2024 წლის 1 მაისიდან ამოქმედდა ქართული ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის საფუძვლების ცოდნის სავალდებულო გამოცდის ჩაბარების ახალი წესები. ეს გამოცდა სავალდებულოა ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის, რომელსაც სურს საქართველოს მოქალაქეობის მიღება. გამოცდის ჩატარება უზრუნველყოფილი იყო 2018 წლის კანონით “საქართველოს მოქალაქეობის” შესახებ და პირველი გამოცდების ჩაბარება დაიწყო 2020 წელს. ცვლილებები მიზნად ისახავს კანდიდატების ცოდნის შეფასების პროცესის გამარტივებასა და ოპტიმიზაციას.
რა შეიცვალა 2024 წლის მაისიდან?
1. გამოცდის ფორმატი
ადრე გამოცდა ტარდებოდა წერილობით ფორმატში, მაგრამ ახლა ტარდება ელექტრონულ ფორმატში. ეს ცვლილება მიზნად ისახავს პროცესის ეფექტურობისა და მოხერხებულობის გაუმჯობესებას და შედეგების შეფასების მიუკერძოებლობის გარანტიას.
2. გამოცდის დანიშვნის ვადები
კანდიდატი ტესტირების დღეს ირჩევს თავისუფალი თარიღებიდან , სააგენტოს მიერ გენერირებულ ელექტრონულ კალენდარში. გამოცდა უნდა ჩაბარდეს ტესტირებაზე რეგისტრაცის დღიდან ორი თვის მანძილზე. გამომცდელს აქვს უფლება შეცვალოს ტესტირების თარიღი და დრო, ტესტის დაწყებამდე არა უგვიანეს 48 საათისა.
3. გამოცდის ხანგრძლივობა
დადგენილია გამოცდის ხანგრძლივობა = 1 საათი. ამასთანავე, თითოეული ჯგუფიდან კითხვებზე პასუხის გასაცემად კანდიდატს ეძლევა 20 წუთი.
4. მოთხოვნები ჩაბარების წესთან დაკავშირებით
წინა პროცედურისგან განსხვავებით, როდესაც განცხადება მოქალაქეობაზე ბარდებოდა გამოცდამდე, ახლა სავალდებულოა გამოცდა ჩაბარდეს განცხადების წარდგენამდე. ეს ცვლილება მიზნად ისახავს იმის უზრუნველყოფას, რომ ყველა კანდიდატის ცოდნის დონე განცხადების ჩაბარების მომენტისათვის შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს.
5. ჩაბარების მცდელობების რაოდენობა
კანდიდატებს შეუძლიათ ჩააბარონ გამოცდა შეუზღუდავი რაოდენობით. პირველი მცდელობა უფასოა, ხოლო ყველა მომდევნო მცდელობა ფასიანი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პირველ გამოცდაზე გამოუცხადებლობა განიხილება როგორც მისი ჩაუბარებლობა და შემდეგი მცდელობა ფასიანი იქნება.
6. გადასახადი
გამოცდის ჩაბარების პირველი მცდელობა უფასოა, ყოველი მომდევნო მცდელობის ფასი 40 ლარს შეადგენს (15 აშშ დოლარი საზღვარგარეთ არსებული საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაშ გამოცდის ჩაბარებისას)
7. შედეგის გასაჩივრების საშუალება
აპლიკანტებს, რომლებიც არ ეთანხმებიან ტესტის შედეგს, შეუძლიათ მისი გასაჩივრება 3 დღის ვადაში.
8. მიღებული შედეგის მოქმედების ვადა
ტესტის შედეგები აქტიურია მისი ჩაბარებიდან ერთი წლის მანძილზე. ამასთანავე, თუ განმცხადებელს უარი ეთქვა მოქალაქეობის მიღებაზე, მას აქვს შესაძლებლობა ექვსი თვის შემდეგ, განმეორებით წარადგინოს განცხადება მოქალაქეობაზე, ტესტის იმავე შედეგებით.
უცვლელად დარჩა შემდეგი წესები:
გამოცდა შედგება კითხვების სამი კატეგორიისგან: ქართული ენა, საქართველოს ისტორია, საქართველოს სამართლის საფუძვლები.
განაცხადის წარდგენა შესაძლებელია პირადად, ან წარმომადგენლის საშუალებით, ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე.
განაცხადის შეტანა ან/და გამოცდის ჩაბარება შეგიძლიათ თბილისის იუსტიციის სახლში ან საზღვარგარეთ არსებულ საქართველოს ნებისმიერ საკონსულო ან დიპლომატიურ დაწესებულებაში
გამოცდის ჩაბარებისგან თავისუფლდებიან არასრულწლოვნები და ასევე ის პირები, რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ ტესტირების გავლა (შესაბამისი სამედიცინო ცნობის წარდგენის საფუძველზე)
გამოცდის ჩაბარება და გასაუბრების გავლა წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემადგენელ ნაწილებს. Just Study-ის მასწავლებლებთან ერთად, 300-ზე მეტმა კანდიდატმა წარმატებით ჩააბარა გამოცდა და წარმატებით გაიარა გასაუბრება ქართულ ენაზე. თუ თქვენ გადაწყვიტეთ საფუძვლიანად მოემზადოთ გამოცდისთვის, მობრძანდით სასწავლად JUST-ში, მიიღეთ თქვენთვის სასურველი შედეგი და დარწმუნდით საკუთარ შესაძლებლობებში.
მოგეწონათ სტატია? გაგვიზიარე შენი აზრი
გაქვთ შეკითხვა?
მარია გუსეინოვა კომერციული განყოფილების წამყვანი მენეჯერი
უბრალოდ შეავსეთ ფორმა ქვემოთ მოცემული ღილაკის დახმარებით ან მოგვწერეთ თქვენთვის მოსახერხებელ მესენჯერში: WhatsApp, Telegram