უცხოელთა დასაქმება საქართველოში 2022 წელს: დასაქმების თავისებურებანი

ანა დევიდსონი, JUST Advisors-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი
2022 წლის 27 სექტემბერი
საქართველოში დასაქმების პროცედურების ყველა ეტაპის ცოდნა უცხო ქვეყნის მოქალაქეს ხელს უწყობს კანონის დარღვევის თავიდან აცილებაში. დროებითი ბინადრობის ნებართვის სწრაფად მოპოვების შესაძლებლობას მოგცემთ ოფიციალური დასაქმება.
დღეს საქართველოში ყველაზე დიდი მოთხოვნილება IT, ვებ დიზაინისა და ფინანსების დარგის სპეციალისტებზეა. სამშენებლო ინდუსტრიის სპეციალისტებსა და ინჟინრებსაც ასევე შეუძლიათ ადვილად იპოვონ სამუშაო ადგილი. საქართცელოს კონსტიტუციის და შრომის კოდექსის თანახმად უცხოელებს და საქართველოს მოქალაქეებს დასაქმების თანაბარი უფლებები გააჩნიათ. გარდა ამისა, რუსეთისა და ბელარუსისგან განსხვავებით, საქართველოში უცხოელებისთვის არ არის დაწესებული კვოტები, ასევე არ არსებობს ვალდებულება, რომ საქართველოს მოქალაქეები დასაქმდნენ უცხოური კაპიტალის მქონე კომპანიებში.

დასაქმებულის უფლებები და მოვალეობები

უცხოელთა შრომითი საქმიანობა საქართველოში რეგულირდება კანონით «შრომითი მიგრაციის შესახებ». თუ, მაგალითად საქართველოში არ გჭირდებათ, ტურისტული ვიზიტისთვის ვიზა, მაშინ არც სამუშაო ნებართვა დაგჭირდებათ. თქვენ შეგიძლიათ გააფორმოთ შრომითი ხელშეკრულება უშუალოდ ქვეყანაში ყოფნისას. მაგრამ, თუ თქვენს ქვეყანას და საქართველოს შორის არსებობს სავიზო ურთიერთობები, მაშინ დასაქმებისთვის დაგჭირდებათ სამუშაო ვიზა, რომელიც გაიცემა 90 დღემდე ვადით.

შრომითი ხელშეკრულება

როგორც უკვე ადრე ავღნიშნეთ, დასაქმებისთვის საჭიროა მხოლოდ პირადობის მოწმობა. მაგრამ ცალკეული კატეგორიის დასაქმებულთათვის შეიძლება დაწესებული იყოს განათლების ან ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნებიც.

თუ შრომითი ურთიერთობის ვადა აღემატება ერთ თვეს, მაშინ დასაქმებული და დამსაქმებელი ვალდებულნი არიან დადონ შრომითი ხელშეკრულება წერილობით ფორმით  (წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს ჯარიმის სახით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების და ხელფასიდან საშემოსავლო გადასახადის გადაუხდელობისთვის საგადასახადო პასუხიემგებლობის დაკისრების რისკი). უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც არ გააჩნია მუდმივი ბინადრობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, შეუძლია დადოს შრომითი ხელშეკრულება 30 თვემდე ვადით, ამ ვადის გაგრძელების შესაძლებლობით. საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად, განუსაზღვრელი ვადით დადებულ შრომით ხელშეკრულებად ითვლება ხელშეკრულება, რომლის ვადა აღემატება 30 თვეს (ან მიმდევრობით დადებული ორი ხელშეკრულება თუ მერე ხელშეკრულების დადებამდე გასულია 60 დღეზე ნაკლები დრო).
აღსანიშავია, რომ შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დაფუძნებული შრომითი ურთიერთობა უცხოელს აძლევს ბინადრობის ნებართვა მოითხოვნის უფლებას. JUST Advisors მოცემულ საკითხთან დაკავშირებით უზრუნველყოფს სრულ იურიდიული მხარდაჭერას.

სამუშაო პირობები

საქართველოში დაწესებულია საკმაოდ ხანგრძლივი, ექვს თვემდე, გამოსაცდელი ვადა. ამასთანავე გამოსაცდელი ვადა შეიძლება დადგინდეს მხოლოდ  შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც დადებულია წერილობით.

საგულისხმოა, რომ საქართველოს შრომის კოდექსი განასხვავებს ანაზღაურებად და ანაზღაურების გარეშე შვებულებას.  დასაქმებულს ანაზღაურებადი შვებულების მოთხოვნის უფლება, წელიწადში არანაკლებ 24 სამუშაო დღის ოდენობით, წარმოეშვება მუშაობის 11 თვის შემდეგ.   დამსაქმებელი ვალდებულია, მოთხოვნის შემთხვევაში, დასაქმებულს მისცეს ანაზღაურების გარეშე შვებულება წლის განმავლობაში 15 კალენდარული დღის ოდენობით.  ჩვენ გირჩევთ, რომ თითოეული საკადრო გადაწყვეტილება (შვებულება, დასაქმება, დროებითი შრომისუუნარობა) გაფოროთ ბრძანების სახით.

კოდექსის თანახმად, ნორმირებული სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს (შესვენების ვადის გარეშე).

სახელმწიფო ორგანოების შეტყობინება

ახალი დასაქმებულის დასაქმების შესახებ სახელმწიფო ორგანოების შეტყობინების ვალდებულება  ეკისრება დამსაქმებელს. მუშაობის დაწყებამდე ორი დღით ადრე იგი ვალდებულია აცნობოს საგადასახადო ორგანოს დასაქმებულის დასაქმების შესახებ. მასვე ეკისრება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან ხუთი დღის განმავლობაში საგადასახადო ორგანოს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ შეტყობინების ვალდებულება.

გარდა ამისა, დამსაქმებელი აცნობებს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს უცხოელი დასაქმებულის დასაქმების შესახებ, რომელსაც საქართველოში არ გააჩნია მუდმივი ცხოვრების ნებართვა, მისი დასაქმებიდან 30 დღის ვადაში. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებულ ფორმაში ის უთითებს მონაცემებს დასაქმებულის პროფესიის, სპეციალობისა და კვალიფიკაციის შესახებ. ამისათვის აუცილებელია მატერიალური და ელექტრონული ფორმით შეტყობინების გაგზავნა სააგენტოს მისამართზე და სამინისტროს ელექტრონული ფოსტის მისამართზე. იმ თანამშრომლების შესახებ, რომლებიც საქართველოში ჩამოვიდნენ მუშაობის მიზნის გარეშე და შემდგომ დასაქმდნენ საქართველოში ყოფნის პერიოდში, მათ შესახებ ასევე უნდა შეატყობინოს დამსაქმებელმა ორივე უწყებას. ამასთანავე, არსებობს აგრეთვე დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციის გაგზავნის ვალდებულებაც.

ამ დროისთვის არ არის დადგენილი პასუხისმგებლობა შეუტყობინებლობაზე, ანუ დამსაქმებელი თავად წყვეტს შეატყობინოს თუ არა ახალი დასაქმებულის დასაქმების შესახებ.  ჩვენ გირჩევთ არ უგულებელყოთ ხელისუფლების აღნიშნული მოთხოვნა.

დისტანციურად მომუშავე, საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ, დასაქმებულის შესახებ შეტრობინების ვალდებულება დამსაქმებელს არ ეკისრება. 

გადასახადები

ერთადერთი გადასახადი, რომელსაც დასაქმებული გადაიხდის საქართველოში, არის საშემოსავლო გადასახადი. მისი ოდენობა შეადგენს 20%-ს და მას აკავებს დამსაქმებელი ხელფასის გაცემისას.  მას შემდეგ, რაც დასაქმებული მოიპოვებს მუდმივი ბინადრობის ნებართვას, მას წარმოეშვება აგრეთვე საპენსიო შენატანის გადახდის ვალდებულებაც. მისი ოდენობა შედგენს ხელფასის 4%-ს, რომლის ნახევარს იხდის დასაქმებული, ნახევარს კი - დამსაქმებელი.

გარდა ამისა, თუ სამუშაო დაკავშირებულია საფრთხის შემცველ საქმიანობის განხრციელებასთან (მაგალითად, სამშენებლო ინდუსტრია), სავალდებულოა აგრეთვე დასაქმებულთა დაზღვევა. სამსახურში უბედური შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება იმ სადაზღვევო კომპანიის მიერ, რომელთანაც დამსაქმებელს აქვს დადებული სადაზღვეო ხელშეკრულება.

სამუშაო საათების აღრიცხვა

დამსაქმებელი ვალდებულია აღრიცხოს დასაქმებულთა მიერ ნამუშევარი დრო სამუშაო დროის აღრიცხვის ყოველთვიურ დოკუმენტში. მასში მიეთითება სამუშაო საათების რაოდენობა, დღეები, გამოიკვეთება ზეგანაკვეთური სამუშაო და მუშაობა შაბათ-კვირას და სადღესასწაულო დღეებში, ან ღამით. ცალკე აღინიშნება აგრეთვე ანაზღაურებადი და ანაზღაურების გარეშე შვებულების და ავადმყოფობის გამო დროებითი შრომისუუნარობის შესახებ.

დამსაქმებელი ვალდებულია მომდევნო თვის პირველიდან ათ რიცხვამდე გააცნოს დასაქმებულებს გასული თვის სამუშაო დროის აღრიცხვის ყოველთვიური დოკუმენტი. მაგალითად, 1 სექტემბრიდან 10 სექტემბრამდე თქვენ მიიღებთ აგვისტოს გრაფიკს თუ ეთანხმებით მის შინაარს, ამტკიცებთ მას. მიღებისა და დამტკიცების ფორმა წერილობითია თუ  ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი, როგორც წესი წინასწარ არის შეთანხმებული დასაქმებულისა და დამსაქმებლის მიერ. სამუშაო დროის აღრიცხვის ვალდებულების შეუსრულებლობისთვის დამსაქმებელს ყოველ დარღვევაზე (ყოველ გამოტოვებულ გრაფიკზე) 20-დან 1000 ლარამდე ჯარიმა ემუქრება. ყოველი თვის სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის შენახვის ვადა განისაზღვრება ერთი წლის ვადით.

შრომის უსაფრთხოება

ყველა დასაქმებულს  უფლება აქვს იმუშაოს უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოში. დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის აღნიშნული უფლება უნდა უზრუნველყოს შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებულმა სპეციალისტმა. დამსაქმებელს მკაცრად მოეთხოვება ყავდეს ასეთი სპეცალისტი დასაქმებულთა სიაში ან გააფორმოს მასთან მომსახურების ხელშეკრულება. თუ კომპანიაში დასაქმებულთა რაოდენობა 20-ზე ნაკლები, მაშინ კომპანიის დირექტორს თავად შეუძლია იკისროს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ფუნქციები, თუ მას აქვს შესაბამისი სპეციალისტის სერთიფიკატი.

თუ კომპანიაში დასაქმებულთა რაოდენობა 20-დან 100-მდე მერყეობს, მაშინ კომპანიას შტატში ან ხელშეკრულების საფუძველზე, უნდა ჰყავდეს მინიმუმ ერთი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი. თუ დასაქმებულთა რაოდენობა 100 და მეტია, დამსაქმებელი ვალდებულია შექმნას მინიმუმ ორი ადამიანისგან შემდგარი შრომის უსაფრთხოების სამსახური.

აღნიშნული მოთხოვნის დარღვევისათვის გათვალისწინებულია გაფრთხილება ან ჯარიმა 400-დან 20 000-მდე ლარის ოდენობით.
იურიდიული ფირმა JUST Advisors, რომელიც იურიდიულ მომსახურებას უწევს როგორც ბიზნესს, ასევე ფიზიკურ პირებს, ეხმარება საქართველოში შრომითი ურთიერთობების ყველა თავისებურების გაანალიზებაში. JA ეხმარება დოკუმენტების გაფორმებაში, უზრუნველყოფს საკადრო აღრიცხვის წარმოებას, კონსულტაცებს ატარებს შრომის სამართლის სფეროში და მონაწილეობს შრომითი კონფლიქტების მოგვარებაში, მათ შორის სასამართლო წესით.

მოგეწონათ სტატია? გაგვიზიარე შენი აზრი

გაქვთ შეკითხვა?
მარია გუსეინოვა
კომერციული განყოფილების წამყვანი მენეჯერი
უბრალოდ შეავსეთ ფორმა ქვემოთ მოცემული ღილაკის დახმარებით ან მოგვწერეთ თქვენთვის მოსახერხებელ მესენჯერში: WhatsApp, Telegram