პირი, რომელსაც სურს საქართველოს მოქალაქეობის დადგენის პროცედურა გაიაროს, მიმართავს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ან საზღვარგარეთ არსებულ საქართველოს საკონსულოს და წარმოადგენს შესაბამის განცხადებას. განცხადებასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნას ფოტოსურათი 3×4, განმცხადებლის დაბადების მოწმობა და ნებისმიერი სხვა დოკუმენტები, რომლითაც შეიძლება დადასტურებულ იქნას პირის ცხოვრება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კანონით განსაზღვრულ პერიოდში.
მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც ადგენს პირის მუნიციპალიტეტის ტეიროტრიაზე ცხოვრების პერიოდსა და ფაქტს, არის ცხოვრების ფაქტის დამდგენი მუნიციპალური კომისიის (რომელიც ნებისმიერი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებობს) მიერ გაცემული ცნობა. განმცხადებელს შეუძლია პირადად მიმართოს კომისიას აღნიშნული ცნობის მისაღებად. აგრეთვე, სააგენტო თავადაც არის უფლებამოსილი საკუთარი ინიციატივით მიმართოს კომისიას ცნობის გამოთხოვის მიზნით. პირადი განცხადების საფუძველზე კომისია ცნობას გასცემს 7 დღის ვადაში. სააგენტოს მხრიდან მიმართვის შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება დაირღვეს.
იუსტიციის სახლში განცხადების განხილვის ვადა დამოკიდებული არის თუ რომელ მუნიციპალიტეტზე მცხოვრებ პირის მიერაა შეტანილი განცხადება:- აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთათვის - 30 დღე თუ გსურთ პროცედურის უფასოდ გავლა, 20 დღე - 40 ლარის გადახდის შემთხვევაში და 10 ან 15 დღე, თუ შესაბამისად გადახდილი იქნება 100 ან 60 ლარი.
- სხვა მუნიციპალიტეტის მცხოვრებთათვის უფასო განხილვის ვადა შეადგენს 15 დღეს, 5 დღის ვადა 40 ლარი, 3 დღის ვადა - 60 ლარი, იმავე დღეს - 100 ლარი. 0
განცხადების განხილვის შედეგად სააგენტო ამზადებს ორიდან ერთ-ერთ დასკვნას: საქართველოსთან კავშირი დგინდება და განმცხადებელი ითვლება საქართველოს მოქალაქედ, ან საქართველოსთან იურიდიული კავშირი არ დგინდება. სააგენტოს დასკვნა საბოლოოა და მას პრეზიდენტის ბრძანებულება არ მოყვება.