პირველი ეტაპის ფარგლებში თქვენ მოგიწევთ შემდეგი იურიდიული ასპექტების გარკვევა:
- აქვს თუ არა გამყიდველს საკუთრების უფლება ობიექტზე და კანონიერად შეიძინა თუ არა საკუთრება.
- აქვს თუ არა უძრავ ქონებას დატვირთვები (მათ შორისაა იპოთეკა, ყადაღა, იჯარა, მომავალი საკუთრების უფლება და სხვა გარემოებები).
- შეესაბამება თუ არა ბინა, სახლი ან შენობა საჯარო რეესტრში მის შესახებ მონაცემებს? ყურადღება მიაქციეთ დოკუმენტებში მითითებულ და რეალურ ფართობს, ასევე წითელ ხაზებს (უკანონო ან შეუთანხმებელი გადაგეგმარება).
- აქვს თუ არა უძრავ ქონებას განსაკუთრებული სტატუსი — ის შეიძლება განეკუთვნბოდეს კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტს (ასეთი ობიექტის ფლობა აკისრებს გარკვეულ ვალდებულებებს მესაკუთრეზე და რეგულირდება ცალკე კანონით).
- თუ ობიექტს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია (მაგალითად, ფასადი), იყო თუ არა ის შეთანხმებული.
- შეიძლება თუ არა ობიექტის მომავლში რეკონსტრუირება, რამდენი დრო დასჭირდება ამას და რამდენად ხარჯიანი იქნება.
- დაყენებულია თუ არა უძრავი ქონების ობიექტზე ინდივიდუალური მრიცხველები ელექტროენერგიაზე, წყალზე და გაზზე მახასიათებლების შესაბამისად.
პუნქტების უდიდესი ნაწილი შეიძლება შემოწმდეს საჯარო რეესტრის ამონაწერის მეშვეობით, მისი გადმოწერა შეგიძლიათ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე უძრავი ქონების განყოფილებაში (მესაკუთრესგან დაგჭირდება ობიექტის საკადასტრო კოდი).ყოველი ზემოთქმულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია კიდევ ერთხელ
დარწმუნდეთ, რომ შეძენის შემდეგ შეძლებთ ქონების გამოყენებას დანიშნულებისამებრ.