ჩვენს ტელეგრამის არხზე უკვე დავწერეთ უძრავი ქონების და ბიზნეს ბაზრისთვის შესაძლო შედეგების შესახებ. ცალკე გამოვყოთ ორი აშკარა ეფექტი: გარიგებათა გაფორმება უფრო ძვირი და გახანგრძლივებული გახდება.
ნოტარიული გარიგება ტარიფდება ნოტარიუსების მიერ, გარიგების ღირებულების მიხედვით. დაამატეთ ამას თარჯიმანის მომსახურება. ამ ყველაფერს ემატება მომსახურების საფასური, რომელიც ისედაც გადასახდელია გარიგების რეგისტრაციისთვის. 265 ათასი ლარის (ან 100 ასასი აშშ დოლარის) ღირებულების ბინის ყიდვისას საშუალოდ მოგიწევთ დაახლოებით 950 ლარის დახარჯვა, საიდანაც:
- 692,5 ლარი - სანოტარო ტარიფი (362,5 + (265 000 − 100 000) × 0,2% ოპერაციის შედეგი). თანხას ასევე ემატება დღგ, თუ ნოტარიუსი არის დღგ-ს გადამხდელი.
- 100 ლარი - თარჯიმანის მომსახურება (თუ გარიგება სამგვერდიანია და გადაიხდევინება თარგმნა რუსულ და ინგლისურ ენებზე).
- 157 ლარი - მომსახურების საფასური (გარიგების 4 დღეში რეგისტრაციისას)
საჯარო რეესტრში გარიგების რეგისტრაციის ვადა არ შეცვლილა - თქვენ კვლავ შეგიძლიათ აირჩიოთ სტანდარტული 4 დღე ან გააფორმოთ გარიგება შეტანის დღეს, გაზრდილი საფასურის გადახდის პირობით. თუმცა, ნოტარიული ხელშეკრულება გაფორმების პროცესი, მის თარგმნას სერტიფიცირებული თარჯიმნის მიერ (თუ უცხოური მინდობილობით წარმომადგენელი არ ფლობს ქართულ ენას) და ხელშეკრულების გაფორმებას დრო დასჭირდება. ასევე, გასათვალისწინებელია სანოტარო და მთარგმნელობითი რესურსების ნაკლებობა - ნოტარიუსები სერტიფიცირებული თარჯიმნებით ძირითადად თბილისში მუშაობენ, ბათუმში არც ისე ბევრია.
შეგახსენებთ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ყველა მოთხოვნა მოქმედებს ორი პირობის ერთდროულად არსებობის შემთხვევაში: გარიგება მოითხოვს სახელმწიფო რეგისტრაციას და გარიგების ერთ-ერთი მხარის ინტერესებს წარმოადგენს პირი, რომელიც მოქმედებს უცხო ქვეყანაში გაცემული მინდობილობის საფუძველზე. შესაძლოა სანოტარო ფორმის ეს მოთხოვნები შემდგომში გავრცელდება კორპორატიულ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც საჭიროებენ რეგისტრაციას საჯარო რეესტრში - კომპანიის რეგისტრაცია, დირექტორის დანიშვნა, წესდების ცვლილება. ველოდებით კანონმდებლს განმარტებებს.