ბინადრობის ნებართვის მისაღებად პირადად ან წარმომადგენლის დახმარებით შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართოთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს იუსტიციის სახლის მეშვეობით. განცხადების გარდა, აუცილებლად წარმოსადგენია:
- ფოტო 3x4.
- საზღვარგარეთის პასპორტი.
- საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგალითად, პრეზიდენტის გადაწყვეტილების ასლი).
განცხადების განხილვის ვადა დამოკიდებულია გადახდილ საფასურზე:
- 30 დღე - 300 ლარი.
- 20 დღე - 450 ლარი.
- 10 დღე - 600 ლარი.
განცხადების განხილვის ვადაში სააგენტო ამოწმებს უარის თქმის საფუძვლების არსებობას, რომლებიც გათვალისწინებულია კანონის მე-18 მუხლით. თუ გამოვლინდება კანონით გათვალისწინებული რომელიმე უარის თქმის საფუძველი (მაგალითად, განმცხადებელმა წარმოადგინა ყალბი ან იურიდიული ძალის არმქონე დოკუმენტი), სააგენტო მოამზადებს გადაწყვეტილებას უარის თქმის შესახებ. თუ უარის თქმის საფუძველი არ გამოვლინდა და განმცხადებელმა დააკმაყოფილა კანონის მოთხოვნები, სააგენტო გასცემს ბინადრობის ნებართვას.