მემკვიდრეობა საქართველოში: დეტალური სახელმძღვანელო
მემკვიდრეებისთვის

16 აპრილი 2025
შალვა გიორგაძე, პარტნიორი, ქონებრივი ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
შესავალი
სამემეკვიდრეო სამართალი საქართველოში მკაცრად რეგულირდება რიგი ნორმატიული აქტებით, პირველ რიგში კი სამოქალაქო და საგადასახადო კოდექსებით. 7 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჩვენ შევისწავლეთ მემკვიდრეობის რეგისტრაციის ყველა ნიუანსი - როგორც ანდერძითმემკვიდრეობის, ისემემკვიდრეობის კანონით. წინამდებარე სტატიაში დეტალურად განიხილება სამემკვიდრეო საქმეების რეგისტრაციის ყველა ეტაპი: მემკვიდრეობის გახსნიდან ქონების განაწილებამდე, რეგულაციებზეზუსტი მითითებით, ვადებისაღწერილობით, მომსახურების ღირებულებით, მოქმედებების წესით და სამართლებრივ შედეგებით. ასევე განიხილება ვალდებულებების მემკვიდრეობით მიღების, მემკვიდრეთა შორის დავის, მემკვიდრის დაგვიანებით გამოცხადების და სამკვიდროსმიღების დადგენილი ვადების გაშვების საკითხები.
1. ნორმატიულ-სმართლებრივი ბაზა
1.1. საქართველოს სამოქლაქო კოდექსი

საქართველოში სამემკვიდრეო ურთიერთობების მარეგულირებელი მთავარი დოკუმენტი არის სამოქალაქო კოდექსი. ოფიციალური ტექსტი ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:
https://matsne.gov.ge/ka/document/view/31 702?publication=133

კერძოდ, 1306-ე მუხლი ადგენს მემკვიდრეობის ზოგად დებულებებს. აქ პირდაპირარის ნათქვამი, რომ მემკვიდრეობა წარმოიშობა მოანდერძის გარდაცვალების ფაქტის დადგენის მომენტიდან და მემკვიდრეობის უფლება შეიძლება წარმოიშვას როგორც ანდერძით, ასევე კანონით. სტატიის ტექსტში ვკითხულობთ: "მემკვიდრეობის უფლება წარმოიშვება გარდაცვლილის ანდერძის საფუძველზე ან ანდერძის არარსებობის შემთხვევაში კანონით დადგენილი წესით".

1336-ე მუხლი დეტალურად აღწერს მემკვიდრეობის რიგითობას. ანდერძის არარსებობის შემთხვევაში მემკვიდრეობა გადაეცემა პირველი რიგის მემკვიდრეებს - მეუღლეს, შვილებს (მათ შორის ნაშვილებს) და მშობლებს. პირველი რიგის მემკვიდრეების არარსებობის შემთხვევაში მემკვიდრეობა გადაეცემა ძმებს, დებს, ხოლო თუ ისინი ცოცხლები არ არიან, ძმისშვილებს და ა.შ.

1344 — 1420 მუხლები ეძღვნება ანდერძს და არეგულირებს მის შედგენას, შესრულებას და გამოყენების შესაძლებლობებს. აქ აღნიშნულია, რომ ანდერძი უნდა შედგეს პირადად მოანდერძის მიერ, წერილობით, ნოტარიულად ან მის გარეშე. ანდერძის ნოტარიულად დამოწმების შემთხვევაში ნოტარიუსი ადასტურებს მოანდერძის ნების გამოვლენას. ანდერძი შეიძლება გაუქმდეს ახალი დოკუმენტის შედგენით ან ანდერძის გაუქმების სანოტარო აქტით, თუ მოანდერძე ქმედუნარიანია.

1.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსი
საქართველოს საგადასახადო კოდექსი არეგულირებს საგადასახადო ვალდებულებებს სამემკვიდრეო უფლებების რეგისტრაციისას. 82-ე მუხლი განსაზღვრავს, თუ ვის ეკისრება საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვალდებულება მემკვიდრეობის მიღებისას. ხოლო 57-ე მუხლი გვაწვდის ინფორმაციას მოანდერძის საგადასახადო ვალდებულებებზე პასუხისმგებელი პირების შესახებ.
2. ანდერძით მემკვიდრეობა
2.1. ვინ შეიძლება იყოს ანდერძით მემკვიდრე

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, მოანდერძეს უფლება აქვს მემკვიდრეებად დანიშნოს ნებისმიერი პირი, მათ შორის საქართველოს მოქალაქეები და უცხოელები, ასევე იურიდიული პირები და არასამეწარმეო ორგანიზაციები.


2.2. ანდრეძის შედგენის პროცედურა

ანდრეძის შედგენის პროცედურა შესდგება რამდენიმე ეტაპისგან:
1. საბუთების მომზადება და შეგროვება: მოანდერძემ უნდა შეაგროვოს სამკვიდრო ქონების სრული სია - ანდერძი უნდა შეიცავდეს სამკვიდრო ქონების ზუსტ აღწერას და ინფორმაციას დანიშნული მემკვიდრეების შესახებ.
2. ანდერძის შედგენა სანოტარო ფორმით: სანოტარო ბიუროში, ნოტარიუსის თანდასწრებით, მოანდერძე ხელს აწერს ნების გამოვლენის დამადასტურებელ დოკუმენტს. ნოტარიუსი ვალდებულია შეადგინოს ანდერძის ნამდვილობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ანდერძი ამ ფორმით იწერება ტექნიკური მოწყობილობის გამოყენებით და დასტურდება ორი მოწმის მიერ.
3. ანდერძის დამოწმება და რეგისტრაცია: ხელმოწერის შემდეგ ანდერძის დედანი ინახება სანოტარო არქივში და მისი გახსნის უფლება აქვს ნოტარიუსს, რომელმაც დაადასტურა ანდერძი ან მისი უფლებამონაცვლე.
4. ანდერძი ასევე შეიძლება დაწეროს და ხელი მოაწეროს პირადად მოანდერძეს, რომელიც ტექსტს კონვერტში მოათავსებს და შესანახად გადასცემს ნოტარიუსს შინაარსის გამჟღავნების გარეშე. ამ შემთხვევაში კონვერტის ანდერძით მიღებას ნოტარიუსის მიერ ადასტურებს სამი მოწმე.

2.3. ანდრეძის ტერიტორული თავისებურებები
საქართველოში შედგენილმა ანდერძმა შეიძლება დაარეგულიროს საზღვარგარეთ მდებარე ქონებაზე უფლების გადაცემისსაკითხი. ანალოგიურად, საზღვარგარეთ შედგენილი ანდერძი იურიდიულ ძალას იძენს საქართველოში არსებულ ქონებასთან მიმართებაში, იმ პირობით, რომ იგი ლეგალიზებულია და გადათარგმნილიაქართულად. აღნიშნული დანაწესები დასტურდება სანოტარო პრაქტიკით.

2.4. ანდერძისმიერი მემკვიდრეების უფლებები და ვალდებულებები
ანდერძით დანიშნული მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მიიღონ მემკვიდრეობა მოანდერძის მიერ დადგენილი პირობებით, აგრეთვე შეასრულონ ანდერძით გათვალისწინებული ვალდებულებები. ეს ნიშნავს, რომ მათ დადგენილ ვადებში უნდა შეიტანონ განცხადება მემკვიდრეობის მიღებაზე, დაიწყონ მემკვიდრეობის გაყოფა და შეასრულონ სპეციალური პირობები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

ამავდროულად, პირველი რიგის მემკვიდრეები, რომელიც არ არის მოხსენიებული ანდერძში, აქვთ სამკვიდროში სავალდებულო წილის უფლება, რაც დასტურდება სამოქალაქო კოდექსის ნორმებით.

2.5. ანდერძის გაუქმება
მოანდერძეს უფლება აქვს მოშალოსანდერძი მემკვიდრეობის კანონიერ ძალაში შესვლამდე. ამისათვის მოანდერძე მიმართავს სანოტარო ბიუროს ანდერძის მოშლისშესახებ განცხადებით.
3. კანონიერი მემკვიდრეობა
3.1. მემკვიდრეთა რიგითობა

თუ არ არსებობს ანდერძი, მემკვიდრეობის განაწილება ხდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლით დადგენილი წესით:

I. პირველი რიგის მემკვიდრეები — გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები).

ნაშვილები და მისი შთამომავლები, როგორც მშვილებლის ან მისი ნათესავების მემკვიდრეები, გათანაბრებული არიან მშვილებლის შვილებთან და მათ შთამომავლებთან. ნაშვილები აღარ მიიჩნევა კანონით მემკვიდრედ მისი მშობლებისა და აღმავალი ხაზის სხვა ბიოლოგიური ნათესავების, აგრეთვე დებისა და ძმების გარდაცვალების შემდეგ.

შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა.

შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები ვერ გახდებიან მემკვიდრეები, თუ მათმა მშობლებმა უარი თქვეს სამკვიდროს მიღებაზე. მშვილებელი და მისი ნათესავები, როგორც ნაშვილებისა და მისი შთამომავლობის მემკვიდრეები, გათანაბრებული არიან ნაშვილების მშობლებსა და სხვა ბიოლოგიურ ნათესავებთან. ნაშვილების მშობლებს, აღმავალი ხაზის სხვა ბიოლოგიურ ნათესავებსა და და-ძმებს აღარ ეკუთვნით კანონით მემკვიდრეობა ნაშვილების ან მისი შთამომავლების გარდაცვალების შემდეგ.

II. მეორე რიგის მეწმკვიდრეები — გარდაცვლილის დები და ძმები. მამკვიდრებლის დისწულები და ძმისწულები და მათი შვილები კანონით მემკვიდრეებად ითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ იყო მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე იქნებოდა. ისინი თანასწორად იღებენ სამკვიდროს იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობლებს ერგებოდა.

III. მესამე რიგის მემკვიდრეები — ბებია და პაპა, ბებიის დედ-მამა და პაპის დედ-მამა, როგორც დედის, ისე მამის მხრიდან. ბებიის დედ-მამა და პაპის დედ-მამა კანონით მემკვიდრეებად ითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ბებია და პაპა ცოცხლები აღარ არიან.

IV. მეოთხე რიგში — ბიძები (დედის ძმა და მამის ძმა), დეიდები და მამიდები.

V. მეხუთე რიგში - ბიძაშვილები, დეიდაშვილები და მამიდაშვილები, ხოლო თუ ეს უკანასკნელნი არ არიან, მაშინ მათი შვილები.

3.2. სამკვიდროს მიღების წესი

სამკვიდროს მიღება საქართველოში
მემკვიდრეობის რეგისტრაციის პროცედურა მოიცავს რამდენიმე ეტაპს:
1. სამკვიდროს გახსნა: მოანდერძის გარდაცვალების დადასტურების მომენტი არის სამკვიდროს გახსნის მომენტი.
2. განცხადების შეტანა: მემკვიდრეები ვალდებულნი არიან, სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების შეტანისთვის, მიმართონ სანოტარო ბიუროს სამკვიდროს გახსნის დღიდან 6 თვის ვადაში.
3. დოკუმენტების შემოწმება: ნოტარიუსი ამოწმებს გარდაცვალების მოწმობას, ნათესაობის დამადასტურებელ დოკუმენტებს და ანდერძს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). გადამოწმების შემდეგ დგება ოქმი სამკვიდროს გახსნის შესახებ განცხადების მიღების შესახებ.
4. სამკვიდრო უფლების მოწმობის რეგისტრაცია: ნოტარიუსი გასცემს მემკვიდრეთა მიერ სამკვიდროს განკარგვის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს. სამკვიდრო მოწმობის გაცემის ღირებულება დამოკიდებულია მემკვიდრეობით მიღებული ქონების საბაზრო ღირებულებაზე.

4. მემკვიდრეობა საზღვარგარეთ
4.1.
1.თუ მოანდერძეს ჰქონდა ქონება საქართველოს ფარგლებს გარეთ, სამემკვიდრეო საქმე იხსნება შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად. მემკვიდრეები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ ნათარგმნი და ლეგალიზებული დოკუმენტები (გარდაცვალების მოწმობა, ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტები). ქართულ საკუთრებაზე უფლების მოსაპოვებლად მემკვიდრეები ქართულ სანოტარო ბიუროს მიმართავენ ქართულ ენაზე თარგმნილი დოკუმენტების ნაკრებით. არსებობს რამდენიმე ნიუანსი, რომელიც გასათვალისწინებელია:

2. თუ მოანდერძე არ იყო საქართველოს მოქალაქე და არ იყო დსთ-ს ქვეყნების მოქალაქე და გააჩნდა საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი ან/და უძრავი ქონება, სამკვიდრო საქმე უნდა გაიხსნას მოანდერძის მოქალაქეობის ქვეყანაში, იქ გაიცეს სამკვიდრო მოწმობა და მხოლოდ ამის შემდეგ მემკვიდრეს აქვს უფლება მიმართოს საქართველოს სანოტარო ბიუროს საქმის გახსნის მიზნით.

3. თუ მოანდერძე არ იყო საქართველოს მოქალაქე, არამედ იყო დსთ-ს ქვეყნების მოქალაქე და მას აქვს უძრავი ქონება საქართველოს ტერიტორიაზე, მას უფლება აქვს უშუალოდ დაუკავშირდეს ქართველ ნოტარიუსს მოანდერძის გარდაცვალების დღიდან 6 თვის ვადაში სამემკვიდრეო საქმის გახსნის და სამკვიდროს მისაღებასთან დაკავშირებით;

4. საქართველოში არ არსებობს სამემკვიდრეო საქმის გახსნის ტერიტორიული პრინციპი, რაც ნიშნავს, რომ სამკვიდრო საქმის გახსნა შესაძლებელია ნებისმიერ ნოტარიუსთან საქართველოში, განურჩევლად მოანდერძის საცხოვრებელი ადგილისა და მისი უძრავი ქონების ადგილმდებარეობისა.


4.2. უფლებების და მოვალეობების მიღება მემკვიდრეობით

სამკვიდროს მიღებისასმემკვიდრეებზე გადადისგარდაცვლილის როგორც აქტივები, ასევე ვალდებულებები. შესაბამისი პირობები და მოთხოვნები დადგენილია საქართველოს სამოქალაქო და საქართველოს საგადასახადო კოდექსში.

5. მემკვიდრეობის განსაკუთრებული შემთხვევები
5.1. დავა მემკვიდრეებს შორის

ზოგჯერ მემკვიდრეებს შორის წარმოიქმნება დავა სამკვიდრომასის განაწილებასთან დაკავშირებით. ასეთ შემთხვევებში მხარეებმა შეიძლება ჯერ სცადონ უთანხმოების მოგვარება მოლაპარაკების გზით და შეთანხმების ნოტარიუსის ზედამხედველობისქვეშ გაფორმებით. თუ კომპრომისი ვერ იქნა მიღწეული, ნოტარიუსი გასცემს უარს სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე და დავა გადაეცემა სასამართლოს, რომელიც წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით იღებს გადაწყვეტილებას სამკვიდროს გადანაწილების შესახებ სამართლიანობის პრინციპისა და კანონით დადგენილი სავალდებულო წილების გათვალისწინებით.

5.2. მემკვიდრის დაგვიანებული გამოცხადება
იმ შემთხვევებში, როდესაც სამკვიდრო პროცედურის დასრულების შემდეგ გამოჩნდება ახალი მემკვიდრე, მას უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს სამკვიდრო მასის განაწილების გადახედვის მოთხოვნით. ამისათვის საჭიროა ნათესაობის დოკუმენტური მტკიცებულების წარდგენა და სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი მფლობელობის დადასტურება. სასამართლოს შეუძლია გადაიანგარიშოსმემკვიდრეთა წილი და აუნაზღაუროს დაგვიანებულ მემკვიდრეს მისი კანონით გათვალისიწნებული წილი.

5.3. მემკვიდრეობის მიღების ვადების გაშვება

კანონი ავალდებულებს, რომ მემკვიდრეებმა განაცხდი წარადგინონ სამკვიდროს მიღებასთანდაკავშირებით მოანდერძის გარდაცვალების დღიდან 6 თვის განმავლობაში. თუ განცხადება არ არის წარდგენილი საპატიო მიზეზის გარეშე, შეიძლება დაიკარგოს მემკვიდრეობის უფლება. გამონაკლის შემთხვევაში, საკმარისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, სასამართლომ შეიძლება დაადგინოს იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი - რომ მემკვიდრემ, თუმცა სამემკვიდრეო საქმის გახსნის 6 თვიანი ვადა გაუშვა, მაგრამ ფაქტობრივად დაეუფლა მოანდერძის ქონებას, იყენებდა, უვლიდა და ფაქტობრივად სარგებლობდა მოანდერძის მემკვიდრის უფლებებით.
დასკვნა:
მემკვიდრეობის დროული რეგისტრაცია ძალიან მნიშვნელოვანი ქმედებაა მემკვიდრეების მხრიდან - ასე მათ შეუძლიათ თავიდან აიცილონ სამომავლო შესაძლო სირთულეებისამკვიდროს დაგვიანებით რეგისტრაციასთან დაკავშირებით, შესაძლო დავა იმ ნათესავებთან ან მესამე პირებთან, რომლებსაც შეუძლიათ გამოიყენონ ის გარემოება, რომ ქონება არ არის რეგისტრირებული მემკვიდრეებისსახელზე და შეეცადონ მისი რეგისტრაციასაკუთარ სახელზე. მიუხედავად იმისა რომ მემკვიდრეობის მიღება არის უფლება და არა ვალდებულება, ამ უფლების დროული გამოყენება, დიდი ალბათობით გადაარჩენს მემკვიდრეს ზედმეტი საზრუნავებისგან, არასაჭირო ხარჯებისგან და უსიამოვნო ემოციებისგან.

მოგეწონათ სტატია? გაგვიზიარე შენი აზრი

გაქვთ შეკითხვა?
მარია გუსეინოვა
კომერციული განყოფილების წამყვანი მენეჯერი
უბრალოდ შეავსეთ ფორმა ქვემოთ მოცემული ღილაკის დახმარებით ან მოგვწერეთ თქვენთვის მოსახერხებელ მესენჯერში: WhatsApp, Telegram