უარი საქართველოში შესვლაზე: ბინადრობის არმქონე უცხოელის სამართლებრივი დაცვა


15 ივლისი 2025
ხანგრძლივი დასვენების დღეებში საზღვარგარეთ ვიზიტი, შესანიშნავი გადაწყვეტილებაა.

ჩვენი კლიენტების გარკვეული ნაწილიც ასე იქცევა, თუმცა უფრო და უფრო ხშირად გვესმის კითხვა:

"რა უნდა გავაკეთო, რომ საქართველოში დაბრუნებისას საზღვარზე პრობლემები არ შემექმნას, თუ ბინადრობის ნებართვა არ მაქვს?"

მოდით, ერთად გავერკვეთ ამ საკითხში:
1. ვის და როგორ შეუძლია საქართველოში შემოსვლა ვიზისა და ბინადრობის ნებართვის გარეშე
საქართველო კავკასიის რეგიონში უცხოელთათვის ერთ-ერთი ყველაზე ღია ქვეყანაა. თუ ხართ ყოფილ სსრკ-ში შემავალი ქვეყნის, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ისა თუ სხვა რიგი ქვეყნის მოქალაქე — საქართველოში შეგიძლიათ დარჩეთ ვიზის გარეშე 1 წლის განმავლობაში.

სტატიის გამოქვეყნების მომენტისთვის:
● სპეციალური დოკუმენტაცია საჭირო არ არის;

დაზღვევა სავალდებულო არ არის, თუმცა ჩვენ გირჩევთ, იქონიოთ იგი;

● საქართველოში შესვლა შესაძლებელია მხოლოდ პასპორტით.
2. რატომ შეიძლება მიიღოთ უარი შემოსვლაზე: რეალური მიზეზები
ეს იშვიათად ხდება, მაგრამ მსგავსი შემთხვევები ფიქსირდება.

შემოსვლაზე უარის თქმის გადაწყვეტილებას იღებს სასაზღვრო პოლიცია, რომლის გადაწყვეტილებაც, როგორც წესი, ეფუძნება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნას. მიზეზები, როგორც წესი, არ ჟღერდება და გადაწყვეტილება ინდივიდუალურად მიიღება.

მნიშვნელოვანია:
ბინადრობის ნებართვაზე უარის თქმა არ გულისხმობს ავტომატურად შემოსვლაზე უარის თქმას.

ჩვენს პრაქტიკაში არაერთი შემთხვევა იყო, როცა უცხოელ პირს უარი ეთქვა ბინადრობის ნებართვაზე (ზოგჯერ მრავალჯერ), თუმცა კვლავ უპრობლემოდ შემოვიდა ქვეყანაში — და საზღვარზე ზედმეტი კითხვების გარეშეც კი.
3. რა ტიპის დოკუმენტების ქონაა რეკომენდირებული რისკების შესამცირებლად
საზღვარზე თქვენგან არ მოითხოვენ საბუთებით სავსე ჩანთას.

მაგრამ თუ უცხოელი ხართ და არ გაქვთ ბინადრობის ნებართვა — გირჩევთ თან იქონიოთ დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ თქვენს კავშირს საქართველოსთან.
თუ გაქვთ ბიზნესი, სამსახური, გყავთ, ბავშვები ან გაქვთ უძრავი ქონება საქართველოში:

1. მუშაობთ საქართველოში?
● შრომითი ხელშეკრულება
● დამსაქმებლის საკონტაქტო ინფორმაცია
● დასაქმების დამადასტურებელი წერილი
●ინფორმაცია დასაქმებულთა რეესტრში რეგისტრაციის შესახებ შრომის სამინისტროს პორტალზე (დამსაქმებელს ევალება ხელშეკრულების დადებიდან 30 დღეში რეგისტრაცია)

2. თუ ხართ ინდივიდუალური მეწარმე
● საჯარო რეესტრიდან ამონაწერი ინდ.მეწარმედ რეგისტრაციის შესახებ

● ხელშეკრულებები ქართულ კომპანიებთან (მიმდინარე საქმიანობის დასადასტურებლად) და მათი წარმომადგენლების საკონტაქტო ინფორმაცია

● საგადასახადო დეკლარაციები ან წვდომა საგადასახადო კაბინეტთან (login/password) (მიმდინარე საქმიანობის დასადასტურებლად)

3. თუ თქვენი შვილი სწავლობს ქართულ სკოლაში
● ხელშეკრულება სკოლასთან (თუნდაც არაუფლებამოსილ დაწესებულებასთან)

● ადმინისტრაციის ცნობა ჩარიცხვის შესახებ და ადმინისტრაციის წარმომადგენლის საკონტაქტო ინფორმაცია

4. თუ ხართ უძრავი ქონების მესაკუთრე საქართველოში
● საჯარო რეესტრიდან ამონაწერი საკუთრებაზე

● კომუნალურების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები

5. სხვა შესაძლო დოკუმენტები:
● ჯანმრთელობის დაზღვევა

● საბანკო ანგარიშები

● აქტიური ცხოვრება: ღონისძიებებში მონაწილეობა, ქირავნობის ხელშეკრულება და სხვა

სასურველია, რომ დოკუმენტები იყოს ქართულ ენაზე (ორიგინალი ან თარგმანი).
ასევე, კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც ადასტურებენ თქვენს კავშირს საქართველოსთან, უნდა ფლობდნენ ქატთულ ენას.
4. JUST Advisors
საზღვარზე ახსნა-განმარტებები ყოველთვის სტრესულ და არასასიამოვნო ემოციებთანაა დაკავშირებული, — ეს ბუნებრივია.

მაგრამ მნიშვნელოვანია, გვესმოდეს: ქვეყანაში შესვლა სამართლებრივი პროცედურაა, და უმეტეს შემთხვევებში, საკმარისია სუფთა წარსულისა და დასაბრუნებლად ვალიდური მიზეზების ქონა.

JUST Advisors-ის რჩევები:
● შეინარჩუნეთ სიმშვიდე და თავდაჯერებულობა

● დოკუმენტები არათუ ფორმალობა, არამედ შესაძლო კითხვებზე პასუხია.

● იცოდეთ ვის მიმართოთ - დამსაქმებლის, იურისტის ან მეგობრების კონტაქტები შესაძლოა გამოგადგეთ, საჭიროების შემთხვევაში.

ჩვენ გვაქვს უცხოელებთან მუშაობის გამოცდილება 2018 წლიდან.

JUST Advisors არა მხოლოდ დაგეხმარებათ ბიზნესის რეგისტრაციაში, ბინადრობის მიღებაში და საგადასახადო საკითხებში, არამედ იმ შემთხვევაშიც, როცა შეგეშინდებათ, რომ საზღვარზე შეიძლება რაიმე ტიპის პრობლემა შეიძლება შეგექმნათ.

ჩვენს მიმართ ყველაზე ხშირად დასმული კითხვა:
"დამაბრუნებენ თუ არა უკან?"
ჩვენი პასუხი: დიდი ალბათობით-კი.

მოემზადეთ მოგზაურობისთვის მეტი თავდაჯერებულობით.
5. რა უნდა მოიმოქმედოთ, თუ შემოსვლაზე უარი გითხრეს?
შეეცადეთ, შეინარჩუნოთ ემოციური სტაბილურობა და იფიქროთ შემდგომ ნაბიჯებზე:

  1. გამოითხოვეთ შესვლაზე უარის თქმის შესახებ წერილობითი გადაწყვეტილება. ეს დოკუმენტი აუცილებელია სამომავლოდ გასაჩივრებისთვის.
  2. სცადეთ საქართველოში თავიდან შემოსვლა — ან იგივე სასაზღვრო-პუნქტიდან, ან სხვიდან. არის შემთხვევები, როცა უარი "ტექნიკური ხასიათის" იყო - სახელის ვერ დამთხვევა, შეცდომა ბაზაში და ა.შ. ასეთ დროს ხელახალი ცდა შესაძლოა, წარმატებით დასრულდეს.
  3. შესვლაზე უარის გასაჩივრება შესაძლებელია:
● 10 დღის ვადაში — საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. ეს შეიძლება შესრულდეს ელექტრონულად, სამინისტროსთვის ოფიციალური იმეილის გაგზავნით ან საქართველოში წარმომადგენლის მეშვეობით ფიზიკურად საჩივრის შეტანით.

შსს-ში გასაჩივრება სავალდებულო ადმინისტრაციული წინასასამართლო ეტაპია.

შსს-სგან უარის მიღების შემდეგ — სარჩელის შეიტანეთ სასამართლოში.
1 თვის ვადაში.. სახელმწიფო მოსაკრებელი -100 ლარი.
პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გასაჩივრდება სააპელაციო წესით (150 ლარი) ხოლო შემდგომ სააპელაციო - საკასაციო წესით (200 ლარი).

მოგეწონათ სტატია? გაგვიზიარე შენი აზრი

გაქვთ შეკითხვა?
მარია გუსეინოვა
კომერციული განყოფილების წამყვანი მენეჯერი
უბრალოდ შეავსეთ ფორმა ქვემოთ მოცემული ღილაკის დახმარებით ან მოგვწერეთ თქვენთვის მოსახერხებელ მესენჯერში: WhatsApp, Telegram