თუ მიყოლებით 12 კალენდარული თვის განმავლობაში, იმყოფებით საქართველოში 183 დღეზე მეტ ხანს, გაქვთ შესაძლებლობა მიიღოთ საქართველოს საგადასახადო რეზიდენტის სტატუსი.
მითუმეტეს საგადასახადო რეზიდენტის სტატუსი წარმოიქმნება, ამ პერიოდის დასრულების წელს. (თუ 183 დღიანი პერიოდი სრულდება 2021 წლის 31 დეკემბერს, თქვენ იქნებით 2021 წლის საგადასახადო რეზიდენტი. თუ 183 დღიანი პერიოდი სრულდება 2022 წლის 1 იანვარს, თქვენ იქნებით 2022 წლის საგადასახადო რეზიდენტი.)
საქართველოში ფაქტობრივი ყოფნის პერიოდში არ მოიაზრება ის დრო, როდესაც პირი საქართველოში იმყოფებოდა, როგორც:
დიპლომატიური ან საკონსულო სტატუსის მქონე პირი ან ასეთი სტატუსის მქონე პირის ოჯახის წევრი.
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომელი, ან საქართველოში უცხო სახელმწიფოს საჯარო სამსახურში მყოფი პირი, ან ასეთი პირის ოჯახის წევრი, გარდა საქართველოს მოქალაქეებისა.
ერთი უცხო სახელმწიფოდან მეორეში საქართველოს ტერიტორიის გავლით გადაადგილებისას.
დასასვენებლად ან სამკურნალოდ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებს საგადასახადო რეზიდენტის სტატუსის მოპოვების შესაძლებლობას იმ პირისთვის, რომელიც უზრუნველუოფილია მნიშვნელოვანი ქონებით.
ამისთვის ფიზიკური პირი უნდა აკმაყოფილებდეს მოთხოვნებს.
მოთხოვნები შემოსავლის მიმართ:
დაინტერესებული პირის ქონების ჯამური ღირებულება შეადგენს მინიმუმ 3 000 000 ლარს ან
მისმა შემოსავალმა ბოლო სამი წლის განმავლობაში გადააჭარბა 200 000 ლარს.
მოთხოვნები საქართველოში არსებული ურთიერთობების მიმართ:
დაინტერესებული პირი არის საქართველოს მოქალაქე ან აქვს საქართველოში ბინადრობის უფლება ან
მისი საქართველოს წყაროებიდან მიღებული შემოსავალი აჭარბებს წელიწადში 250 000 ლარს.
მოთხოვნა საქართველოს ტერიტორიაზე ქონების არსებობის შესახებ:
დაინტერესებულ პირს საქართველოს ტერიტორიაზე აქვს ქონება (მათ შორის ნაღდი ფული, უძრავი ქონება, მანქანები), რომლის საერთო საბაზრო ღირებულება მინიმუმ 500 000 აშშ დოლარია.
მნიშვნელოვანია:
3 000 000 ლარის საერთო საბაზრო ღირებულების ქონება შეიძლება არსებობდეს როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
ქონების ტიპს მნიშვნელობა არ აქვს: სახლები, ბინები, იახტები, მანქანები, ნაღდი ფული, ფასიანი ქაღალდები.
მახასიათებლები:
საგადასახადო რეზიდენტის სტატუსი მოქმედებს მისი მიღების წელს. მომდევნო წელს საჭიროა პროცედურის განმეორება.
საქართველოში საგადასახადო რეზიდენტის სტატუსი არ გამორიცხავს, სხვა სახელმწიფოს საგადასახადო რეზიდენტის სტატუსის ქონას.
საქართველოს საგადასახადო რეზიდენტის მიერ საზღვარგარეთის წყაროებიდან მიღებული შემოსავალი, საქართველოში საშემოსავლო გადასახადს არ ექვემდებარება.
საზღვარგარეთის წყარობიდან მიღებულ შემოსავლად ითვლება ის შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოს წყაროედან მიღებულ შემოსავალს (იხ. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლი).
მოგეწონათ სტატია? გაგვიზიარე შენი აზრი
გაქვთ შეკითხვა?
მარია გუსეინოვა კომერციული განყოფილების წამყვანი მენეჯერი
უბრალოდ შეავსეთ ფორმა ქვემოთ მოცემული ღილაკის დახმარებით ან მოგვწერეთ თქვენთვის მოსახერხებელ მესენჯერში: WhatsApp, Telegram