კომპანიის მიერ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯი, რომელიც მოიცავს:
- პირის სახელით გამართული ღონისძიებებისათვის (პრეზენტაციები, მიღებები) გათვალისწინებულ (წვენები, მინერალური წყლები, გამაგრილებელი სასმელები, ჩაი, ყავა, საუზმე, სადილი, ვახშამი, ბანკეტი) ხარჯებს;
- საექსკურსიო და კულტურულ-სანახაობითი ღონისძიებების ხარჯებს;
- სუვენირების შეძენის ხარჯებს;
- სტუმრების მომსახურების უზრუნველყოფის ხარჯებს, მათ შორის:
— საკონსულო მომსახურების (ვიზების გაფორმება, ვადის გაგრძელება) ხარჯებს;
— აეროპორტში დახვედრისა და გაცილების (VIP-დარბაზის მომსახურება) ხარჯებს;
— სატრანსპორტო მომსახურების ხარჯებს;
— სასტუმრო მომსახურების (ადგილების დაჯავშნა, ცხოვრების ღირებულება) ხარჯებს;
— მიღებებისა და წვეულებებისათვის გათვალისწინებულ (წვენები, მინერალური წყლები, გამაგრილებელი სასმელები, ჩაი, ყავა, საუზმე, სადილი, ვახშამი, ბანკეტი) ხარჯებს.
სია დახურულია. სხვა ხარჯები, რომლებიც არ შედის ამ სიაში, არ შეიძლება მიკუთვნებულ იქნას წარმომადგენლობით ხარჯებს.