კომპანიების კომპლექსური იურიდიული მხარდაჭერა

ბიზნესის იურიდიული მომსახურება: კორპორატიული პროცედურები, დოკუმენტაცია, გადასახადები, შრომის სამართალი, უძრავი ქონება, კომპანიის ინტერესების დაცვა
რა შედის მომსახურებაში


ხელშეკრულებები


სხვადასხვა სირთულის სამოქალაქო სამართლის ხელშეკრულებების შედგენა, შემოწმება და შეთანხმება კონტრაგენტთან (მათ შორის, მიწოდების, ნარდობის, მომსახურების გაწევის, იჯარის ხელშეკრულებები)
საკადრო დოკუმენტაცია და საქმისწარმოება
ხელშეკრულებების, სამსახურში მიღებისა და გათავისუფლების ბრძანებების შედგენა, უცხოელთა რეგისტრაცია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პორტალზე, დისციპლინური გადაცდომის რეგისტრაცია, სამუშაო დროის აღრიცხვის გრაფიკების შედგენა, სამსახურიდან გათავისუფლება, შრომითი ინსპექციის შემოწმებაში დამსაქმებლის სახელით მონაწილეობა
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებები
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებების კომპლექსური იურიდიული მხარდაჭერა. ობიექტის (მათ შორის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების) იურიდიული და ტექნიკური აუდიტი, გამყიდველის/მეიჯარის უფლებამოსილების შემოწმება, გარიგების და ანგარიშსწორების სტრუქტურირება, ხელშეკრულებების შედგენა და გარიგებისთვის საჭირო სხვა დოკუმენტები მომზადება, სახელმწიფო რეგისტრაციის მხარდაჭერა.
კონფლიქტის მოგვარება

საგადასახადო და ადმინისტრაციული დავები, სასამართლოში დაცვა სამოქალაქო, კორპორატიულ, შრომით და ქონებრივ დავებში, უცხოური სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება, არბიტრაჟი, მედიაცია
პასუხები მოთხოვნებზე
ბანკების, შემოსავლების სამსახურის, ადმინისტრაციული ორგანოების მოთხოვნებზე პასუხების მომზადება

კონსულტაციები

საგადასახადო, შრომითი და კომერციული სამართლის სხვადასხვა საკითხებზე კონსულტაციის გაწევა

რეგისტრაციიდან საერთაშორისო ბაზრებზე გლობალურ გაფართოებამდე

JUST Advisors-ის კორპორატიული იურიდიული აუთსორსინგი უზრუნველყოფს თქვენი საქმიანობის სამართლებრივ უსაფრთხოებას, მის შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან და მარეგულირებელი ორგანოების პრაქტიკასთან და საშუალებას მოგცემთ აიცილოთ თავიდან ადმინისტრაციული, საგადასახადო, საკადრო სირთულეები და რისკები კომპანიის განვითარების ყველა ეტაპზე. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ მომსახურების პაკეტი ზუსტად იქნება მორგებული თქვენი ბიზნესის საჭიროებებზე.

ჩვენ ვთანამშრომლობთ ნოტარიუსებთან და სერტიფიცირებულ თარჯიმნებთან, შემფასებლებთან და საკადასტრო ინჟინრებთან, აუდიტორებთან, სადიზაინერო და საინჟინრო ოფისებთან, წარმოების უსაფრთხოების სპეციალისტებთან, რათა კომპლექსურად დავაკმაყოფილოთ თქვენი ინტერესები.
JUST Advisors-ის იურისტებმა შეიმუშავეს სააბონენტო იურიდიული მომსახურების საბაზო პაკეტები სხვადასხვა ტიპის ბიზნესისთვის:
როგორ მუშაობს ეს

JUST Advisors-ი- იურიდიული უსაფრთხოების გარანტია თქვენი ბიზნესისთვის საქართველოში

1
თქვენ გვიტოვებთ განაცხადს ან გვიკავშირდით თქვენთვის მოსახერხებელი ნებისმიერი გზით
2
ჩვენ განვიხილავთ თქვენს მიზნებსა და ამოცანებს მიმდინარე ეტაპზე და ბიზნესის განვითარების ამოცანებს
3
ჩვენ ვათანხმებთ იურიდიული მომსახურების ყველაზე ოპტიმალურ კომპლექტს, რომლებიც გჭიდებათ მუდმივად
4
ჩვენ ვქმნით ინდივიდუალურ სააბონენტო მომსახურების პაკეტს, ერთად განვიხილავთ სამოქმედო გეგმას
განვიხილავთ დამატებით პაკეტებს, რომლებზეც შეიძლება გადასვლა მომავალში და განვიხილავთ ერთჯერად იურიდულ მომსახურებას, რომელიც მიწოდება ხდება მოთხოვნის შემთხვევაში
5
ჩვენ ვაფორმებთ ხელშეკრულებას, ხელს ვაწერთ NDA-ს, გინიშნავთ უფროს იურისტს, ან კორპორატიული პრაქტიკის მქონე ადვოკატს
6
ჩვენ ვიწყებთ მუშაობას, მუდმივი ონლაინ კომუნიკაციის შენარჩუნებით გამოვლენილი ამოცანებისა და საჭიროებების შესაბამისად
გაქვთ შეკითხვა?
მარია გუსეინოვა
კომერციული განყოფილების წამყვანი მენეჯერი
უბრალოდ შეავსეთ ფორმა ქვემოთ მოცემული ღილაკის დახმარებით ან მოგვწერეთ თქვენთვის მოსახერხებელ მესენჯერში: WhatsApp, Telegram
კომპლექსური იურიდიული მომსახურება ბიზნესისთვის
JUST Advisors ასევე კომპანიებისთვის გთავაზობთ სააბონენტო ბუღალტრულ მომსახურებას. იურისტების და ბუღალტრების ერთობლივი მუშაობა პროფესიონალ საგადასახადო კონსულტანტებთან და აუდიტორებთან ერთად წარმოადგენს თქვენი ბიზნესის ორმაგ დაცვას
დამტებით