კონფლიქტების მოგვარება და თანხის დაკისრება საქართველოში: სასამართლო და არასასამართლო მექანიზმები

18 მარტი 2025
ანა დევიდსონი, JUST Advisors-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი
სოფიკო გუგუნავა, პარტნიორი, ადვოკატი
შესავალი
კონფლიქტები სამოქალაქო ვალდებულებებისა და თანხის დაკისრების სფეროში საქართველოს თანამედროვე ეკონომიკის გარდაუვალი მოვლენაა. ფიზიკური პირი ხართ თუ კომპანიის წარმომადგენელი, ვალების დაბრუნების პროცესი საქართველოში მოითხოვს ადგილობრივი კანონმდებლობის სამართლებრივი მექანიზმებისა და თავისებურებების ღრმა გააზრებას. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია იმ ექსპატებისთვის, რომლებიც აწყდებიან ქართული სასამართლო პროცესს, სადაც დამატებითი ბარიერი შეიძლება გახდეს ენა, კულტურული თავისებურებები და სამართლებრივი სისტემა. JUST Advisors-ის გუნდი, რომელსაც აქვს მრავალწლიანი გამოცდილება და ცოდნა როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო სამართლის სფეროში, გთავაზობთ სრულ მომსახურებას დავების გადაწყვეტაში – დაწყებული წინასწარი ანალიზით, დამთავრებული სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულებით.

ეს სტატია განიხილავს საქართველოში თანხის დაკისრების ძირითად მექანიზმებს - როგორც სასამართლო პროცედურებს, ასევე არასასამართლო მეთოდებს, როგორიცაა არბიტრაჟი, მედიაცია და ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელი. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პრაქტიკულ ასპექტებს, დავის გადაწყვეტის ვადებს, ხარჯებს და სტატისტიკას, რაც საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ თითოეული მეთოდის დადებითი და უარყოფითი მხარეები.

1. თანხის დაკისრების სასამართლო მეთოდები
1.1. თანხის დაკისრების ზოგადი პროცედურა

სარჩელის წარდგენის პროცედურა:
საერთო სასამართლო პროცესის არჩევისას კრედიტორი სარჩელს წარადგენს საქართველოს სასამართლოს, ხელშეკრულების შესრულების ადგილის ან მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით. რაიონული და საქალაქო სასამართლოები, როგორიცაა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, თელავის და სხვა, არის პირველი ინსტანციის სასამართლოები, რომლებიც განიხილავენ სარჩელებს თანხის დაკისრების  მოთხოვნით. სარჩელი ივსება დადგენილი ფორმის მიხედვით, ყოველთვის ქართულ ენაზე და შეიძლება წარედგინოს როგორც ელექტრონულად, სასამართლო სისტემის ოფიციალური პორტალის მეშვეობით, ასევე ბეჭდური სახით. საქმის რეგისტრაციის შემდეგ მხარეები იღებენ ლოგინსა და პაროლს ელექტრონულ კაბინეტზე წვდომისთვის, სადაც შესაძლებელია საქმის მასალებისა და განხილვის მიმდინარე სტატუსის მონიტორინგი.

სარჩელს თან ერთვის ყველა მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს ვალის არსებობას. სარჩელს ხელს აწერს თავად მოსარჩელე ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომელიც მოქმედებს მინდობილობის საფუძველზე. მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატის მონაწილეობა სავალდებულო არ არის, რთულ საქმეებში პროფესიონალური მხარდაჭერა მნიშვნელოვნად ზრდის წარმატების შანსებს. საქმის განხილვის ხანგრძლივობა პირველ ინსტანციაში დამოკიდებულია საქმის სირთულესა და სასამართლოს დატვირთულობაზე და საშუალოდ 7 თვეს შეადგენს. მოსამართლეს აქვს უფლება გადადოს საქმის განხილვა ან გამოაცხადოს შესვენება. სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, მაგრამ იგი სათანადოდ იყო ინფორმირებული. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს. სასამართლო გადაწყვეტილება შეიძლება გამოცხადდეს საქმის განხილვის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში.
სარჩელის შეტანისას მოსარჩელე ვალდებულია გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი. თანხის დაკისრების საქმეებში საქართველოში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს სარჩელის ფასის 3%-ს, მაგრამ არაუმეტეს 3000 ლარისა ფიზიკური პირებისთვის და 5000 ლარისა იურიდიულ პირებისთვის.

სააპელაციო და საკასაციო სასამართლო:
პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მხარეს, რომელიც არ ეთანხმება მას, უფლება აქვს 14 დღის ვადაში გაასაჩივროს აღნიშნული გადაწყვეტილება. როგორც წესი, საქართველოს სააპელაციო სასამართლოები საჩივრებს განიხილავენ სამი მოსამართლისგან შემდგარ კოლეგიით, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც საქმე განიხილება ერთი მოსამართლის მიერ. საჩივრის შეტანისთვის დადგენილია სახელმწიფო ბაჟი სარჩელის ფასის 4%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 5000 ლარისა ფიზიკური პირებისათვის და 7000 ლარისა იურიდიული პირებისთვის.
თუ მხარე არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, მას უფლება აქვს საკასაციო საჩივარით მიმართოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს. სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების/განჩინების მიღების დღიდან 21 კალენდარული დღის განმავლობაში მხარეს შეუძლია შეიტანოს საკასაციო საჩივარი. საკასაციო საჩივარს განიხილავს  მოსამართლეთა კომისია და განხილვა 6 თვემდე გრძელდება. საკასაციო საჩივრის შესახებ გადაწყვეტილება საბოლოოა და შემდგომ გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

იძულებითი აღსრულება:
სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ (იმ შემთხვევაში თუ არცერთმა მხარემ ის არ გასააჩივრა) კრედიტორი იღებს სააღსრულებო ფურცელს, რომელიც იგზავნება საქართველოს აღსრულების ეროვნულ ბიუროში იძულებითი აღსრულების დასაწყებად. სააღსრულებო წარმოების დაწყებისთვის მოსარჩლემ უნდა გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი ვალის თანხის 2%-ის ოდენობით, რომელიც შემდგომში უბრუნდება კრედიტორს გადაწყვეტილების სრულად აღსრულების შემდეგ. სააღსრულებო წარმოება მოქმედებს 10 წლის განმავლობაში. თანხის დაკისრება ხორციელდება მხოლოდ ლარში, ამიტომ უცხოელი კრედიტორებისთვის აუცილებელია ანგარიშის გახსნა ადგილობრივ ბანკში ან წარმომადგენლის დანიშვნა.

უზრუნველყოფის ღონისძიებები:
თანხის წარმატებით დაკისრება საქართველოში დიდწილად დამოკიდებულია უზრუნველყოფის ღონისძიებების დროულ მიღებაზე. სასამართლოს შეუძლია დააკმაყოფილოს სარჩელი უზღუნველყოფის შუამდგომლობას, რაც მიზნად ისახავს მოვალის ქონების შენარჩუნებას საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. აღნიშნული ღონისძიებები მოიცავს ლიკვიდურ აქტივებზე ყადაღის დადებას, აქტივების გასხვისების აკრძალვას და ქონებრივი ოპერაციებისშესრულების დროებით შეზღუდვას, რაც მნიშვნელოვნად ზრდის საქართველოში თანხის წარმატებით დაკისრების ალბათობას.

სტატისტიკა და მახასიათებლები:
საქმის განხილვის საშუალო ხანგრძლივობა: პირველი ინსტანციის სასამართლო – 5–6 თვე, სააპელაციო წარმოება – დაახლოებით 6 თვე, საერთო ვადა – 1–დან 1,5 წლამდე.
საქართველოში თანხის წარმატებით დაკისრების ალბათობა პირდაპირ დამოკიდებულია უზრუნვეყოფის ღონისძიების დროულ მიღებაზე და მოწოდებული მტკიცებულებების სისრულეზე.


1.2. გამარტივებული წარმოება (არასადავო პროცესი აღმასრულებელთან)
პროცედურის არსი:
თანხის დაკისრების მიზნით გამარტივებული წარმოება საქართველოში გამოიყენება სრულყოფილი სასამართლო პროცესის გარეშე, როდესაც მოვალე არ დავობს ვალის არსებობას.

პროცედურის ეტაპები:
  1. განაცხადის წარდგენა: კრედიტორი მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, წარადგენს განცხადებას და ვალის დამადასტურებელ დოკუმენტებს. დოკუმენტები უნდა იყოს წარმოდგენილი დადგენილი ფორმის მიხედვით, ქართულ ენაზე, როგორც ელექტრონულად, ასევე ბეჭდური სახით.
  2. მოვალის შეტყობინება: ბიუროს თანამშრომელი უგზავნის მოვალეს ცნობას, რომელშიც განმარტავს ვალდებულებების შეუსრულებლობით გამოწვეულ უარყოფით შედეგებს.
  3. მოვალის პასუხი (10 დღის ვადაში): მოვალეს შეუძლია გადაიხადოს დავალიანება მთლიანად ან ნაწილობრივ, შეიტანოს წერილობითი პროტესტი, აღიაროს მოთხოვნა ან შესთავაზოს ანგარიშსწორების პირობები.
  4. გადაწყვეტილების მიღება: თუ მოვალე არ წარადგენს წერილობით პროტესტს ან აღიარებს დავალიანებას, აღსრულების სიურო იღებს გადაწყვეტილებას კრედიტორის მოთხოვნების დაკმაყოფილების შესახებ და იწყებს იძულებით აღსრულებას.
  5. მოვალეს პროტესტის შეტანის შემთხვევაში: თუ მოვალე პროტესტს გამოთქვამს, კრედიტორს მოუწევს საქმის სასამართლოში გაგრძელება. ამ შემთხვევაში კრედიტორის მიერ საქმის გამარტივებული წესით განხილვისას გაწეული ხარჯები შეიძლება ანაზღაურდეს საქმის სასამართლოში განხილვის დროს.
საფასური:
განცხადების განხილვის საფასური შეადგენს 200 ლარს, ხოლო უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობის განხილვის - 100 ლარს.

უპირატესობები:
• გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია რამდენიმე კვირაში, რაც დააჩქარებს საქართველოს თანხის დაკისრების პროცესს.
• მოვალის მხრიდან პროტესტის არარსებობის შემთხვევაში სასამართლო დავის ხარჯების შემცირება.
2. . თანხის დაკისრების არასასამართლო მეთოდები
არასასამართლო წესით დავის გადაწყვეტა საშუალებას გაძლევთ თავიდან ააცილოთ ხანგრძლივი სასამართლო პროცესი, შეამციროთ ხარჯები და შეინარჩუნოთ საქმიანი ურთიერთობები. ქვემოთ მოცემულია ძირითადი მეთოდები: საქართველოს არბიტრაჟი, მედიაცია და ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელი.

2.1. საქართველსო არბიტრაჟი

კონცეფცია და მახასიათებლები:
არბიტრაჟი არის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ფორმა, რომლის დროსაც მხარეები, წინასწარი შეთანხმებით, დავას განსახილველად გადასცემენ ერთ ან რამდენიმე არბიტრს. ეს მეთოდი რეგულირდება საარბიტრაჟო აქტით, რომელიც ეფუძნება UNCITRAL-ის სამოდელო კანონს.

არბიტრაჟის ძირითადი მახასიათებლები:
  • საარბიტრაჟო შეთანხმების ხელმისაწვდომობა: სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავა არბიტრაჟს გადაეცემა წინასწარი შეთანხმების საფუძველზე.
  • პროცედურის მოქნილობა: მხარეები დამოუკიდებლად ირჩევენ არბიტრებს (როგორც წესი, იქმნება სამი არბიტრისგან შემდგარი კოლეგია, თუ სხვა რამ არ არის შეთანხმებული) და თანხმდებიან დავის განხილვის წესზე.
  • კონფიდენციალურობა: დავა განიხილება დახურულად, რაც უზრუნველყოფს კომერციული ინფორმაციის დაცვას.
  • ვადები:კანონი ითვალისწინებს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიღებას 180 დღის ვადაში. შესაძლო ვადა გაიზარდოს 360 დღემდე.
უპირატესობები:
  • სიჩქარე და ეფექტურობა – გადაწყვეტილება სწრაფად შედის ძალაში, რადგან გასაჩივრების შესაძლებლობა შეზღუდულია.
  • პროცესის სათანადო ორგანიზების შემთხვევაში მცირდება პროცესის ხანგრძლივობა და ფინანსური ხარჯები .
  • საერთაშორისო დავებისადმი ადაპტირება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უცხოური კომპანიებისთვის.
სტატისტიკა და პრაქტიკა:
• საქართველოში საარბიტრაჟო საქმის განხილვის საშუალო ვადა 6–9 თვეა.
• საარბიტრაჟო გადაწყვეტილებები ვერ საჩივრდება, რაც ზრდის მათ ეფექტურობას.

საარბიტრაჟო ინსტიტუტების მაგალითები:
• საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საარბიტრაჟო პალატა
• საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატასთან არსებული საარბიტრაჟო ცენტრი
არბიტრაჟში საქმის განხილვის ღირებულება მერყეობს სარჩელის ფასის 1%-დან 3%-მდე (მინიმალური თანხა: 200-500 ლარი).


2.2. მედიაცია საქართველოში

პროცესის არსი:
მედიაცია არის ნებაყოფლობითი პროცესი, რომელშიც ნეიტრალური შუამავალი(მედიატორი) ეხმარება მხარეებს ორმხრივად მომგებიანი შეთანხმების მიღწევაში. მედიაციის მიზანი არ არის გამარჯვებულის გამოვლენა, არამედ კომპრომისის მიღწევა, რომელიც ორივე მხარისთვის მისაღები იქნება.

მედიაციის თვისებურებები:

არაფორმალური ბუნება: პროცესი არ არის ფორმალური სასამართლო სხდომა, რაც საშუალებას აძლევს მხარეებს შორის საქმიანი და პირადი ურთიერთობების შენარჩუნებას.
სისწრაფე: დავები შეიძლება გადაწყდეს 2-3 თვეში.
დაბალი ხარჯები: მედიაციის ხარჯები საგრძნობლად დაბალია, ვიდრე სამართალწარმოების ხარჯები.
მედიატორების კვალიფიკაცია: კვალიფიციური მედიატორების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ რეესტრში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე (justice.gov.ge).
მედიაციის შედეგი:
მედიაციის შედეგად მხარეები შეთანხმებას დებენ, რომელიც შეიძლება დამოწმებული იყოს ნოტარიულად. ამ ხელშეკრულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ნოტარიუსს შეუძლია გასცეს სააღსრულებო ფურცელი. თუ მედიაცია ხორციელდება სასამართლო საქმის წარმოების ფარგლებში, შედეგი შეიძლება გაფორმდეს მორიგების ხელშეკრულების სახით, რომელსაც სასამართლო ამტკიცებს, თუ ის არ ეწინააღმდეგება კანონს და არ არღვევს მესამე პირის უფლებებს.
სტატისტიკა:
საქართველოში შრომითი დავების 60%-ზე მეტი წყდება მედიაციის საშუალებით, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს სასამართლო სისტემის დატვირთვას და ამცირებს მხარეთა ხარჯებს.

2.3. სააღსრულებო ფურცელი

მეთოდის აღწერა: უდავო ვალდებულების შემთხვევაში ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს, რომელიც აღსრულების იძულებითი ღონისძიებების გამოყენების საფუძველი ხდება და არ საჭიროებს სასამართლო წარმოებას.

უპირატესობები:
სიჩქარე და სიმარტივე: სააღსრულება ფურცლის გამოყენება აღსრულების სიჩქარეს უზრუნველყოფს
მინიმალური ხარჯები: სასამართლო პროცედურებთან შედარებით, სანოტარო რეგისტრაციის ხარჯები მნიშვნელოვნად დაბალია.
სანოტარო წესით სააღსრულებო ფურცელი გაიცემა ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში და გამოიყენება საქართველოში თანხის დაკისრებისთის.
3. სარჩელის უზრუნველყოფის მექანიზმი
სარჩელის უზრუნველყოფის მიზანი:
სარჩელის უზრუნველყოფა წარმოადგენს ღონისძიებათა ერთობლიობას, რომელიც მიმართულია მოვალის ქონების შენარჩუნებაზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. იურიდიული პროცესის გაჭიანურების შემთხვევაშიც კი აღნიშნული უზრუნველყოფს ვალი სამომავლო აღსრულებას.

პროცედურა:
  • სასამართლო გამოსცემს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის დაკმაყოფილების შესახებ, რა დროსაც ხდება ყველა ლიკვიდურ აქტივებზე ყადაღის დადება, გასხვისების აკრძალვა და აქტივებთან ოპერაციების განხორციელების შეზღუდვა.
  • ასეთი ზომები განსაკუთრებით აქტუალურია საერთაშორისო დავებში, სადაც მაღალია მოვალის გადახდისუუნარობის რისკი.
4. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება – სააღსრულებო წარმოების პროცედურა
სააღსრულებო წარმოების ეტაპები:
სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ კრედიტორი იღებს სააღსრულებო ფურცელს, რომელიც გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულებისთვის იგზავნება საქართველოს აღსრულების ეროვნულ ბიუროში.

ძირითადი პუნქტები:
სახელმწიფო ბაჟი: სააღსრულებო წარმოების დაწყებისთვის საჭიროა სახელმწიფო ბაჟის გადახდა ვალის თანხის 2%-ის ოდენობით, რომელიც უბრუნდება მოსარჩელეს გადაწყვეტილების სრულად აღსრულების შემდეგ.
მოქმედების ვადა: სააღსრულებო ფურცელი მოქმედებს 10 წლის განმავლობაში.
პირობები უცხოელი კრედიტორებისთვის: თანხის დაკისრება ხდება ქართულ ლარში, ამიტომ უცხოურმა კომპანიებმა უნდა გახსნან ანგარიში ადგილობრივ ბანკში ან დანიშნონ წარმომადგენელი
პროცედურის ხელახლა დაწყება:  იმ შემთხვევაში, თუ მოვალეს არ აქვს ქონება და შესაბამისად გადაწყვეტილების აღსრულება 2 წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა, მაშინ წარმოება უქმდება და ხანდაზმულობის ვადა ჩერდება ხელახალ დაწყებამდე.

მნიშვნელობა: სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება არის მიღებული გადაწყვეტილების რეალური აღსრუკების გარანტორი.
5. დასკვნა
თანხის დაკისრების მეთოდის არჩევა საქართველოში დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე: ვალის ოდენობაზე, დავის ბუნებაზე, მხარეთა თანამშრომლობის მზაობაზე და კანონმდებლობის სპეციფიკაზე. ქართული სასამართლო რჩება საიმედო იარაღად, მაგრამ ის საკმაოდ ხანგრძლივია და მაღალ ხარჯებთან არის დაკავშირებული. არასასამართლო მეთოდები, როგორიცაა გამარტივებული წარმოება, არბიტრაჟი და მედიაცია წარმოადგენს მოქნილ და ეფექტურ ალტერნატივებს, რომლებიც კრედიტორის ინტერესების უფრო სწრაფი დაცვის საშუალებას იძლევა.

JUST Advisors-ის გუნდი, რომელიც შედგება მაღალკვალიფიციური იურისტების, არბიტრებისა და მედიატორებისგან,  თითოეულ კლიენტს ინდივიდუალურ მიდგომას სთავაზობს. ჩვენი გამოცდილება მოიცავს არა მხოლოდ საქართველოში თანხის დაკისრებას, არამედ რთული კონფლიქტების მოგვარებას საოჯახო, შრომითი, საინვესტიციო, საგადასახადო და მიგრაციის დავების სფეროებში. ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუწევთ ყველა ეტაპზე - პირველადი კონსულტაციებიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უცხოელი კლიენტებისთვის.

თუ თანხის დაკისრების პრობლემა ან დავა გაქვთ საქართველოში, მაშინ დაუკავშირდით JUST Advisors-ის ადვოკატებს - თქვენ სანდო პარტნიორებს კონფლიქტების მოგვარებაში საქართველოში.

მოგეწონათ სტატია? გაგვიზიარე შენი აზრი

გაქვთ შეკითხვა?
მარია გუსეინოვა
კომერციული განყოფილების წამყვანი მენეჯერი
უბრალოდ შეავსეთ ფორმა ქვემოთ მოცემული ღილაკის დახმარებით ან მოგვწერეთ თქვენთვის მოსახერხებელ მესენჯერში: WhatsApp, Telegram