ინდ. მეწარმე - მცირე მეწარმე VS ვირტუალური ზონის პირი

როგორ ჯობია აწარმოო IT-ბიზნესი საქართველოში?
აგვისტო 9, 2019
ანა დევიდსონი, JUST Advisors-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი
თუ თქვენ ხართ სპეციალისტი IT-ტექნოლოგიების სფეროში, მათ შორის, დაკავებული ხართ კომპიუტერული საინფორმაციო სისტემების შესწავლით, მხარდაჭერით, განვითარებით, დიზაინით, წარმოებით და დანერგვით ან აწარმოებთ IT-სთან დაკავშირებულ ნებისმიერ სხვა კომერციულ საქმიანობას და თქვენი კლიენტები – არ არიან საქართველოს რეზიდენტები, შეგიძლიათ აწარმოოთ სამეწარმეო საქმიანობა ზოგადი წესით ან დაარეგისტრიროთ თქვენი კომპანია ვირტუალურ ზონაში — სპეციალური შეღავათიან ზონაში, რომელიც შეიქმნა 2011 წელს ექსკლუზიურად IT-ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე კომპანიებისთვის.
შევადაროთ IT-ბიზნესის წარმოების ეს ორი ვარიანტი ძირითადი მახასიათებლების მიხედვით.

კომპანიის რეგისტრაცია

საგადასახადო რეჟიმი

ამდენად, თუ გეგმავთ დამოუკიდებლად მუშაობას დაქირავებული თანამშრომლების გარეშე და ამავდროულად:

  • თქვენი წლიური შემოსავალი არ აღემატება 100 000 ლარის ექვივალენტს (დღეისთვის 30 000 აშშ დოლარზე ცოტა ნაკლები), მიზანშეწონილია აწარმოოთ ბიზნესი, როგორც მცირე ბიზნესის სუბიექტის სტატუსის მქონე ინდ. მეწარმე.
გადასახადი ამ შემთხვევაში იქნება 1% მიღებული შემოსავლიდან.

  • თქვენი წლიური შემოსავალი აღემატება 100 000 ლარის ექვივალენტს (დღეისთვის 30 000 აშშ დოლარზე ცოტა ნაკლები), მიზანშეწონილია აწარმოოთ ბიზნესი საქართველოს ვირტუალურ ზონაში რეგისტრირებული კომპანიის მეშვეობით.
გადასახადები ამ შემთხვევაში შეადგენს მიღებული მოგების 5% (მოგების დივიდენდების სახით განაწილებისას), მაგრამ თქვენ შეძლებთ დაზოგოთ დღგ-ზე 18%, რომლის გადახდაც მოგიწევდან ზოგადი წესით.

მოგეწონათ სტატია? გაგვიზიარე შენი აზრი

გაქვთ შეკითხვა?
მარია გუსეინოვა
კომერციული განყოფილების წამყვანი მენეჯერი
უბრალოდ შეავსეთ ფორმა ქვემოთ მოცემული ღილაკის დახმარებით ან მოგვწერეთ თქვენთვის მოსახერხებელ მესენჯერში: WhatsApp, Telegram