ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენამდე დარჩა: 00 დღე : 00 სთ. : 00 წთ.
დეტალურად
⭐ Вы оказались в блоге JUST Advisors о юридической жизни иностранцев в Грузии. ✋ Статьи готовятся экспертами, но юридическая информация часто актуальна на дату публикации. Обратите внимание на возможные изменениями законодательства, смену тарифов указанных ведомств и т.п.. ✈️ Как ничего не пропустить: подписывайтесь на instagram, facebook, telegram ✅

საქორწინო ხელშეკრულება – რა უნდა იცოდეთ?

14 მაისი 2025
მარიამ ჯალაღონია, იურისტი
  • →
  • →

  • რა არის საქორწინო ხელშეკრულება და რისთვის გამოიყენება?
სიტუაცია: მარიამი და დავითი დაქორწინებას აპირებენ. მათ სურთ წინასწარ
გაანაწილონ ქონება, რათა მომავალში გაუგებრობები აირიდონ თავიდან.

პასუხი: მეუღლეებს შეუძლიათ დადონ საქორწინო ხელშეკრულება, რომელიც
დაარეგულირებს მათ ქონებრივ ურთიერთობებს ქორწინების პერიოდში და
განქორწინებისას. ხელშეკრულება შესაძლოა შეეხოს როგორც უკვე არსებულ,
ასევე მომავალში შეძენილ ქონებას.

  • როდის იდება საქორწინო ხელშეკრულება?
სიტუაცია: ნინო და ლევანი არ არიან დარწმუნებულები როდის უნდა დადონ
ხელშეკრულება - ქორწინებამდე თუ ქორწინების შემდეგ.

პასუხი: ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს ქორწინებამდე ან ქორწინების
შემდეგ ნებისმიერ დროს, თუმცა ძალაში შევა მხოლოდ ქორწინების
რეგისტრაციის მომენტიდან.
  • აუცილებელია თუ არა ნოტარიუსის მონაწილეობა?
სიტუაცია: ანიმ და ნიკამ სახლში საკუთარი ხელით დაწერილ საქორწინო
ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

პასუხი: მსგავს შეთანხმებას არ ექნება იურიდიული ძალა, რადგან საქორწინო
ხელშეკრულება აუცილებლად უნდა დადასტურდეს სანოტარო წესით - ანუ
ნოტარიუსის მიერ.

  • როგორ შეიძლება ქონების გაყოფა ხელშეკრულებით?
სიტუაცია: მეუღლეები შეთანხმდნენ, რომ ქორწინების განმავლობაში შეძენილი
ბინა, რომელიც რეგისტრირებულია ცოლის სახელზე, განქორწინების
შემთხვევაში მხოლოდ მისი ინდივიდუალური ქონება დარჩება, ხოლო გიორგის
სახელზე რეგისტრირებული სახლი - მხოლოდ მისი.

პასუხი: მეუღლეებს შეუძლიათ დადონ საქორწინო ხელშეკრულება, რომელიც
ცვლილებებს განახორციელებს კანონით დადგენილ წესებში - ხელშეკრულებაში
შეიძლება ჩაიწეროს, რომ ბინა და სახლი თითოეულის ინდივიდუალური
საკუთრება დარჩება.
  • რისი შეცვლა არ შეიძლება საქორწინო ხელშეკრულებით?
სიტუაცია: მარის სურს, რომ საქორწინო ხელშეკრულებაში ჩაწერილი იყოს, რომ
განქორწინების შემთხვევაში გიორგი ყოველთვიურად 500 დოლარს გადაუხდის
შვილებს 18 წლამდე.

პასუხი: მსგავსი პირობა ვერ ჩაიწერება საქორწინო ხელშეკრულებაში, რადგან
ხელშეკრულებით არ შეიძლება შეიცვალოს მშობლების ვალდებულებები
შვილების მიმართ.

  • უფლებამოსილია თუ არა სასამართლო შეცვალოს ხელშეკრულების პირობები?
სიტუაცია: ლიზიმ და გიორგიმ დადეს საქორწინო ხელშეკრულება, რომელიც
შეიცავს პირობებს, რომლიც უკიდურესად არახელსაყრელ მდგომარეობაში
აყენებს ლიზის.

პასუხი: ლიზის შეუძლია მიმართოს სასამართლოს. პატივსადები მიზეზების
არსებობისას სასამართლოს შეუძლია შეცვალოს საქორწინო ხელშეკრულების ეს
პირობები.

  • რა არის საჭირო იმისთვის, რომ საქართველოში დადებულ საქორწინო ხელშეკრულებას ჰქონდეს იურიდიული ძალა საზღვარგარეთ?
სიტუაცია: ანიმ და დავითმა საქართველოში დადეს საქორწინო ხელშეკრულება,
თუმცა არ არიან დარწმუნებულნი, რომ ექნება თუ არა ამ ხელშეკრულებას
იურიდიული ძალა სხვა ქვეყნებში?

პასუხი: ზოგიერთი ქვეყნის შემთხვევაში აუცილებელია საქორწინო ხელშეკრულების
აპოსტილირება, ზოგ შემთხვევაში - ლეგალიზაცია, ხოლო ზოგ ქვეყანაში არცერთი
არ არის საჭირო. შესაბამისად, ანისა და დავითის მხრიდან მნიშვნელოვანია
გადაამოწმონ რომელ ქვეყანაში აპირებენ ხელშეკრულების წარდგენას.

მოგეწონათ სტატია? გაგვიზიარე შენი აზრი

Error get alias