პერსონალური მონაცემების დაცვა

12 მარტი 2025
ანა ბაქრაძე, პეროსნალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი/იურისტი/ადვოკატი
1. რა არის პერსონალური მონაცემი?
პერსონალური მონაცემი არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომლითაც შესაძლებელია ფიზიკური პირის პირდაპირ ან არაპირდაპირ იდენტიფიცირება, მათ შორის:
  • სახელი, გვარი;
  • საიდენტიფიკაციო ნომერი;
  • გეოლოკაციის მონაცემები;
  • ფოტოსურათი/ვიდეოჩანაწერი;
  • ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქიკური, ფსიქოლოგიური, გენეტიკური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური მახასიათებელი და ა.შ.
2. რა არის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი?
პერსონალური მონაცემები, რომლებიც დაცვის უფრო მაღალ სტანდარტს საჭიროებენ.
განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებია, რომელიც უკავშირდება ფიზიკური პირის:
  • რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებას;
  • პოლიტიკურ შეხედულებებს;
  • რელიგიურ, ფილოსოფიურ ან სხვაგვარ მრწამსს;
  • ჯანმრთელობას;
  • სქესობრივ ცხოვრებას;
  • ბიომეტრიულ და გენეტიკურ მონაცემებს, რომლებიც ფიზიკური პირის უნიკალური იდენტიფიცირების მიზნით მუშავდება და ა.შ.
3. რას ნიშნავს პერსონალური მონაცემების დამუშავება:
მონაცემთა დამუშავება არის პერსონალური მონაცემების მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის:
  • შეგროვება ან/და მოპოვება;
  • მათზე წვდომა ან/და გამჟღავნება;
  • შეცვლა ან/და შენახვა;
  • ფოტოგადაღება, ვიდეომონიტორინგი ან/და აუდიომონიტორინგი;
  • გამოყენება, წაშლა ან/და განადგურება.
4. ვისზე/რაზე ვრცელდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი?
  • საქართველოს ტერიტორიაზე მონაცემთა ავტომატური საშუალებებით დამუშავებასა და ნახევრად ავტომატური საშუალებებით დამუშავებაზე;
  • იმ მონაცემთა არაავტომატური საშუალებებით დამუშავებაზე, რომლებიც ფაილური სისტემის ნაწილია ან ფაილურ სისტემაში შესატანად მუშავდება;
  • საქართველოს ფარგლების გარეთ რეგისტრირებული დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ მონაცემთა საქართველოში არსებული ტექნიკური საშუალებების გამოყენებით დამუშავებაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ტექნიკური საშუალებები მხოლოდ მონაცემთა ტრანზიტისთვის გამოიყენება.
5. ვინ არის დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი?
ნებისმიერი ფიზიკური, იურიდიული პირი ან საჯარო დაწესებულება, რომელიც თავად ინდივიდუალურად ან სხვებთან ერთად განსაზღვრავს მონაცემთა დამუშავების მიზნებს და საშუალებებს, უშუალოდ ან უფლებამოსილი პირის მეშვეობით ახორციელებს მონაცემთა დამუშავებას.
6. ვინ არის დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი?
ნებისმიერი ფიზიკური, იურიდიული პირი ან საჯარო დაწესებულება, რომელიც მონაცემებს ამუშავებს დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის ან მისი სახელით (გარდა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის თანამშრომლისა).

მოგეწონათ სტატია? გაგვიზიარე შენი აზრი

გაქვთ შეკითხვა?
მარია გუსეინოვა
კომერციული განყოფილების წამყვანი მენეჯერი
უბრალოდ შეავსეთ ფორმა ქვემოთ მოცემული ღილაკის დახმარებით ან მოგვწერეთ თქვენთვის მოსახერხებელ მესენჯერში: WhatsApp, Telegram