მომზადება საქართველოს მოქალაქეობის გამოცდისთვის

ქართული ენის სწავლება, ქართული ენის/ისტორიის/სამართლის საფუძვლების ტესტების ჩასაბარებლად მომზადება ავტორის მეთოდოლოგიით ინდივიდუალურად და ჯგუფურად, ტრენაჟორები პრაქტიკისთვის, ქართულ ენაზე ზეპირი გასაუბრების ჩასაბარებლად მომზადება
2018 წლიდან «საქართველოს მოქალაქეობის შესახებ» საქართველოს კანონში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა. მოქალაქეობის მიღების ყველა მსურველს მოეთხოვება ქართული ენის, საქართველოს ისტორიისა და კონსტიტუციური სამართლის საფუძვლების ცოდნა. გამოცდა შედგება 30 საკითხისგან, თითოეულ დარგში 10 საკითხი. განმცხადებელმა სწორად უნდა უპასუხოს მინიმუმ 7 კითხვას. თითოეულ საგანში საგამოცდო საკითხების საერთო რაოდენობა 200-ს აჭარბებს
რა შედის მომსახურებაში
მომზადება სამ საგანში: ქართული ენა, საქართველოს ისტორია, საქართველოს სამართლის საფუძვლები
JUST Study გთავაზობთ ავტორის მეთოდოლოგიით, საქართველოს მოქალაქეობის მიღებისთვის სავალდებულო დონეზე (10 კითხვა), ქართული ენის გამოცდისთვის მაღალი ხარისხის მომზადებას
მოქალაქეობის მიღების კომისიაში ზეპირი გასაუბრებისთვის მომზადება ქართულ ენაზე
JUST Study უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად სავალდებულო (20 კითხვა) პროფესიულ მომზადებას საქართველოს ისტორიასა და კონსტიტუციური სამართლის საფუძვლების გამოცდისთვის

კურსი ეფუძნება ავტორის მეთოდოლოგიას, ორიენტირებულია დაუფლებაზე:

1) საგამოცდო კითხვების ცოდნის მოცულობით;
2) ტესტის სახით გამოცდის ჩაბარების უნარ-ჩვევებით (საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად);
3) ზეპირი გასაუბრების გავლის უნარ-ჩვევებით (გასაუბრების სტრუქტურისა და ხშირად დასმული კითხვებიდან გამომდინარე).

მეცადინეობის ფორმატი

  • ონლაინ გაკვეთილები Zoom პლატფორმაზე;
  • მინი ჯგუფში (4-6 კაცი);
  • ყოველკვირეულად: 2 გაკვეთილი 90 წუთი (1,5 საათი) თითოეული.

კურსის ხანგრძლივობა

2-4,5 თვე ჯგუფის მიერ ენის ცოდნის დონის გათვალისწინებით.

ენის ცოდნის დონე განისაზღვრება მასწავლებელთან ინდივიდუალური გასაუბრების შედეგად.

ღირებულება და გადახდის წესი

გადახდა შესაძლებელია დოლარში, ლარში ან რუბლში გადახდის დროისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლართან მიმართებაში დოლარის კურსის შესაბამისად.
ტესტების ონლაინ-ტრენაჟორები (ქართული ენა, საქართველოს ისტორია, საქართველოს სამართლის საფუძვლები)
მომზადების მთელი პერიოდისთვის
$120
  • შეძენილი ცოდნის თვითშემოწმების შესანიშნავი შესაძლებლობა;
შედეგების ანალიზი და შეცდომებზე მუშაობა;

საშუალებას გაძლევთ მოკლე დროში მაქსიმალურად ეფექტურად გაამყაროთ მიღებული ცოდნა და გათვითცნობიერებულად მოემზადოთ ტესტების ჩასაბარებლად
წვდომის მიღება
ინდივიდუალური მეცადინეობა
განისაზღვრება გასაუბრების შემდეგ
  • გამოცდისთვის მომზადების ფორმატი, ასევე გაკვეთილების ხანგრძლივობა და ღირებულება განისაზღვრება მასწავლებელთან გასაუბრების შედეგების მიხედვით, თქვენი ქართული ენის ცოდნის დონისა და გამოცდისთვის მომზადების ინტენსივობიდან გამომდინარე.
  • გასაუბრება ტარდება Zoom-ის საშუალებით უფასოდ
დარეგისტრირება

300-ზე მეტი წარმატებით ჩაბარებული მოქალაქეობის გამოცდა (აღდგენისთვის ჩაბარებული გამოცდების გარდა)

თქვენ შეისწავლით და შეიყვარებთ ქართულ ენას და ჩვენი ქვეყნის ისტორიას, ხოლო გამოცდის წარმატებით ჩაბარება კი იქნება სასიამოვნო დამატება

ჩვენი სტუდენტები გამოცდაში მაღალ შედეგებს აღწევენ, თუნდაც სწავლის დასაწყისში მათ არ ჰქონოდათ ქართული ენის, ქვეყნის ისტორიისა და სამართლის საბაზისო ცოდნა. გაკვეთილები ტარდება ონლაინ, რაც უზრუნველყოფს სწავლის მოხერხებულობას და მოქნილობას.
JUST Study თანამშრომლობს ქართულის, როგორც უცხო ენის დარგის გამოცდილ ფილოლოგებთან და სპეციალისტებთან და გთავაზობთ ინდივიდუალურ მიდგომას.

ოთხ წელზე მეტია ვაწვდით მოქალაქეობის მოპოვებისა და აღდგენის მხარდაჭერის მომსახურებას და ამდენივე ხნის განმავლობაში ვამზადებთ ტესტების და გასაუბრების ჩასაბარებლად. JUST Study მასწავლებლების მიერ შემუშავებული უნიკალური საავტორო მეთოდოლოგია განკუთვნილია მათთვის, ვინც აპირებს გათვითცნობიერებულად და ეფექტურად მოემზადოს უმოკლეს დროში, მიუხედავად ქართული ენის ცოდნის დონისა და დამაჯერებლად მიიღოს დადებითი შედეგი.

თქვენ შეგიძლიათ მოემზადოთ ტესტირებისთვის დამოუკიდებლად ტესტის კითხვები ხელმისაწვდომია უფასოდ.
მოგვმართეთ საიტზე განთავსებული ფორმის მეშვეობით (დააწკაპუნეთ ღილაკზე “დაგვიკავშირდით”) ან თქვენთვის სასურველ კომუნიკატორში: WhatsApp, Telegram
გაქვთ შეკითხვა?
მარია გუსეინოვა
მომხმარებელთა მომსახურების მენეჯერი