მე-18 მუხლით მოქალაქეობის აღსადგენად (სხვა მოქალაქეობაზე უარის თქმით) თქვენ პირადად ან კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით უნდა მიმართოთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს იუსტიციის სახლში (ან საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულოს საზღვარგარეთ).
განცხადების ჩაბარებისას თქვენ დაგჭირდებათ:
- შესაბამისი ფორმის განცხადება
- უცხო ქვეყნის საზღვარგარეთის პასპორტი
- მოქალაქეობის აღდგენისთვის ერთ-ერთი საფუძვლის არსებობის მტკიცებულება
განცხადების განხილვის ვადა ორია - 30 და 20 დღე (განსხვავება მხოლოდ საფასურშია, სტატიის დაწერის მომენტში, შესაბამისად, 130 და 195 ლარი).
20 დღის ვადაში აპლიკანტი აბარებს გამოცდას ქართული ენის ცოდნაში (კითხვები შეგიძლიათ იხილოთ აქ), შემდეგ მოქალაქეობის კომისია გამოსცემს დასკვნას და უგზავნის პრეზიდენტის ადმინისტრაციას. პრეზიდენტი 7 დღის ვადაში გამოსცემს დადებით ან უარყოფით გადაწყვეტილებას. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, განმცხადებელს მოეთხოვება სხვა ქვეყნის მოქალაქეობაზე უარის თქმის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა (თუ მოქალაქეობა აღდგება ზოგადი წესით). ხშირად ასეთი დოკუმენტის მიღებას დრო სჭირდება, ამიტომ სააგენტოს შეუძლია მისი მიწოდებისთვის კომფორტული ვადები დანიშნოს. დოკუმენტის წარდგენისთანავე, პრეზიდენტის ბრძანებულება ძალაში შევა და პირი დაიბრუნებს საქართველოს მოქალაქეობას.