ბოლო წლების განმავლობაში საქართველო საერთაშორისო ბიზნესის, ინვესტიციებისა და ტექნოლოგიური კომპანიებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მიმართულებად ჩამოყალიბდა. ქვეყანაში გაჩნდა ახალი შესაძლებლობები, თუმცა მათთან ერთად გაიზარდა სამართლებრივი საკითხების აქტუალურობაც.
უცხოური თუ ადგილობრივი ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კარგი იდეა
და ინვესტიცია, არამედ სწორი სამართლებრივი სტრატეგია. სწორედ აქ ჩნდება პროფესიონალი პარტნიორის საჭიროება, რომელიც კარგად იცნობს როგორც
ბიზნესის მიზნებს, ისე საქართველოს სამართლებრივ გარემოს.
სწორედ ამ საკითხების გასაყარზე ოპერირებს კომპანია JUST Advisors, რომელიც ბიზნესის საჭიროებებს ქართულ კანონმდებლობასთან აკავშირებს და კლიენტებს სთავაზობს კომპლექსურ იურიდიულ და ბუღალტრულ მხარდაჭერას.
როგორ დაიწყო ყველაფერი
დიდი კომპანიები უმეტესად იწყებენ ერთი კონკრეტული პრობლემის გადაჭრიდან განვითარებას. JUST Advisors-ის ისტორიაც სწორედ ასე დაიწყო.
კომპანია 2018 წელს დაარსდა. მისი პირველი პროექტი იყო შემთხვევა, რომელმაც ნათლად აჩვენა, რომ თანამედროვე ბიზნესს აღარ ჰყოფნის მხოლოდ ერთი სპეციალისტის მომსახურება. ერთი საკითხი ხშირად მოიცავს რამდენიმე მიმართულებას: გადასახადებს, კორპორაციულ სტრუქტურას, ფინანსურ და კომერციულ საკითხებს.
სწორედ ამ დროს ჩამოყალიბდა კომპანიის მთავარი მიდგომა: კლიენტი არ უნდა ეძებდეს სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტს არაერთგვაროვანი საკითხების მოსაგვარებლად. მას უნდა ჰყავდეს ერთი ძლიერი გუნდი, რომელსაც შეუძლია დაინახოს სრული სურათი და იყოს პასუხისმგებელი საბოლოო შედეგზე.
დღეს JUST Advisors-ის გუნდში 30-ზე მეტი პროფესიონალია, მათ შორის იურისტები, ადვოკატები და სერტიფიცირებული ბუღალტრები. კომპანია ითვლის 5 000-ზე მეტ დასრულებულ საქმეს სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით.
JUST Advisors-ის რვაწლიანი გამოცდილება მოიცავს საგადასახადო კონსულტაციებს, ბიზნესის ორგანიზებას, M&A გარიგებების სამართლებრივ მხარდაჭერას და კომერციული, კორპორაციული თუ შრომითი დავების წარმართვას. აღნიშნული მიმართულებით წარმატებული საქმიანობა დასტურდება
Swiss Rating Association-ის Leader of the Year 2025 ჯილდოთი
.რატომ სჭირდება ბიზნესს კომპლექსური იურიდიული მხარდაჭერათანამედროვე ბიზნესში ცალკეული გადაწყვეტილება იშვიათად ეხება მხოლოდ ერთ სფეროს. მაგალითად, კომპანიის გახსნა შეიძლება დაკავშირებული იყოს საგადასახადო საკითხებთან, როგორც ქართველი, აგრეთვე უცხოელი თანამშრომლების დასაქმებასთან, სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულებების მომზადებასა და ფინანსურ დაგეგმვასთან.
ხშირ შემთხვევაში პრობლემა სწორედ მაშინ ჩნდება, როდესაც სხვადასხვა სპეციალისტი ცალ-ცალკე მუშაობს და საერთო სურათი არ იკვეთება.
JUST Advisors განსხვავებულ მიდგომას იყენებს. კლიენტი იღებს არა მხოლოდ ერთი იურისტის კონსულტაციას, არამედ მთელი გუნდის მხარდაჭერას, სადაც სხვადასხვა მიმართულების ექსპერტები ერთობლივი ძალებით მუშაობენ.
კომპანიის პარტნიორი
გიორგი ჟუჟუნაშვილი, რომლის პრაქტიკაც საგადასახადო, საიმიგრაციო, საერთაშორისო კერძო სამართალსა და IT სფეროს მოიცავს, აღნიშნავს, რომ თანამედროვე ბიზნესისთვის სწორედ ასეთი კომპლექსური მიდგომა არის მიზანშეწონილი.