ყველაფერი საქორწინო ხელშეკრულების შესახებ

17 მარტი 2025
მარიამ ჯალაღონია, იურისტი
  • რა არის საქორწინო ხელშეკრულება?
საქორწინო ხელშეკრულება არის მეუღლეებს შორის დადებული სამართლებრივი შეთანხმება, რომელიც განსაზღვრავს მათ ქონებრივ უფლებებსა და მოვალეობებს როგორც ქორწინების პერიოდში, ისე განქორწინებისას.
  • როდის  შეიძლება  დაიდოს საქორწინო  ხელშეკრულება?
საქორწინო ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც ქორწინების რეგისტრაციამდე, ისე რეგისტრაციის შემდეგ ნებისმიერ დროს.
  • როგორ ფორმდება საქორწინო ხელშეკრულება?
ხელშეკრულება ფორმდება წერილობით და მისი დამოწმება აუცილებლად უნდა მოხდეს სანოტარო წესით.
  • რა შეიძლება იყოს საქორწინო ხელშეკრულების შინაარსი?
საქორწინო ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც უკვე არსებულ, ისე მომავალში შეძენილ ქონებაზე.

მეუღლეებს შეუძლიათ:
გააერთიანონ მთელი თავიანთი ქონება, რომელშიც ჩაირიცხება ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონებაც, ანდა მთლიანად ან ნაწილობრივ თქვან უარი ამგვარ გაერთიანებაზე და დაადგინონ თითოეულის წილობრივი ან განცალკევებული საკუთრება ქონებაზე.
  • საჭიროა თუ არა საქორწინო ხელშეკრულების დადება იმ ქონებაზე, რომელიც თითოეულ მეუღლეს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე ან მიღებულია ქორწინების განმავლობაში მემკვიდრეობით ან ჩუქებით?
მხოლოდ აღნიშნულ ქონებაზე არ შეიძლება დაიდოს საქორწინო ხელშეკრულება და არც არის საჭირო, რადგან ეს ქონება საქორწინო ხელშეკრულების დადების გარეშეც წარმოადგენს ყოველი მეუღლის ინდივიდუალურ საკუთრებას.
  • შესაძლებელია თუ არა საქორწინო ხელშეკრულების პირობების შეცვლა ან შეწყვეტა?
ხელშეკრულება შეიძლება შეიცვალოს ანშეწყდეს მხოლოდ მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით. ცალმხრივი უარი დაუშვებელია.
  • რა ხდება, თუ ერთ-ერთ მეუღლეს ხელშეკრულების პირობები უკიდურესად არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს?
თუ მეუღლე თვლის, რომ ხელშეკრულების პირობები უკიდურესად არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს მას, შეუძლია მიმართოს სასამართლოს ხელშეკრულების პირობების შეცვლის მოთხოვნით.
  • არსებობს თუ არა შეზღუდვები, რომლებიც საქორწინო ხელშეკრულებით ვერ შეიცვლება?
ხელშეკრულებით არ შეიძლება შეიცვალოს:
მეუღლეთა ურთიერთრჩენის მოვალეობა;
მშობლების უფლება-მოვალეობები შვილების მიმართ;
საალიმენტო ვალდებულებები;
დავის შემთხვევაში სასამართლოში მიმართვის უფლება.
  • დასკვნა
საქორწინო ხელშეკრულება მნიშვნელოვანი სამართლებრივი მექანიზმია, რომელიც მეუღლეებს საშუალებას აძლევს დაარეგულირონ თავიანთი ქონებრივი ურთიერთობები. მისი გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქონებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

მოგეწონათ სტატია? გაგვიზიარე შენი აზრი

გაქვთ შეკითხვა?
მარია გუსეინოვა
კომერციული განყოფილების წამყვანი მენეჯერი
უბრალოდ შეავსეთ ფორმა ქვემოთ მოცემული ღილაკის დახმარებით ან მოგვწერეთ თქვენთვის მოსახერხებელ მესენჯერში: WhatsApp, Telegram