საქართველოში წარმოებული ალკოჰოლური სასმელის სერტიფიცირება: ახალი წესები

ანა დევიდსონი, JUST Advisors-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი
ვაზისა და ღვინის შესახებ" კანონში ცვლილებები ძალაში საქართველოში 2023 წელს შევიდა
2 თებერვალი, 2023
2023 წელს საქართველოს კანონში «ვაზისა და ღვინის შესახებ»  ძალაში შევიდა ახალი ცვლილებები. 1 იანვრიდან შიდა ბაზარზე გასაყიდად განკუთვნილი ყველა ალკოჰოლური სასმელი ექვემდებარება სავალდებულო სერტიფიცირებას. სერტიფიკატის გარეშე ყურძენზე დამზადებული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელის რეალიზაციამ შეიძლება 1000 ლარამდე ჯარიმა გამოიწვიოს.

ღვინის ბაზარი საქართველოში

საქართველო ღვინის მსოფლიო ექსპორტიორთა სიაში მე-14 ადგილზეა. 2022 წელს მისი ექსპორტი 5% - ით გაიზარდა. RBC Capital-ის ანგარიშის თანახმად, 2021 წელს ქვეყანაში 12 მილიონი დეკალიტერი ღვინო იყო წარმოებული (რეკორდული ოდენობა იყო 2019 წელს, 14 მილიონი დეკალიტერით). სასმელის თითქმის ორი მესამედი ექსპორტირებულია, დანარჩენი კი განკუთვნილია შიდა ბაზრისთვის. როგორც წესი ქართული ოჯახები ძირითადად საკუთარი წარმოების ღვინოს მოიხმარენ (99%).
სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ ღვინო საქართველოში ყველაზე პოპულარულ ალკოჰოლურ სასმელად რჩება (2021 წელს ალკოჰოლის მთლიანი მოხმარების 87%), მრავალი წლის განმავლობაში მცირდება შიდა მოხმარების ოდენობა. 2021 წელს ქვეყანაში 24 მილიონი ლიტრი ღვინო იქნა გამოყენებული, რაც 10 წლის სტატისტიკის მიხედვით ყველაზე დაბალ მაჩვენებელად შეიძლება მივიჩნიოთ.
ჩამოსხმული ღვინის საცალო ფასი 2021 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა და ასეთი ზრდა 2022 წელსაც გაგრძელდა, თუმცა ფასების აღნიშნული მატება ქვეყანაში ზოგად ინფლაცისთან მიმართებაში მაინც დაბალი იყო. აღსანიშნავია, რომ ღვინის ქარხნების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება, მაგრამ 2017 წლიდან მოყოლებული საწარმოების მოგება ნელ-ნელა მცირდება. ყველაზე ცუდი მაჩვენებლები, გასაგები მიზეზების გამო, 2020 წელს იყო. დღეს ღვინის სექტორში მოგება 22%-ით არის შეფასებული.

რა შეიცვალა 2023 წელს?

2023 წლის 1 იანვრიდან «ვაზისა და ღვინის შესახებ» საქართველოს კანონში მნიშვნელოვანი სიახლეა: სავალდებულო სერტიფიცირებას დაექვემდებარა საქართველოში წარმოებული და საქართველოში სამომხმარებლო ბაზარზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი ალკოჰოლიანი სასმელი, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო და დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელი. ახალი ცვლილებების თანახმად, პირს, რომელიც ჩამოსხმულ ღვინოს ადგილობრივ ბაზარზე ყიდის, მოეთხოვება ჰქონდეს ამ ღვინის შესაბამისობის სერტიფიკატი.

სავალდებულო სერტიფიცირებას ექვემდებარება:

  • საქართველოში წარმოებული და სამომხმარებლო ბაზარზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო და დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელი;

  • ყველა კატეგორიის საექსპორტო ალკოჰოლიანი სასმელი და სპირტი (გარდა საექსპორტო ნიმუშებისა, თუ ნიმუში დაფასოებულია 5 ლიტრზე ნაკლები ტევადობის ტარაში და ერთ ჯერზე გასაგზავნი ნიმუშების საერთო მოცულობა 100 ლიტრს არ აღემატება);

  • იმპორტირებული ალკოჰოლური სასმელის თითოეული პარტია (გარდა შესაბამისი მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ქვეყნებიდან იმპორტირებული პროდუქტებისა, ასევე ნიმუშებისა, თუ მათი საერთო მოცულობა არ აღემატება 100 ლიტრს).

შესაბამისობის სერთიფიკატი შეუძლიათ მიიღონ მხოლოდ იმ მწარმოებლებს, რომლებიც მკაცრად იცავენ აღრიცხვისა და რეგისტრაციის წესებს და რომელთა ტექნოლოგიური პროცესები შემოწმებულია მოქმედი კანონის შესაბამისად.  ალკოჰოლიანი სასმელისა და სპირტის შესაბამისობის სერტიფიკატებს გასცემს ღვინის ეროვნული სააგენტო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ დადგენილი წესით. სააგენტო თავისი უფლებამოსილების ფარგლებში უფლებამოსილია განახორციელოს სახელმწიფო ზედამხედველობა საქართველოში წარმოებული ყურძნის ალკოჰოლური სასმელის, ალკოჰოლური სასმელის, სამყნობი მასალისა და სარგავი მასალის წარმოებაზე, შენახვასა და რეალიზაციაზე, ასევე საქართველოში წარმოებული და საქართველოში იმპორტირებული ალკოჰოლური სასმელისა და ალკოჰოლური სასმელის სერტიფიცირებაზე.

ალკოჰოლური და ალკოჰოლური შემცველი პროდუქციის რეალიზაცია, რომელსაც არ გააჩნია სერტიფიკატი, იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად:
  • 1
    სამომხმარებლო ბაზარზე დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის სამომხმარებლო ტარაში დაფასოების ან/და შესაბამისობის სერტიფიკატის გარეშე რეალიზაცია, გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
  • 2
    განმეორებითი ჩადენა, გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობთ.

როგორ იღებენ მწარმოებლები სერთიფიკატს

სერტიფიკატის მიღების წინაპირობას წარმოადგენს ღვინის კომპანიის რეგისტრაციას სააგენტოში, მის მიერ წარდგენილი განაცხადის საფუძველზე (რეგისტრაცია უფასოა) და აგრეთვე რეგისტრაციას ეკონომიკური საქმიანობათა რეესტრში (რეგისტრაციის საფასური 39 ლარი 2 სამუშაო დღის განმავლობაში და 78 ლარი იმავე დღეს).

სერტიფიცირება მოიცავს შემდეგ ნაბიჯებს:

1. სერტიფიცირების განაცხადის წარდგენა. საჭირო მონაცემები:

  • განაცხადის შეტანის დროს ღვინის ქარხანაში ალკოჰოლური სასმელის, ალკოჰოლის, ყურძნის წვენის რაოდენობისა და წარმოშობის შესახებ ინფორმაცია;
  • ალკოჰოლური სასმელის, ალკოჰოლის, ყურძნის წვენის შეძენის ან/და უსასყიდლო გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, თუ ისინი სხვა პირისგან მიიღება;
  • ეტიკეტის ნიმუში/ასლი, რომელიც განთავსდება ალკოჰოლური სასმელის დაფასოებულ ტარაზე.
პროდუქციის ექსპორტის შემთხვევასი საჭიროა დამატებითი ინფორმაციის წარდგენა, რომელშიც აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ტვირთის წონის, ასევე შესაბამის ენაზე მიმწოდებლის, მიმღების და პროდუქტების ზუსტი დასახელება.

2.ალკოჰოლური სასმელის ნიმუშის აღება.

განმცხადებელმა დამოუკიდებლად უნდა შეარჩიოს ნიმუშები სერტიფიცირებისთვის. ისინი უნდა იყოს მარკირებული დალუქული, თავად პროცესი კი წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი დოკუმენტებით. განმცხადებელი თავად არის პასუხისმგებელი ნიმუშების კეთილსინდისიერად წარმოდგენაზე.
ნიმუშების აღება შესაძლებელია სპეციალურად ღვინისთვის განკუთვნილ  სამომხმარებლო ტარაში, როგორც ჩამოსხმამდე, ასევე მის შემდეგ. სამომხმარებლო ტარაში ჩასხმული ან სატრანსპორტო ტარაში მოთავსებული პროდუქციის სერტიფიცირების პროცესი ხორციელდება ერთი პარტიიდან შერჩეული ნიმუშის მიხედვით. ლაბორატორიული ტესტის ანგარიშის მისაღებად, თითოეული პარტია, განაცხადთან და აღებულ ნიმუშთან ერთად წარედგინება აკრედიტებულ ტესტირების ლაბორატორიას.

3. ნიმუშის ლაბორატორიული გამოკვლევა.
ნიმუშები უნდა წარედგინოს ეროვნული ან საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიას. ლაბორატორიული გამოკვლევის შემდეგ დგება ოქმი, რომელსაც ლაბორატორია გადასცემს სააგენტოს. ტესტის შედეგები დამოწმებული უნდა იყოს ლაბორატორიის ბეჭდით და შესაბამისი უფლებამოსილი პირის ხელმოწერით. ნიმუში ინახება ლაბორატორიაში 18 თვის განმავლობაში.

4. ორგანოლეპტიკური  შემოწმება.
თუ ლაბორატორიული ანალიზის შედეგები დადებითია, ნიმუშები იგზავნება გადამოწმების მიზნით სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიას. მისი დასკვნები ასევე ფორმდება ოქმის სახით და ეცნობება განმცხადებელს. ნიმუშის უარყოფითი შეფასების შემთხვევაში შესაძლებელია განმეორებითი დეგუსტაციის მოთხოვნა (მაგრამ არა უმეტეს სამჯერ ერთი პარტიიდან).
მომსახურება ფასიანია-50 ლარი. ორგანოლეპტიკური ტესტირება არ არის სავალდებულო იმპორტირებული ალკოჰოლური სასმელის სერტიფიცირებისას.

5. სერტიფიცირების დროს ღვინის კომპანიაში პროდუქტის ნარჩენების არსებობის დადასტურება.

6. პროდუქციის ადგილზე შემოწმება.
გადამოწმება შეიძლება განხორციელდეს სერტიფიცირების ნებისმიერ ეტაპზე ან ნებართვის მიღების შემდეგ. ამ დროსაც ხდება ნიმუშების აღება და ორ ეგზემპლარად დგება ნიმუშების აღების საკონტროლო  აქტი.
სერტიფიკატების მოპოვების შემოწმების ძირითადი ეტაპებია ლაბორატორიული ტესტები და ორგანოლეპტიკური გამოკვლევა. თუ ნიმუშების ფარდობით სიმკვრივეებს შორის შეუსაბამობა არ აღემატება 0.0006-ს, სააგენტო გასცემს სერთიფიკატს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სერთიფიკატის მისაღებად განმცხადებელმა კვლავ უნდა გაიაროს სერტიფიცირების ეტაპები კონტეინერში უკვე შეფუთული პარტიისთვის. უარის მიზეზი ასევე შეიძლება იყოს არასრული ან შეუსაბამო მონაცემების მიწოდება.

დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში განმცხადებელს ეძლევა შესაბამისობის სერტიფიკატი, რომელიც წინასწარ არის რეგისტრირებული სააგენტოში. მოთხოვნის შესაბამისად სერტიფიკატი შეიძლება გაიცეს ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენაზე.

სერტიფიკატის მოქმედების ვადა განისაზღვრება გაცემის დღიდან 18 თვის ვადით. მითითებულ პერიოდში მისი გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ სახელმწიფო ან ინსპექტირების კონტროლის არადამაკმაყოფილებელი შედეგების არსებობის შემთხვევაში ან დოკუმენტის მფლობელის მოთხოვნით.

ალკოჰოლური სასმელის შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემის სახელმწიფო საფასური მომზადების ვადების მიხედვით მერყეობს 40-დან 300 ლარამდე:

  • 1 სამუშაო დღე - 300 ლარი;
  • 2 სამუშაო დღე ― 250 ლარი;
  • 3 სამუშაო დღე ― 150 ლარი;
  • 4 ან მეტი სამუშაო დღე-40 ლარი.
საქართველოში წარმოებული და საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე გასაყიდად განკუთვნილი, მათ შორის ჩამოსასხმელი ღვინის, ღვინისეული სასმლის, ყურძნის სპირტიანი სასმელის, ყურძნის სპირტის შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემის საფასური შეადგენს: 1 სამუშაო დღე — 100 ლარი, 2 სამუშაო დღე — 50 ლარი, 3 ან მეტი სამუშაო დღე — უფასო.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ სერტიფიკატის მიღების ვალდებულება ეკისრება ალკოჰოლური სასმელის მწარმოებელს, მაგრამ სერტიფიკატის გარეშე გაყიდვის პასუხისმგებლობა ეკისრება გამყიდველს (მაღაზიას, ბარს, რესტორანს).

მოგეწონათ სტატია? გაგვიზიარე შენი აზრი

გაქვთ შეკითხვა?
მარია გუსეინოვა
კომერციული განყოფილების წამყვანი მენეჯერი
უბრალოდ შეავსეთ ფორმა ქვემოთ მოცემული ღილაკის დახმარებით ან მოგვწერეთ თქვენთვის მოსახერხებელ მესენჯერში: WhatsApp, Telegram