კონსულტაციები ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის

პროფესიონალური იურიდიული, საგადასახადო და ბუღალტრული კონსულტაციები - თქვენი ცხოვრების და ბიზნესის სიმშვიდის და სანნდოობისთვის. დაიმახსოვრეთ - კანონის არ ცოდნა არ  გათავისუფლებთ პასუხისმგებლობისგან, ხოლო შეცდომის თავიდან აცილება გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე მისი გამოსწორება. დააფასეთ თქვენი დრო და ნერვები: მიიღეთ პროფესიული რჩევები საქართველოში არსებულ ნებისმიერ იურიდიულ, საგადასახადო, ბუღალტრულ საკითხზე
რას ვაკეთებთ ჩვენ:

JUST Advisors-ის მისია - საკუთარი საქმიანობის ფარგელბი უზრუნველყოს საკუთარი კლიენტების ბიზნესის და საქმეების ლეგიტიმურ მართვა საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენ აგრეთვე ვცდილობთ ავამაღლოთ ქვეყნის მაცხოვრებლების იურიდიული განათლების დონე.

ჩვენს გვერდებზე და სოციალურ ქსელებში შეგიძლიათ ნახოთ ბევრი სასარგებლო ინფორმაცია: სიამოვნებით მოგიყვებით იურიდიულ, საგადასახადო, საბუღალტრო საქმეებზე, ახალ კანონებზე და ვაანალიზებთ პრაქტიკულ მაგალითებს სრულიად უფასოდ.

მაგრამ, რადგან თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურია და თუ თქვენ გჭირდებათ კონკრეტულ საკითხთან გამოკვლევა, სამართლებრივი და ფინანსური რისკების შეფასება, ან იურიდიული დასკვნის მიღება, JA იურისტები და ბუღალტერები მზად არიან გასცენ საგნობრივი ან ამომწურავი კონსულტაცია. ასეთი კონსულტაციები ფასიანია - ჩვენ ვაფასებთ თქვენს და ჩვენს დროს.

ცხოვრებისა და ბიზნესის უმეტესი ქმედებები რეგულირდება კანონით. მოქალაქეებისთვის კი მათი გაგება მარტივი არ არის, უცხოელებისთვის კი ყველაფერს კიდევ უფრო ართულებს უცხო ენა და ბიზნეს ბრუნვისა და ადმინისტრაციული რეგულირების უჩვეულო თავისებურებები. როგორ დაიწყოთ ბიზნესი და დაამყაროთ ურთიერთობა პარტნიორებთან, რა გადასახადები უნდა გადაიხადოთ და რა ხელშეკრულებები დაიდოთ, როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მიმწოდებელმა არ მიგაწოდათ საქონელი და მყიდველმა არ გადაიხადა ღირებულება, როგორ დაიქირავოთ ან სწორად გაათავისუფლოთ დასაქმებული, როგორ შეასრულოთ ყველა მოთხოვნა, რათა შრომის ინსპექციას/შემოსავლების სამსახურს/პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს/მერიას და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებს არ გაუჩნდეთ კითხვები?
როგორ გაიგოთ, არსბეობს თუ არა მოქალაქეობის მოპოვების საფუძველი, სწორედ როგორ  მიმართოთ ბინადრობის ნებართვის მისაღებად, გააფორმოთ შრომითი ხელშეკრულება, იყიდოთ მიწა ან აპარტამნეტები, გადაიხადოთ გადასახადები, დაწეროთ ანდერძი ან მიიღოთ მემკვიდრეობა?

JUST Advisors-თან კონსულტაციების დროს მიიღებთ პასუხს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნებისმიერ იურიდიულ, საგადასახადო და ბუღალტრულ კითხვებზე. ცოდნა, ფართო პრაქტიკა, კლიენტების საჭიროებების გაგების და მათთან ერთსა და იმავე ენაზე საუბრის უნარი JUST Advisors-ის იურისტებსა და ბუღალტერებს აქცევს თქვენი ცხოვრების კანონიერებისა და სიმშვიდის უნიკალურ მეგზურად.

როგორ მუშაობს ეს
1
წარმოიშვა პრობლემა
2
პასუხები მოძებნეთ ინტერნეტში და ჩატებში - კიდევ უფრო დაიბენით
3
წაიკითხეთ კანონი (თარგმნეთ მშობლიურ ენაზე) - რაღაც გაიგეთ, მაგრამ რწმენა არ გაგეზარდათ
4
წაიკითხეთ JUST Advisors-ის სტატიები - ბევრი რამ გაირკვა, მაგრამ თქვენს სიტუაციას გააჩნია თავისი თავისებურებები
5
მიწერეთ ან დაურეკეთ JA-ს
— დასვით კითხვები
— შეთანხვდით კონსულტაციის დროსა და ფორმატზე
6
შეხვდით ადვოკატს ან/და ბუღალტერს პირადად ან ონლაინ: მიიღეთ პასუხი თქვენს ყველა კითხვაზე
7
კონსულტაციის შემდეგ, გადაწყვიტეთ სხვა საკითხის გარკვევაც, მოიწერეთ ჩატში და მიიღეთ პასუხი ყველა დამატებით კითხვაზე, როგორც პირველადი კონსულტაციის ნაწილი

უპირატესობები

  • JUST Advisors საქართველოში 6 წელზე მეტია ოპერირებს და მთელი ამ ხნის განმავლობაში მომსახურებას უწევს მოქალაქეებს და კომპანიებს, ამავდროულად აგვარებს ისეთ საკითხებს, რომლებიც ჩნდება თქვენთვისაც. ჩვენ გვაქვს დიდი პრაქტიკული გამოცდილება და, რაც მთავარია, მისი გამოყენების შესაძლებლობა თითოეული სიტუაციის სპეციფიკის გათვალისწინებით.

  • კომპანიის იურისტები სპეციალიზირებულნი არიან საიმიგრაციო, საგადასახადო, ქონებრივი, შრომითი, სამემკვიდრეო სამართლის, ინტელექტუალური საკუთრების სამართლისა და დავების გადაწყვეტის საკითხებში. ჩვენ მუდმივად ვაახლებთ ჩვენს ცოდნას ტრენინგის გავლისა და კვალიფიკაციის ამაღლების გზით საადვოკატო საზოგადოების ფარგლებში. ჩვენ ყველა კითხვაზე ვიპოვით დასაბუთებულ პასუხს.

  • კომპანიის ყველა სპეციალისტი საუბრობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენაზე, რაც უზრუნველყოფს კლიენტთან სრულ ურთიერთგაგებას.

  • ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა ფორმატში: პირადად და ონლაინ

  • ასევე გვაქვს სასიამოვნო გარემო ჩვენს ოფისში, უგემრიელესი ყავა და ტკბილეული გემოვნებით)) ასევე გვაქვს საბავშვო კუთხე

კონსულტაციის ფასი და სახეები

ყოვლისმომცველი ზეპირი კონსულტაცია (რამდენიმე კითხვა)

$150

საგნობრვი ზეპირი კონსულტაცია (ერთ საკითხზე)

$100 $60

ზეპირი კონსულტაცია + წერილობითი დასკვნა

$200

წერილობითი კონსულტაცია

$200

კონსულტაციის ჩამტარი სპეციალისტები


    წარმატებული კონსულტაციების მაგალითები

    1 შემთხვევა:
    კონსულტაცია საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად
    კლიენტის იტორია:
    გიორგი დაიბადა რუსეთში 2000 წელს. მამამ, საქართველოს მოქალაქემ, დაბადებამდე დიდი ხნით ადრე დატოვა ქვეყანა, დედა კი რუსეთის მოქალაქეა. გიორგი უკვე ხუთი წელია საქართველოში ცხოვრობს, სადაც საკუთარი ბიზნესი გახსნა, შვილები კი ქართულ სკოლაში სწავლობენ.
    პრობლემა:
    გიორგიმ არაერთხელ სცადა გაერკვია, აქვს თუ არა მას მამის ხაზით საქართველოს მოქალაქეობის მიღების უფლება და როგორ შეიძლებოდა ამის გაკეთება. მან რჩევის მისაღებად სხვადასხვა სპეციალისტს მიმართა, მოძებნა პასუხები ინტერნეტში, მაგრამ მკაფიო და ზუსტი მითითებები ვერ მიიღო.
    გადაწყვეტილება JustAdvisors-ისგან:
    JustAdvisors-თან კონსულტაციის შემდეგ გიორგისთვის სიტუაცია უფრო ნათელი გახდა. ჩვენმა სპეციალისტებმა მიაწოდეს ამომწურავი ინფორმაცია გიორგის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღების უფლებებზე, ასევე ეტაპობრივ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით. JustAdvisors-ის კონსულტანტების პროფესიონალიზმისა და კომპეტენციის წყალობით, გიორგიმ ახლა ზუსტად იცის, რა ნაბიჯები უნდა გადადგას მოქალაქეობის მისაღებად.

    შემთხვევა 2
    კონსულტაცია ბიზნესის დაწყებაზე საქართველოში
    კლიენტის ისტორია:
    სერგეი არც თუ ისე ადრე ჩამოვიდა საქართველოში საკუთარი ბიზნესის გახსნის მიზნით. ჰყავს რამდენიმე პარტნიორი, რომელთაგან თითოეულს გააჩნია საკუთარი პასუხისმგებლობა და წილი მოგებაში. ბიზნესი მოიცავს მზა პროდუქციის წარმოებას, შენახვას და მათ რეალიზაციას როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
    პრობლემა:
    სერგეი ბევრ სირთულეს წააწყდა ბიზნესის დაწყებასთან დაკავშირებით:
    — როგორ გააფორმოს ხელშეკრულება პარტნიორებთან?
    — ბიზნესის რომელი ფორმა აირჩიოს?
    — რა გადასახადები წარმოიშვება ბიზნესის განხორციელებისას?
    — როგორ დაიქირაოს თანამშრომლები სწორად და რა სახის ხელშეკრულებები გააფორმოს მათთან?
    გადაწყვეტილება JustAdvisors-ისგან:
    სერგეი ჩაეწერა ყოვლისმომცველი კონსულტაციის მიღებისთვის JustAdvisors-ში WhatsApp-ის საშუალებით. შეხვედრის დრო ოფისში მომდევნო დღისთვის იყო შეთანხმებული. JustAdvisors-ის კორპორატიული და საგადასახადო სამართლის სპეციალისტებმა უპასუხეს მის ყველა კითხვას და მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია საქართველოში ბიზნესის განხორციელების ყველა ასპექტთან დაკავშირებით.
    შედეგი:
    JustAdvisors-ის კონსულტანტების პროფესიონალიზმისა და მხარდაჭერის წყალობით, სერგეის ეჭვები გაუქარწყლდა. ის თავდაჯერებულად შეუდგა საქართველოში ბიზნესის გახსნას JA-სთან ერთად

    შემთხვევა 3
    საგადასახადო კონსულტაცია არარეზიდენტებისთვის
    კლიენტის ისტორია:
    ალექსმა იყიდა რამდენიმე აპარტამენტი საქართველოში. ზოგიერთ მათგანს აქირავებს, ნაწილი კი სურს გაყიდოს. თუმცა ის მუდმივად ცხოვრობს ესპანეთში და არ არის საქართველოს საგადასახადო რეზიდენტი.
    პრობლემა:
    ალექსი გადასახადების შესახებ ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას წააწყდა. მან დამოუკიდებლად შეისწავლა საგადასახადო კოდექსი და შემოსავლების სამსახურის სახელმძღვანელოები, მაგრამ ამან მას სრული სიცხადე არ მისცა. ყველა პრობლემის გადასაჭრელად ალექსმა გადაწყვიტა პროფესიონალებისთვის მიემართა.
    გადაწყვეტილება JustAdvisors-ისგან:
    ალექსი დაუკავშირდა JustAdvisors-ს Telegram-ის საშუალებით და დაესწრო შეხვედრას Google Meet-ის მეშვეობით. ორი დღის შემდეგ ის კომპანიის საგადასახადო ადვოკატს შეხვდა და ყველა საჭირო კითხვა დაუსვა. კონსულტაციის შემდეგ ალექსმა გადაწყვიტა კიდევ რამდენიმე პუნქტის გარკვევა საქართველოსა და ესპანეთს შორის ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებასთან დაკავშირებით.
    შედეგი:
    პირველადი კონსულტაციის ფარგლებში JustAdvisors-ის სპეციალისტებმა ალექსს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია მის ყველა კითხვაზე, მათ შორის ორმაგი დაბეგვრის საკითხებზე. ახლა ალექსი თავდაჯერებულად მართავს თავის ქონებას საქართველოში, იცის ყველა საგადასახადო თავისებურება.

    მიმოხილვები

    პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე

    შეგიძლიათ ჩაეწეროთ კონსულტაციაზე ვებ-გვერდზე ასრებული ფორმის საშუალებით ან მოგვწერეთ სოციალური ქსელებში: WhatsApp-ზე, ან TG-ში, ან ტელეფონით.
    გაქვთ შეკითხვა?
    მარია გუსეინოვა
    კომერციული განყოფილების წამყვანი მენეჯერი
    უბრალოდ შეავსეთ ფორმა ქვემოთ მოცემული ღილაკის დახმარებით ან მოგვწერეთ თქვენთვის მოსახერხებელ მესენჯერში: WhatsApp, Telegram
    კომპლექსური იურიდიული მომსახურება ბიზნესისთვის
    JUST Advisors ასევე კომპანიებისთვის გთავაზობთ სააბონენტო ბუღალტრულ მომსახურებას. იურისტების და ბუღალტრების ერთობლივი მუშაობა პროფესიონალ საგადასახადო კონსულტანტებთან და აუდიტორებთან ერთად წარმოადგენს თქვენი ბიზნესის ორმაგ დაცვას
    დამტებით