მიღების პირობები: საპენსიო ასაკის მიღწევა.
ვადაზე ადრე გატანა შესაძლებლობა: შესაძლებელია თანხების ვადაზე ადრეგატანა:
1.მონაწილის
შესაძლებლობის შეზღუდვისას; 2.საპენსიო აქტივების მონაწილის
მემკვიდრისთვის გადაცემა;3.
საქართველოს სამუდამოდ დატოვებისას.
გადახდის პროცესი (ერთჯერადი თუ რეგულარული გადახდების სახით?):საპენსიო ასაკში პენსიის გაცემა შესაძლებელია მოხდეს:
1.
პროგრამული განაღდების გზით, რაც გულისხმობს სრული საპენსიო აქტივების ღირებულების გაყოფას, რომლებიც ირიცხება მისი ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე პენსიაზე გასვლის თარიღისთვის, მოსალოდნელი დარჩენილი სიცოცხლის ხანგრძლივობაზე და პენსიის მიღებას ყოველთვიური გადახდის სახით.
2.ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული საპენსიო აქტივებით
სადაზღვევო ანუიტეტური პროდუქტის შეძენის გზით, რაც გულისხმობს მონაწილის მიერ კერძო საპენსიო სადაზღვევო პროდუქტის შეძენას და პენსიის მიღებას სიცოცხლის ბოლომდე;
3.მონაწილის პენსიაზე გასვლის თარიღისთვის მის ინდივიდუალურ საპენსიო
ანგარიშზე აღრიცხული მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულების გზით. ასეთი მეთოდით, პენსიის გატანა შესაძლებელია, იმ შემთხვევაში, თუ პირი გაწევრიანდა საპენსიო სქემაში საპენსიო ასაკამდე არაუმეტეს 5 წლით ადრე.
საპენსიო თანხების უცხოურ საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის შესაძლებლობა:- თუ კანონით დადგენილი წესით მოხდა დაგროვებითი პენსიის თანხის მიღება მონაწილეს თავად შეუძლია განკარგოს თანხები;
- როდესაც დაგროვებითი პენსიის თანხები (აქტივები) განთავსებულია საპენსიო ფონდში, თავად საპენსიო სააგენტო და საინვესტიციო სამსახური ახდენს მათ განკარგვას (ინვესტირებას).