მათ, ვინც ოფიციალურად იმყოფებიან საქართველოს საერთაშორისო დაცვის ქვეშ დამტკიცებული ჰუმანიტარული ან ლტოლვილის სტატუსით, სარგებლობენ უფრო მეტი უპირატესობით. მაგალითად, მათ აქვთ კანონიერი უფლება:
- საქართველოს მოქალაქეებთან გათანაბრებული განათლება
- ჯანდაცვა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში
- ყოველთვიური შემწეობა (მისი ოდენობა განისაზღვრება კანონით).
- დროებითი ბინადრობის ნებართვის (ბინადრის) და სტატუსის მოწმობის მიღების უფლება.
- მოქალაქეებთან გათანაბრებული შრომის უფლება, მათ შორის თვითდასაქმებაც
- თავუსუფალი ცხოვრება და გადაადგილება მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ექსტრადიციის საერთაშორისო მოთხოვნები, როგორც წესი, არ კმაყოფილდება. ექსტრადიცია შესაძლებელია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით: მაგალითად, თუ დანაშაული, რომელსაც პირს სამშობლოში ედავებიან, საქართველოშიც მიჩნეულია დანაშაულად. გაძევების სხვა მიზეზი - ლტოლვილის მიერ ქვეყანაში ყოფნის პირობების დარღვევა.
ლტოლვილებს და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებს უფლება აქვთ თავისუფლად იმოგზაურონ ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამისათვის მათ შეუძლიათ მიიღონ საქართველოს ბიომეტრიულ საერთაშორისო პასპორტი - რომელშიც მითითებული იქნება მფლობელის ჰუმანიტარული სტატუსი. სხვა საკითხებთან ერთად, პასპორტი საშუალებას მოგცემთ მიმართოთ ვიზის მისაღებად (შენგენის ჩათვლით). გამგზავრებამდე მნიშვნელოვანია ქვეყნის დიპლომატიურ მისიასთან, რომელ ქვეყანაშიც აპირებს სტატუს მქონე პირი გამგზავრებას, გადაამოწმოთ, შესაძლებელია თუ არა საზღვრის გადაკვეთა ამ დოკუმენტის საფუძველზე, რადგან ზოგიერთ სახელმწიფოს სჭირდება ვიზა.