განცხადების ჩაბარების შემდეგ განმცხადებელი იხდის განცხადების განხილვის საფასურს, რომელიც დამოკიდებულია განხილვის ვადაზე (500 ლარი - 80 დღე, 700 ლარი - 60 დღე და 1000 ლარი - 30 დღე). ამ ვადაში განმცხადებელს იბარებენ იუსტიციის სახლში მოქალაქეობის კომისიასთან გასაუბრებისთვის. „მოქალაქეობის საკითხთა კომისიის დადგენილება
N2“-ის მე-40 მუხლის მიხედვით, გასაუბრებისას საქართველოსთან განმცხადებლის კავშირის დასადგენად კომისია მათ შორის მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: