge.justadvisors.ge-ზე განთავსებული ინფორმაცია, კონფიდენციალურია და არ შეიძლება გადაეცეს მესამე პირებს.
7.2 ge.justadvisors.ge გარანტიას იძლევა, რომ მომხმარებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და პერსონალური მონაცემები არ იქნება გამოყენებული კანონით აკრძალული მიზნებისთვის.
7.3 პერსონალური მონაცემების მესამე პირებისთვის გამჟღავნება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში, შესაბამისი ორგანოს მოთხოვნით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
7.4 ge.justadvisors.ge ვალდებულია მიიღოს აუცილებელი და საკმარისი ზომები მომხმარებლის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობის დასაცავად იმ პროცედურის შესაბამისად, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება საქმიანი ტრანზაქციების ფარგლებში ამ სახის ინფორმაციის დასაცავად.
7.5 ge.justadvisors.ge-ს უფლება აქვს მომხმარებლის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე დაბლოკოს შესაბამისი მომხმარებლის პერსონალური მონაცემები.
7.6 გარდა ge.justadvisors.ge-ს ვალდებულებისა, დაიცვას პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა, მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვის ვალდებულება გარანტირებულია «პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ» საქართველოს კანონით.
8. პასუხისმგებლობა8.1 მომხმარებელი მის მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და პერსონალური მონაცემების სისრულეზე, სანდოობასა და დროულობაზე პასუხისმგებელია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კერძოდ «პეროსნალურ მონაცემთა დაცვის შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამისად.
8.2 მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას თავისი პერსონალური ინფორმაცია მესამე პირებისთვის გამჟღავნებისაგან: ge.justadvisors.ge არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლისთვის მიყენებულ ზიანზე, თუ მომხმარებელმა დამოუკიდებლად გადასცა/გაუმჟღავნა მისი პერსონალური ინფორმაცია და სხვა მონაცემები მესამე პირს.
8.3 ge.justadvisors.ge, რომელმაც არ შეასრულა თავისი ვალდებულებები, პასუხისმგებელია მომხმარებლის მიერ პერსონალური მონაცემების უკანონო გამოყენებასთან დაკავშირებით მიყენებულ ზიანზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გარდა წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
8.4 პერსონალური მონაცემების გამჟღავნების შემთხვევაში, ge.justadvisors.ge არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლის წინაშე, თუ ასეთი პერსონალური მონაცემები:
8.4.1. გავრცელდა მანამდე, სანამ ისინი დაიკარგებოდა ან გამჟღავნდებოდა ge.justadvisors.ge ვებგვერდიდან;
8.4.2. მესამე მხარემ მიიღო ისინი მანამდე, სანამ ge.justadvisors.ge მიიღებდა მას მომხმარებლისგან;
8.4.3. გავრცელდა ge.justadvisors.ge ვებგვერდის მიერ მომხმარებლის თანხმობით.
9. დავების გადაწყვეტა9.1 ყველა დავა და უთანხმოება ge.justadvisors.ge -სა და მომხმარებელს შორის, რომელიც დაკავშირებულია წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან, უნდა მოგვარდეს მოლაპარაკებების გზით. თუ მოლაპარაკების შედეგად ge.justadvisors.ge და მომხმარებელი ვერ მიაღწევენ ორმხრივ მისაღებ გადაწყვეტილებას, დავა განიხილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. სამართალწარმოების ენა არის ქართული.
9.2 საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა ვრცელდება წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე და ge.justadvisors.ge -სა და მომხმარებელს შორის ურთიერთობაზე.
10. კონტაქტი10.1 მომხმარებლებთან კომუნიკაცია ხორციელდება ტელეფონით ან/და ელექტრონული ფოსტით ან/და მომხმარებლის მიერ მოწოდებული კომუნიკაციის სხვა მეთოდის გამოყენებით.
10.2 კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებით, მომხმარებელს შეუძლია დაუკავშირდეს ge.justadvisors.ge ელექტრონული ფოსტით
info@justadvisors.ge.