ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენამდე დარჩა: 00 დღე : 00 სთ. : 00 წთ.
დეტალურად
⭐ Вы оказались в блоге JUST Advisors о юридической жизни иностранцев в Грузии. ✋ Статьи готовятся экспертами, но юридическая информация часто актуальна на дату публикации. Обратите внимание на возможные изменениями законодательства, смену тарифов указанных ведомств и т.п.. ✈️ Как ничего не пропустить: подписывайтесь на instagram, facebook, telegram ✅

რატომ არის საჭირო იურისტი უძრავი ქონების შეძენისას: რისკებისგან დაცვა

4 აპრილი 2025
ინგა მიქავა, უფროსი იურისტი
  • →
  • რა შესაძლო რისკებისგან შეიძლება დაგიცვათ იურისტმა უძრავი ქონების შეძენისას?
იურისტი გეხმარებათ მინიმუმამდე დაიყვანოთ შემდეგი რისკები:

  • კანონის მოთხოვნების დარღვევით ხელშეკრულების დადება: ხელშეკრულების შედგენასა და ხელმოწერისას შეცდომების თავიდან აცილება, აგრეთვე გარიგების იურიდიული უზრუნველყოფა.
  • შეზღუდვები და დავალიანებები: ყადაღის, საგადასახადო გირავნობის, იპოთეკის ან სხვა დავალიანებების გადამოწმება, რომლებიც შეიძლება გადავიდეს ახალ მესაკუთრეზე.             
  • არაზუსტი ინფორმაცია უძრავი ქონების შესახებ: ფარული დეფექტების, საკუთრების უფლებასთან ან დაურეგისტრირებელ შეზღუდვებთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირება.
  • თაღლითური და არაკეთილსინდისიერი მოქმედებები: დოკუმენტების გაყალბებასთან და გამყიდველის მხრიდან მანიპულაციებთან დაკავშირებული რისკებისგან დაცვა.
  • რას ამოწმებს იურისტი მეორად ბაზარზე უძრავი ქონების შეძენისას?
მეორად ბაზარზე უძრავი ქონების შეძენისას, იურისტი ამოწმებს შემდეგ ინფორმაციას:

  • რეესტრის ამონაწერების აქტუალურობა: საკუთრების უფლებების, შეზღუდვების, ყადაღისა და დავალიანებების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება.
  • უძრავ ქონებაზე საკუთრების ისტორია: წინა გარიგებებისა და საკუთრების უფლების გადასვლის დოკუმენტური ჯაჭვის ანალიზი სადავო სიტუაციების თავიდან ასაცილებლად.
  • უძრავი ქონების უფლებრივი უნაკლოობა: ფარული შეზღუდვებისა და შეუსაბამობების იდენტიფიცირება, რამაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ქონების შემდგომ გამოყენებაზე.
  • რა ამოწმებს იურისტი მშენებარე კორპუსში უძრავი ქონების შეძენისას?
მშენებარე კორპუსში უძრავი ქონების შეძენისას ყურადღება მახვილდება შემდეგ ასპექტებზე:

  • ნებართვა: ყველა საჭირო ნებართვის, მშენებლობისა და ექსპლუატაციაში მიღების შესახებ დოკუმენტების არსებობა.
  • ნდობა დეველოპერის მიმართ: დეველოპერის რეპუტაციის, ფინანსური მდგომარეობისა და გამოცდილების ანალიზი, ასევე მის მიერ განხორციელებული პროექტის ისტორიის ანალიზი.
  • პროექტის იურიდიული დასაბუთება: ხელშეკრულებების შემოწმება კანონმდებლობასთან და მომავალი მესაკუთრის უფლებების დაცვასთან შესაბამისობაზე, მათ შორის, ხარისხის გარანტიებისა და ობიექტის ჩაბარების ვადების განსაზღვრის გადამოწმება.
  • რატომ არის მნიშვნელოვანი იურისტის დახმარება უძრავი ქონების საზღვარგარეთ შეძენისას ?
საზღვარგარეთ უძრავი ქონების შეძენისას, იურისტის დახმარება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან არსებობს:

  • განსხვავებები კანონმდებლობაში: იურისტი იცნობს ადგილობრივ კანონმდებლობას და იურიდიულ პროცედურებს, რაც ხელს უწყობს კანონის არცოდნასთან დაკავშირებული პრობლემებისგან თავის არიდებას.
  • თაღლითობის რისკი: პროფესიონალი საფუძვლიანად შეამოწმებს დოკუმენტაციას და განსაზღვრავს შესაძლო რისკებს, რომლებიც დაკავშირებულია გაყალბებასთან ან გარიგების საეჭვო ლეგიტიმურობასთან.
  • გარიგების სრული მხარდაჭერა: იურისტი ჩართულია მოლაპარაკებების წარმართვაში, ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადებასა და გადამოწმებაში, რაც უზრუნველყოფს მყიდველის ინტერესების დაცვას გარიგების ყველა ეტაპზე.
  • ენობრივი და კულტურული ბარიერი: სპეციალისტი ჩართულია უცხოელ კონტრაგენტებთან ურთიერთობაში და დოკუმენტაციის თარგმნაში, რაც ხელს უწყობს გარიგების წარმატებულად დადებაში.

მოგეწონათ სტატია? გაგვიზიარე შენი აზრი

Error get alias