ჩვენ გავასაჩივრეთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უარი. მივიჩნევდით რომ, სააგენტოს გადაწყვეტილება იყო დაუსაბუთებელი და არ ითვალისწინებდა საქმის ყველა გარემოებას. ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ სააგენტომ არ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები, არ გაითვალისწინა პროპორციულობის პრინციპი. სასამართლომ, უსაფრთხოების სამსახურისგან მიღებული საიდუმლო ინფორმაციის შესწავლის შემდეგ, მასში ასევე ვერ აღმოაჩინა ფაქტები, რომლებიც მიუთითებდა, რომ დიმიტრი ა. საფრთხეს წარმოადგენდა საქართველოსთვის.
საქმის მიმდინარეობა:
27 თებერვალი, 2023 წ: დიმიტრი ა.-მ წარადგინა განცხადება ბინადრობის ნებართვის მისაღებად;
31 მაისი, 2023 წ: თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი, ბათილად ცნო სააგენტოს უარი და სააგენტოს დაევალა საქმის ხელახლა განხილვა;
18 ივლისი, 2023 წ: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კვლავ გამოაგზავნა "მიზანშეუწონლობის " დასკვნა;
24 ივლისი, 2023 წ: სერვისების განვითარების სააგენტომ კვლავ უარი თქვა ბინადრობის ნებართვის გაცემაზე;
31 ოქტომბერი, 2023 წ: თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ჩვენი სარჩელი.