თბილისის გზებზე ძალიან გადატვირთული მოძრაობაა, ამიტომ, ქალაქის საცობებისგან განტვირთვის მიზნით, დედაქალაქის ხელისუფლებამ რამდენიმე წლის წინ შემოიღო ზონალური პარკირების სისტემა. აღნიშნული სისტემა თავდაპირველად ვაკისა და საბურთალოს რაიონებში მოქმედებდა, 2022 წელს კი მათ რიცხვს დაემატა მთაწმინდის (ქალაქის ცენტრი თავისუფლების მოედნის ჩათვლით), ჩუღურეთის და დიდუბის რაიონები.
ზონები მონიშნულია ბუქსირების ნიშნით და ფირფიტაზე ნომრის აღნიშვნით: ასო A + 3 ციფრი. A კატეგორიის მანქანების პარკირების საათობრივი ღირებულება შეადგენს 1 ლარს. სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა გადმოწეროთ
Tbilisi parking აპლიკაცია, დარეგისტრირდეთ მასზე, მონახოთ თქვენი თავი რუკაზე და შეიყვანოთ აბრაზე მითითებული ნომერი (გასვლისას არ დაგავიწყდეთ აპლიკაციაში ხელახლა შესვლა). შესაძლებელია აგრეთვე გადახდა განახორციელოთ გარეთ არსებული ტერმინალის საშუალებითაც, ხოლო ინფორმაციის გადამოწმება კი, შეგიძლიათ უახლოეს საინფორმაციო ჯიხურში.
იმ ქუჩებში, სადაც განთავსებულია პარკირების ნიშანი, პარკირების საფასურის გადახდის გარეშე, ჯარიმა შეადგენს 50 ლარს. აპლიკაციაში რეგისტრაციის ან ტერმინალის მეშვეობით შეძენილი აბონიმენტის არსებობას ამოწმებს პარკინგის პერსონალი. დაჯარიმებას ექვემდებარებიან აგრეთვე რუსული ნომრის მქონე მანქანებიც, ხოლო უახლოესი სახლების მაცხოვრებლები (100 მ რადიუსში უძრავი ქონების მფლობელები) გათავისუფლებულები არიან გადახდის ვალდებულებისგან, იმ პირობით, თუ კი ავტომანქანა დარეგსიტრირებული იქნება.