სამართლებრივი გზამკვლევი: დავები, ბაჟები და აღსრულება
რა სამართლებრივი საფუძველი შეიძლება ჰქონდეს მხარისათვის თანხის დაკისრებას?
ფიზიკურ/იურიდიულ პირს თანხა შეიძლება დაეკისროს, როგორც სხვადასხვა სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე( ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა), ასევე დელიქტით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად(ავტოსაგზაო შემთხვევა, მომსახურეობის გაწევის/გაუწევლობის შედეგად მიყენებული ზიანი და სხვა...).
როგორ ხდება სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა?
სახელმწიფო ბაჟი ქონებრივ დავებზე,პირველი ინსტანციის სასამართლოში შეადგენს დავის საგნის 3% (ფიზიკური პირისთვის არაუმეტეს 3000 ლარისა/იურიდიული პირისთვის არაუმეტეს 5000 ლარისა). მეორე ინსტანციაში დავის საგნის 4%( ფიზიკური პირისთვის არაუმეტეს 5000 ლარის/იურიდიული პირისთვის არაუმეტეს 7000 ლარის) მესამე ინსტანციაში დავის საგნის 5%( ფიზიკური პირისთვის არაუმეტეს 6000 ლარის/იურიდიული პირისთვის არაუმეტეს 8000 ლარის)
როგორ ხდება სასამართლოსთვის მიმართვა?
სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვა შეიძლება მოხდეს,როგორც ხელშეკრულების შესრულების ადგილის, მოპასუხის ადგილსამყოფელის ,ასევე მხარეების მიერ შეთანხმებული განსჯადი სასამართლოს მიხედვით.
როდის შეიძლება სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება?
სარჩელიზე უზრუნველყოფის გამოყენება შესაძლებელია, როგორც სარჩელის აღძვრამდე, ასევე სარჩელის აღძვრის შემდეგაც.
რა სახის ღონისძიება შეიძლება გამოვიყენოთ სარჩელის უზრუნველსაყოფად?
სარჩელის უზრუნველყოფა,განჩინების საფუძველზე შეიძლება მოხდეს,მოპასუხის როგორც მატერიალურ,ასევე,არამატერიალური სიკეთის დაყადაღება/აკრძალვით( უძრავი ქონება, მოთხოვნის უფლება, ავტომობილი, საბანკო ანგარიშები და ა.შ.).
რა სახის სახელმწიფო ბაჟის გადახდაა საჭირო სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიების მოსათხოვად?
უზრუნველყოფის ღონისძიების მოსათხოვად,სახელწიფო ბაჟის სახით ხდება 50 ლარის გადახდა(როგორც ფიზიკური,ასევე იურიდიული პირისთვის).
როდის ხდება აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის მიმართვა?
აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის მიმართვა/იძულებითი აღსრულების დაწყება ხდება მას შემდეგ რაც სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შევა კანონიერ ძალაში და გაიცემა სააღსრულებო ფურცელი.
რა თანხის გადახდაა საჭირო,იძულებითი აღსრულების დასაწყებად?