შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ბინადრობის ნებართვის მიღების წესი ძირეულად არ შეცვლილა (პირობების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ
აქ). განახლდა შრომითი მიგრანტების ბინადრობის ნებართვის რედაქცია. სავარაუდოდ, ბინადრობის ნებართვის მისაღებად დოკუმენტების პაკეტში გათვალისწინებული იქნება უცხოელის შრომით მიგრანტად რეგისტრაციის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შეტყობინების შესახებ დოკუმენტი. თავად ფორმა ცვლილებებში არ არის მითითებული; შესაძლებელია ის იყოს მოწმობის ან რეესტრიდან ამონაწერის სახით.
შეგახსენებთ, მესამე მოსმენით მიღებული კანონპროექტი პრეზიდენტს ხელმოსაწერად 10 დღის ვადაში გადაეგზავნება. სახელმწიფოს მეთაურს აქვს 2 კვირა, იმისათვის რომ ხელი მოაწეროს ან დააბრუნოს უკან შენიშვნებით. კანონი ძალაში შედის მასში მითითებულ ვადაში.