ინტერვიუ Just Advisors-ის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელთან

17 აპრილი 2025
შალვა გიორგაძე, პარტნიორი, ქონებრივი ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
  • რა ძირითად პრინციპებს ეყრდნობა Just Advisors?
პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერება. კომპანიის მიზანი არასდროს ყოფილა და არის ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის თავისი მომსახურების თავს მოხვევა - პირველი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, არის პრობლემის იდენტიფიცირება, პრობლემური ურთიერთობის მხარეთა იდენტიფიცირება, რათა საფუძველშივე გამოვრიცხოთ შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის არსებობა, შემდგომ - პრობლემის გადაჭრის ყველა შესაძლებელი გზის განხილვა, დაინტერესებული პირისათვის მაქსიმალურად გასაგები და მისაღები ფორმით მიწოდება და მასთან ერთად პრობლემის მოგვარების საუკეთესო გზის არჩევა. სწორედ აღნიშნული პრინციპებით მუშაობა არის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი გარემოება იმისა, რომ კომპანიის კლიენტები თავიდანვე ნდობით განეწყობიან ზოგადად Just-ის და კონკრეტულად იმ სპეციალისტის, ან სპეციალისტების მიმართ, რომელთანაც შედგა კომუნიკაცია, ისინი ხვდებიან და გრძნობენ, რომ კომპანიის მიზანი არაა მხოლოდ სარგებლის მიღება, კომპანიის მთავარი მიზანია შექმნილი პრობლემის წარმატებით გადაჭრა, შესაბამისად, კომპანიის პრინციპები და კლიენტის ნდობა კომპლექსურად ხდება წინაპირობა წარმატებული თანამშრომლობისათვის.

  • რა იყო თქვენი კომპნიის გამორჩეული მიღწევა 2024 წელს?
უზომოდ გაზრდილი ნდობა და პოპულარობა, პირველ რიგში, უცხოელ კლიენტებსა და ინვესტორებს შორის, რაც აშკარად იგრძნობოდა (და დღესაც იგრძნობა) თითოეული ახალი მომართვის ფარგლებში. ძალიან ბევრი წარმატებით დასრულებული საქმე და შესაბამისად, ძალიან ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი. თუმცა, ცხადია, კომპანია არ კმაყოფილდება მიღწეულით და იმედი გვაქვს, რომ 2025 წელი კიდევ უფრო წარმატებული და გამორჩეული იქნება ბევრი მიმართულებით.
  • რა განასხვავებს Just Advisors-ს კონკურენტებისგან?
ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ მომხმარებელთან, კომპანიის სპეციალისტების უნიკალური უნარი, მოერგონ მომხმარებელს, მის საჭიროებებს, გაითავისონ ის პრობლემები, რითაც კლიენტი მომართავს კომპანიას, ისევ და ისევ, კეთილსინდისიერი და პროფესიონალური დამოკიდებულებით მაქსიმალური ძალისხმევა მიმართონ პრობლემის მოგვარებისკენ. შესაძლებელია პრობლემა სრულად ან ნაწილობრივ მოგვარება ვერ მოხერხდეს - ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია, ვიყოთ ყოვლოსშემძლეები, თუმცა ჩვენ დარწმუნებით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ მომხმარებელს არ შევუქმნით მცდარ წარმოდგენებს, არ დავტვირთავთ უსაფუძვლო დაპირებებით და მათ ყოველთვის წინასწარ ეცოდინებათ ის შესაძლო რისკები და მოსალოდნელი შედეგები, რომელიც შეიძლება მოყვეს პრობლემის მოგვარების ამა თუ იმ გზის არჩევას.
  • როგორ ხედავთ კომპანიის განვითარების პერსპექტივას 2025 წელს?
არსებული მოცემულობა, კომპანიის მიღწევები და შორსმიმავალი გეგმები გვაძლევს მყარ საფუძველს იმისა, რომ კომპანია აუცილებლად განვითარდება, გაფართოვდება, მოიზიდავს ახალ მომხმარებელს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთიდან, მოიზიდავს ინვესტორებს, რომლებისთვისაც საინტერესო იქნება საქართველოში თავისი ფინანსების ინვესტირება და ამ მხრივ, ხელს შევუწყობთ როგორც ლოკალურად, ჩვენი კომპანიის განვითარებას, ასევე უფრო მასშტაბურად - ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და წინსვლაშიც შევიტანთ ჩვენს კიდევ უფრო დიდი წვლილს.

  • ზრუნავს თუ არა Just Advisors თავისი გუნდის პროფესიულ ზრდაზე?
როგორც ზემოთ აღვნიშნე, Just Advisors-ის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია პროფესიონალიზმი, რისი ერთ-ერთი განმაპირობებელი სწორედ მუდმივი განვითარებაა. კომპანიის თანამშრომლებმა გასული წლების მანძილზე გაიარეს არაერთი ტრენინგი, სასწავლო კურსი, მონაწილეობა მიიღეს კონფერენციებში, ვორქშოპებში და ამ ყველაფერში მათ მაქსიმალური ხელშეწყობა ჰქონდათ კომპანიისგან, როგორც დროის, ასევე ფინანსური რესურსის კუთხით. თანამშრომელთა განვითარება - ყოველთვის იყო და არის კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და დარწმუნებული ვარ, ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება.
  • რა როლი ითამაშა ჯილდომ - “წლის ლიდერი" კომპანიის განვითარებაში?
ნებისმიერი ჯილდო ეს არის, ერთის მხრივ, უკვე გაწეული შრომის აღიარება, ხოლო მეორეს მხრივ - სტიმული მომავალი განვითარებისათვის. ყველასთვის ცნობილი ჭეშმარიტებაა, რომ რთულია, მიაღწიო წარმატებას, მაგრამ კიდევ უფრო რთულია - ის შეინარჩუნო. Just Advisors-ს აქვს პრეტენზია, რომ არათუ შეინარჩუნოს ეს ჯილდო წლიდან წლამდე, არამედ განუხრელი განვითარებისა და წინსვლის შედეგად ახალი და ახალი ჯილდო და აღიარება მოიპოვოს და თავისი ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს არამარტო ქვეყნის, არამედ რეგიონის წარმატებულ კომპანიათა რიგებში.
  • როგორ მუშაობს კლიენტებთან Just Advisors მსოფლიოს მასშტაბით ?
Just Advisors-ის სპეციალისტებს შეუძლიათ მომსახურების გაწევა დაინტერესებული პირებისათვის და კომუნიკაცია ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე, რაც გვაძლევს საშუალებას, თავისუფლად შევთავაზოთ ჩვენი მომსახურება ნებისმიერ იმ დაინტერესებულ პირს, რომელიც ფლობს აღნიშნული ენებიდან ერთ-ერთს მაინც.
  • რომელი სფეროებია ამჟამად ყველაზე მოთხოვნადი თქვენი კომპანიის საქმიანობაში?
დღევანდელი მოცემულობით მომხმარებელი ძალიან დაინტერესებული არის სასაქონლო ნიშნის (ბრენდის) რეგისტრაციით, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის გარიგებებით (ნასყიდობა, იჯარა, ჩუქება, თხოვება და ა.შ.), ტრადიციულად დიდი მოთხოვნაა ბინადრობის უფლების მოპოვებასთან დაკავშირებით და ბოლო პერიოდში საკმაოდ იმატა არაკეთილსინდისიერ დეველოპერთა მიერ დაზარალებული პირების მომართვიანობამ, რომელთა სურვილია სამართლიანობის აღდგენა.
  • რა ხდის Just Advisors-ს საიმედო პარტნიორად?
ისევ და ისევ კეთილსინდისიერება, საიმედოობა, პროფესიონალიზმი, სპეციალისტთა მზადყოფნა, 24/7 რეჟიმში იყვნენ ხელმისაწვდომი მომხმარებლისათვის, მათი დაუღალავი შრომა, რათა მაქსიმალურად ოპერატიულად და ხარისხიანად მოხდეს მომხმარებლისათვის მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტა.

მოგეწონათ სტატია? გაგვიზიარე შენი აზრი

გაქვთ შეკითხვა?
მარია გუსეინოვა
კომერციული განყოფილების წამყვანი მენეჯერი
უბრალოდ შეავსეთ ფორმა ქვემოთ მოცემული ღილაკის დახმარებით ან მოგვწერეთ თქვენთვის მოსახერხებელ მესენჯერში: WhatsApp, Telegram