ანა დევიდსონი, JUST Advisors-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი
2022 წლის 6 ივნისი

როგორ შეუძლია ინდმეწარმეს საქართველოში ბიზნესით ბინადრობის ნებართვის მოპოვება?

საქართველოში ბიზნესის ქონა, ბინადრობის ნებართვის მიღების ერთ-ერთი საფუძველია. თუ თქვენ დააკმაყოფილებთ აუცილებელ პირობებს და დოკუმენტების განხილვა დადებითად დასრულდა, მიიღებთ უცხოელის პირადობის დამადასტურებელ მოწმობას ბინადრობის ნებართვით (ქართულად „ბინადრობა“). ბინადრობის ნებართვა იძლევა ქვეყანაში უფრო კომფორტულად ცხოვრების უფლებას , ვიდრე მის გარეშე.

შეგიძლიათ გქონდეთ მისამართზე რეგისტრაცია, დისტანციურად გასცეთ მინდობილობა, ონლაინ და ფასდაკლებით მიიღოთ სახელმწიფო სერვისები (მაგალითად, მიმართოთ განცხადებით სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე) და ქართული კომპანიების მომსახურება (ყველა აფთიაქი არ გასცემს ფასდაკლების ბარათებს ბინადრობის ნებართვის გარეშე. ), გახსნათ ანგარიში ზოგიერთ ბანკში და საქართველოში ჩააბაროთ განცხადებები შენგენის ვიზის მისაღებად.
საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს საქართველოში 74 008 იმიგრანტი შემოვიდა. ყოველწლიურად საშუალოდ 18 ათასი ადამიანი აბარებს განცხადებას ბინადრობის ნებართვის სხვადასხვა საფუძვლით მისაღებად, საიდანაც დაახლოებით 10% იღებს უარს. გასული წლის განმავლობაში, JUST Advisors-ის იურისტებმა განახორციელეს ბინადრობის ნებართვის მოპოვების 50 მსურველის თანხლება (მათგან 35 ინდმეწარმის საფუძვლით).

ვის შეუძლია საქართველოში მიიღოს ბინადრობის ნებართვა ბიზნესით?

მას შემდეგ, რაც საქართველოში სამეწარმეო საქმიანობით მიღებული შემოსავალი მიაღწევს 50 ათას ლარს, ინდივიდუალურ მეწარმეს შეუძლია განცხადებით მიმართოს ბიზნესით ბინადრობის მიღებაზე. ეს თანხა უნდა გამოიმუშაოთ ბოლო 12 თვის განმავლობაში (არ აგერიოთ კალენდარულ წელთან). თუ თქვენმა ბრუნვამ (შემოსავალი საქონლის რეალიზებით/მომსახურების გაწევით/სამუშაოების შესრულებით) მაგალითად, 4 თვეში მიაღწია მითითებულ თანხას, ლოდინი არაა სჭირო - შეგიძლიათ უკვე მიმართოთ განცხადებით ბინადრობის ნებართვის მისაღებად. შემოსავალი დასტურდება საბანკო ამონაწერით, ან შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტებით.

თუ თქვენ, როგორც ინდივიდუალურ მეწარმეს დასაქმებული გყავთ უცხოელები, ბინადრობის ნებართვის მიღებაზე მიმართვისას, 50 ათასი ლარი ბრუნვა უნდა იყოს თითოეულ დასაქმებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეზე (თავად ინდმეწარმის ჩათვლით). ასეთ შემთხვევაში დასაქმებულებსაც შეუძლიათ მიმართონ ბინადრობის ნებართვაზე (ეს ბინადრობის სხვა საფუძველია - დასაქმება ქართულ კომპანიაში)

ბინადრობის ნებართვის მისაღებად განცხადებით მიმართვისას, შემოსავლის მიღების და ქვეყანაში ყოფნის პერიოდი კანონით განსაზღვრული არაა, მაგრამ კანონმდებლისთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში მუდმივად, ან რეგულარულად ცხოვრების განზრახვის დადასტურება.

განცხადების განხილვის თავისებურებანი

ბინადრობის ნებართვის მისაღებად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში განცხადებით მიმართვა (უფლებამოსილი ორგანო, შემდეგში - სააგენტო) და შემდეგი დოკუმენტების წარდგენაა საჭირო:

  • პასპორტი;
  • შემოსავლის მიღების მტკიცებულება - საბანკო ამონაწერი, ან ცნობა შემოსავლების სამსახურიდან;
  • პირადი ქართული საბანკო ანგარიშიდან აღებული ცნობა, რომელიც ადასტურებს საქართველოში საცხოვრებელი სახსრების არსებობას (თანხის ოდენობა შესაძლებელია შეიცვალოს, თუმცა სტატიის გამოქვეყნებისას 2023 წლის დეკემბერში, მინიმალური საორიენტაციო ოდენობა შეადგენს 13 656 ლარს)
  • ფოტოსურათი;
  • ცნობა დასაქმებულ უცხოელთა რაოდენობის შესახებ;
  • მომსახურების საფასურის გადახდის დასტური

განცხადების განხილვის ვადის შესამცირებლად, შესაძლებელია დამატებითი საფასურის გადახდა: 30 დღე - 300 ლარი, 20 დღე - 450 ლარი, 10 დღე - 600ლარი.
ყოველი შემთხვევა ინდივიდუალურია და ზოგჯერ, დოკუმენტების სტანდარტულ პაკეტთან საჭიროა დამატებითი დოკუმენტების თანდართვა, რომლებიც განამტკიცებს მიმართვის საფუძველს. მაგალითად, შესაძლებელია გაჩნდეს კითხვები შემოსავლების წყაროების მტკიცებულებებთან. თუ განმცხადებელი იყენებს PayPal-ს, ან სხვა საგადასახადო სისტემებს, ასეთი შემოსავლები საბანკო ამონაწერში არ ისახება, ამიტომ, ბინადრობის ნებართვის მიღების მიზნით, საჭიროა მათი „გამოჩენის“ უზრუნველყოფა.
სააგენტოში ბინადრობის ნებართვაზე  მიმართვა, საჭიროა საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 40 კალენდარული დღით ადრე (ასეთივე წესი მოქმედებს ბინადრობის ნებართვის გაგრძელებაზეც, მაგრამ არის გამონაკლისებიც). აქაც არის ნიუანსები: კანონიერად ყოფნა - უვიზოდ, ვიზით, ბინადრობით, რაც ნიშნავს, რომ თუ ბინადრობის ნებართვის ვადა ამოიწურა უვიზოდ ყოფნის ვადაზე ადრე, ლეგალურად ყოფნის ვადა განისაზღვრება უვიზო რეჟიმის ვადით.

რა დოკუმენტებს მიიღებთ და როგორ გრძელდება ბინადრობის ნებართვა

საქართველოში დროებითი ბინადრობის უფლების მინიჭების შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განმცხადებელმა უნდა მიმართოს სააგენტოს პირადობის მოწმობის მისაღებად (ბინადრობის მოწმობა). მიმართვას თან უნდა ახლდეს, საქართველოში არსებული უძრავი ქონების მესაკუთრის მისამართზე რეგისტრაციის ნებართვა (თუ განმცხადებელი თავად არ ფლობს უძრავ ქონებას). ბინადრობის მოწმობა გაიცემა მეათე სამუშაო დღეს, მისი ღირებულება 60 ლარია (დამატებითი საფასურის გადახდით შესაძლებელია პროცესის დაჩქარება) და ამით პროცესი შეიძლება ჩაითვალოს დასრულებულად.

პირველადი ბინადრობის ნებართვა გაიცემა 6თვიდან 1 წლამდე ვადით, მომავალში, საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია მისი გაგრძელება გაცილებით ხანგრძლივი ვადით: ჩვენს პრაქტიკაში მაქსიმალური პერიოდი 11 წელია!

პირველი მიმართვისგან განსხვავებით, გაგრძელებისას არაა აუცილებელი განმცხადებლის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა: მას შეუძლია განცხადება ჩააბაროს დისტანციურად, ან გასცეს მინდობილობა.

რის გამო შეიძლება გითხრან უარი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე

ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები ჩამოთვლილია  „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლში. საფუძველი მრავალია, თუმცა ყველაზე ხშირ ფორმულირებას წარმოადგენს „უფლებამოსილი ორგანოსგან არსებობს დასკვნა, რომ სახელმწიფო ინტერესების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის მიზნით საქართველოში ცხოვრება მიზანშეუწონელია“.

უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა (უსაფრთხოების სამსახური) - დოკუმენტი გრიფით „საიდუმლო“. ბინადრობის ნებართვაზე უარის სასამართლო წესით გასაჩივრების შემთხვევაშიც კი, გადაწყვეტილების გაცნობის უფლება აქვს მხოლოდ მოსამართლეს, ადვოკატებს არ აქვთ მასთან წვდომა. იმისათვის, რომ თავი არ ვიმტვრიოთ უარყოფით დასკვნაზე, უმჯობესია მაქსიმალურად მოვემზადოთ და გავითვალისწინოთ ყველა შესაძლო ნიუანსი.
ბინადრობის ნებართვის აღების საკითხში, საყურადღებოა მინდობილობა (განსაკუთრებით საზღვარგარეთ გაცემული). მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მინდობილი პირის უფლებამოსილების სწორად და სრულად ჩამოყალიბება - მინდობილობა უნდა იყოს ლეგალური საქართველოში (რაც ნიშნავს, რომ დაცული უნა იყოს ქვეყნებს შორის არსებული წესი, ჰქონდეს აპოსტილი ან გაიაროს საკონსულო ლეგალიზაცია).

ღირს იურისტებისთვის მიმართვა, თუ შესაძლებელია დამოუკიდებლად გაკეთება?

ბინადრობის ნებართვაზე დამოუკიდებლად მიმართვა და ბინადრობის მოწმობის აღება შესაძლებელია, მაგრამ შესაძლებელია იყოს ხარვეზები. თქვენი რესურსების დაზოგვის მიზნით, გამართლებულია მიმართოთ იურისტებს, რომლებსაც აქვთ დამკვიდრებული პრაქტიკა და ინდივიდუალური მიდგომა.
მაგალითად, პასპორტის თარგმანიც კი შეიძლება მისი მფლობელის სახელის შენარჩუნების ნამდვილ "ქვესტად" იქცეს. ზოგჯერ თარჯიმნები დაუკვირვებლობით უშვებენ შეცდომებს. ცვენ გვქონდა შემთხვევა, როდესაც იტალიელი რიკარდო ქართულად იქცა რისარდოდ. ჩვენ ვკითხულობთ ქართულად და ვამოწმებთ თითოეულ ასოს.
JUST Advisors-ის საიმიგრაციო საკითხების მიმართულებით მომუშავე იურისტები, თავის მარწმუნებლებს, ფაქტობრივად ხელჩაკიდებულები დაყვებიან ბინადრობის ნებართვის მისაღებად გასავლელ გზაზე. აანალიზებენ სიტუაციას, კონსულტაციას უწევენ საჭირო საფუძვლებისა და დოკუმენტაციის თაობაზე, ბინადრობის ნებართვის მისაღებად წარსადგენ „ქეისს“ სულ რაღაც 3 სამუშაო დღეში აწყობენ და პროცესს მიყვებიან განცხადების ჩაბარებიდან, ბინადრობის მოწმობის აღებამდე, მათ შორის მინდობილობით.
მთლიანობაში, ვერ ვიტყვით, რომ ბინადრობა ბიზნესის საფუძველზე - მარტივია. პროცესს დოკუმენტების დამოწმება - მომზადების თავისებურებები ართულებს, რომელთა არცოდნაც ზრდის უარის მიღების რისკს. ჩვენი პრაქტიკა გვაძლევს შესაძლებლობას, დოკუმენტების ჩაბარებამდე შევამოწმოთ და გავითვალისწინოთ ყველა დეტალი. მოგვწერეთ JUST Advisors-ში და ჩვენ უზრუნველვყოფთ პროცედურის კანონიერ კომფორტს, ბინადრობის მისაღებ ყველა ეტაპზე.

მოგეწონათ სტატია? გაგვიზიარე შენი აზრი

გაქვთ შეკითხვა?
მარია გუსეინოვა
კომერციული განყოფილების წამყვანი მენეჯერი
უბრალოდ შეავსეთ ფორმა ქვემოთ მოცემული ღილაკის დახმარებით ან მოგვწერეთ თქვენთვის მოსახერხებელ მესენჯერში: WhatsApp, Telegram