ინტერვიუ Just Advisors-ის მთავარ ბუღალტერთან და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების უფროსთან მაკა ყარსიმაშვილთან

24 მარტი 2025
მაკა ყარსიმაშვილი, მთავარი ბუღალტერი/განყოფილების ხელმძღვანელი
  • გთხოვთ, მოგვიყვეთ თქვენს პროფესიულ გამოცდილებაზე და როგორ აღმოჩნდით JUST Advisors-ის გუნდში?
ჩემი კარიერა ფინანსების, ბუღალტერიისა და საგადასახადო კონსულტაციის სფეროში 15+ წლის გამოცდილებას მოიცავს. ეს გზა იწყებოდა ბუღალტრული აღრიცხვით და ფინანსური ანალიზით, შემდეგ კი განვითარდა.

JUST Advisors გამოირჩევა პროფესიონალური სტანდარტებით, ინოვაციური მიდგომებით და მრავალფეროვანი კლიენტურით. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მუშაობა ისეთ კომპანიაში, რომელიც არა მხოლოდ ბუღალტრულ მომსახურებას უწევს ბიზნესებს, არამედ ფინანსური პარტნიორის როლს ასრულებს. აქ საშუალება მომეცა, ჩემი გამოცდილება სხვადასხვა ინდუსტრიის კომპანიებისთვის ფინანსური სტრატეგიების შესაქმნელად გამომეყენებინა.
  • რა არის მთავარი გამოწვევები, რომელთა წინაშე დგას უცხოური და ქართული კომპანიები საქართველოს საგადასახადო სისტემაში?
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ბიზნესისთვის საკმაოდ მიმზიდველ საგადასახადო გარემოს სთავაზობს უცხოურ კომპანიებს, კომპანიებს მაინც უწევთ სხვადასხვა ადმინისტრაციული და საგადასახადო ბარიერის გადალახვა. მრავალფეროვანი და ხშირად ცვალებადი საგადასახადო ნორმები – კომპანიებს სჭირდებათ მუდმივი მონიტორინგი და ადაპტაცია ახალი წესებისა და რეგულაციების მიმართ.
  • როგორ უზრუნველყოფს თქვენი გუნდი კლიენტების საგადასახადო და ბუღალტრული საკითხების უსაფრთხოებას?
ჩვენი გუნდი კლიენტების საგადასახადო და ბუღალტრული აღრიცხვის უსაფრთხოებას მრავალმხრივი მიდგომით უზრუნველყოფს, რომელიც მოიცავს მონაცემთა დაცვას, საგადასახადო რისკების მართვას, შესაბამისობის კონტროლს და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას.

ჩვენი ექსპერტები მუდმივად აკვირდებიან კანონმდებლობის ცვლილებებს და დროულად აწყობენ კლიენტების ბუღალტრულ პოლიტიკას ახალ რეგულაციებთან შესაბამისობაში.
  • რა ტიპის კომპანიებთან და ინდუსტრიებთან მუშაობთ ყველაზე ხშირად?
ჩვენი ბუღალტრული და საგადასახადო მომსახურება მოიცავს მცირე, საშუალო და მსხვილ კომპანიებს როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ბაზარზე. სამშენებლო და უძრავი ქონების სექტორი,ტექნოლოგიური კომპანიები და სტარტაპები, სავაჭრო და საცალო ბიზნესი (Retail & E-commerce), ფინანსური სერვისები (Fintech, საინვესტიციო კომპანიები, კრიპტო-მიმართულებები),ლოჯისტიკა და ტრანსპორტი,სერვისული ბიზნესი და შემოქმედებითი ინდუსტრიები (მარკეტინგული სააგენტოები, საკონსულტაციო კომპანიები, ტურისტული ბიზნესი, მედია და რეკლამა).
  • რა უპირატესობას აძლევს JUST Advisors-ის ბუღალტრული მომსახურება კლიენტებს?
ჩვენი გუნდი შედგება გამოცდილი ბუღალტრების, საგადასახადო ექსპერტებისა და იურისტებისგან, რომლებიც მუდმივად გადიან კვალიფიკაციის ამაღლების ტრენინგებს. კლიენტებს ვთავაზობთ მუდმივ მხარდაჭერას საგადასახადო და ბუღალტრულ საკითხებში. ვპასუხობთ საგანგებო შემთხვევებში და ვეხმარებით გადაუდებელი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში.
  • რას გვეტყვით გუნდის კვალიფიკაციაზე? როგორ უზრუნველყობთ პროფესიულ განვითარებას?
როგორც უკვე ავღნიშნე, ჩვენი გუნდი შედგება გამოცდილი ბუღალტრების, აუდიტორების, საგადასახადო ექსპერტებისა და ფინანსური მენეჯერებისგან. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია პროფესიული ზრდა და უწყვეტი სწავლება, რათა კლიენტებს შევთავაზოთ ინოვაციური, ზუსტი და შესაბამისი სერვისები. ამისათვის ჩვენი გუნდი რეგულარულად გადის სერტიფიცირებას და განახლებულ გამოცდებს, რათა შეინარჩუნოს და გააფართოვოს ცოდნა.
  • როგორ იცვლება საქართველოს საგადასახადო გარემო და როგორ ეხმარებით კლიენტებს ამ ცვლილებების ადაპტაციაში?
საქართველოს საგადასახადო გარემო მუდმივად იცვლება, რადგან მთავრობა ახორციელებს რეფორმებს, რომლებიც მიზნად ისახავს ბიზნესის სტიმულირებას, ადმინისტრირების გაუმჯობესებას და საგადასახადო შემოსავლების ზრდას.

როგორ ვეხმარებით კლიენტებს ამ ცვლილებების ადაპტაციაში:

ვგეგმავთ საგადასახადო კონსულტაციებს, რათა კლიენტებისთვის მორგებული საგადასახადო სტრატეგიის შევიმუშავოთ. ვაფასებთ ცვლილების გავლენას გადასახადებზე. ხდება ბიზნესის საქმიანობის გადახედვა და ოპტიმიზაცია ახალი რეგულაციების შესაბამისად. საგადასახადო რისკების იდენტიფიკაცია და მათი შემცირების სტრატეგიების შემუშავება. ბიზნესების დახმარება RS.ge და სხვა ელექტრონულ სისტემებში სწორი მუშაობისთვის.
  • რა როლს თამაშობს ტექნოლოგიები და ინოვაციები ბუღალტრულ მომსახურებაში?
ტექნოლოგიები და ინოვაციები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ბუღალტრულ მომსახურებაში, ამარტივებენ პროცესებს, ამცირებენ შეცდომების ალბათობას და ზრდიან ბიზნესის ეფექტურობას. თანამედროვე ბუღალტრული მომსახურება უფრო მეტად ემყარება ციფრულ გადაწყვეტებს, რაც აჩქარებს მონაცემთა დამუშავებას და აუმჯობესებს ფინანსური მენეჯმენტის ხარისხს. ბუღალტრული პროგრამები, როგორიცაა ORIS 5, ORIS7, SAP, 1C და სხვა ავტომატურად ამუშავებენ ტრანზაქციებს, ამცირებენ დროისა და შრომის დანახარჯს. პროგრამები საშუალებას იძლევა ავტომატურად დაითვალოს ხელფასები, საპენსიო შენატანები და სხვა სავალდებულო გადასახადები.
  • როგორ უმკლავდებით კომპლექსურ ფინანსურ შემთხვევებს და როგორია თქვენი მიდგომა რისკების მართვაში?
კომპლექსური ფინანსური შემთხვევები ხშირად მოიცავს საგადასახადო აუდიტს, ფინანსურ კრიზისს, საერთაშორისო ტრანზაქციებს, იურიდიულ დავებსა და ფისკალურ რისკებს. ჩვენი მიდგომა ეფუძნება ანალიტიკას, მონაცემთა სიღრმისეულ შეფასებას, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და პროფესიონალურ გამოცდილებას, რათა უზრუნველვყოთ კლიენტებისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებები.

ვატარებთ სიღრმისეულ ფინანსურ ანალიზს, რათა გამოვავლინოთ პრობლემის ძირეული მიზეზები. ვატარებთ შიდა აუდიტს, რომელიც ხელს უწყობს ფინანსური მონაცემების სიზუსტის გადამოწმებას და შესაძლო დარღვევების გამოვლენას.
ვეხმარებით კლიენტებს საგადასახადო ორგანოებთან დავების მართვაში, ვამზადებთ აპელაციებსა და მტკიცებულებებს.

საჭიროების შემთხვევაში, წარმოვადგენთ კლიენტს ფინანსურ და საგადასახადო სასამართლო პროცესებში.

ჩვენი გუნდი სტრატეგიულად, ანალიტიკურად და ტექნოლოგიურად მართავს კომპლექსურ ფინანსურ შემთხვევებსა და რისკებს. ჩვენ გთავაზობთ პრევენციულ მიდგომას, ფინანსურ სტრატეგიებს, ინოვაციურ ტექნოლოგიებს და გამოცდილ პროფესიონალთა გუნდს, რათა თქვენი ბიზნესი დაცული და მდგრადი იყოს
  • რა არის თქვენი ხედვა JUST Advisors-ის ბუღალტრული დეპარტამენტის განვითარებაზე უახლოეს წლებში?
ჩვენი მიზანია JUST Advisors-ის ბუღალტრული დეპარტამენტი ჩამოყალიბდეს ინოვაციურ, ტექნოლოგიურად განვითარებულ და საერთაშორისო სტანდარტებთან სრულად შესაბამის სერვის-ცენტრად, რომელიც ბიზნესებს მიაწვდის მაღალი დონის ბუღალტრულ, საგადასახადო და ფინანსურ მენეჯმენტის მომსახურებას. გავაძლიერებთ კლიენტებთან მჭიდრო თანამშრომლობას, რაც გულისხმობს მათ საჭიროებებზე მორგებულ ფინანსურ სტრატეგიებსა და ოპტიმალურ საგადასახადო გადაწყვეტილებებს. შევქმნით კლიენტებისთვის დისტანციური კონსულტაციის ციფრულ პლატფორმას, რომელიც მათ საშუალებას მისცემს სწრაფად მიიღონ ბუღალტრული და საგადასახადო დახმარება.

მოგეწონათ სტატია? გაგვიზიარე შენი აზრი

გაქვთ შეკითხვა?
მარია გუსეინოვა
კომერციული განყოფილების წამყვანი მენეჯერი
უბრალოდ შეავსეთ ფორმა ქვემოთ მოცემული ღილაკის დახმარებით ან მოგვწერეთ თქვენთვის მოსახერხებელ მესენჯერში: WhatsApp, Telegram