ვინ ისვენებს ამ დღეებში და როგორ? როგორ გავაფორმოთ ურთიერთობა თანამშრომელთან 3,6,8-10 იანვრის ჩათვლით შაბათ-კვირას და როგორ ანაზღაურდება სამუშაო დასვენების დღეებში?
25 დეკემბერი 2024
საქართველოში დასვენების დღეების დადგენა ხდება შრომითი კოდექსით ან მთავრობის დადგენილებით.
● შრომის კოდექსის შესაბამისად, დასვენების დღეებია 1–2, 7 და 19 იანვარი. ● მთავრობის დადგენილების შესაბამისად, 2025 წლის 3,6,8–10 იანვარი გამოცხადებულია დასვენების დღეებად.
საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილ დასვენების დღეებში (1–2, 7 და 19 იანვარი) სამუშაო ითვლება ზეგანაკვეთურად და ანაზღაურდება გაზრდილი განაკვეთით. ეს თანხა კანონით არ არის განსაზღვრული, მაგრამ სასამართლო პრაქტიკა ხელმძღვანელობს გაზრდილი - 1,25 კოეფიციენტით (თუ უფრო მეტი არ არის განსაზღვრული შრომითი ხელშეკრულებით).
მთავრობის დადგენილებით (3,6,8-10 იანვარი) დადგენილ დასვენების დღეებში მუშაობა არ მიიჩნევა ზეგანაკვეთურად და ანაზღაურდება სტანდარტული განაკვეთით.
თუ გადაწყვეტთ დასაქმებულს მიანიჭოთ დასვენების უფლება 2025 წლის 3,6,8-10 იანვრი პერიოდში, შეგიძლიათ ეს გაკეთოთ შემდეგნაირად:
როგორ მოვიქცეთ?;როგორო უნდა გააფორმოთ?;როგორო გადაიხადოთ?
ანაზღაურების გარეშე შვებულებით უზრუნველყოფა (15 დღიანი ანაზღაურების გარეშე შვებულების ფარგლებში);1) დასაქმებულის განცხადება შვებულების შესახებ <p>2) ბრძანება შვებულების მიცემის შესახებ </p><p>3) ანაზღაურებადი შვებულების მითითება 2025 წლის იანვრის სამუშაო აღრიცხვის გრაფიკში;არ ანაზღაურდება
მიეცეს დასაქმებულს კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულება (24 დღიანი ანაზღაურებადი შვებულების ფარგლებში);1) დასაქმებულის განცხადება შვებულების შესახებ <p>2) ბრძანება შვებულების მიცემის შესახებ</p><p> 3) ანაზღაურებადი შვებულების მითითება 2025 წლის იანვრის სამუშაო აღრიცხვის გრაფიკში;შვებულების ანაზღაურება ხდება სტანდარტულად შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად
მიეცით დასვენების უფლება შემდგომი გამომუშავების ვალდებულებით;1) დამსაქმებლის ბრძანება + დასაქმებულის მიერ ბრძანების გაცნობა ან შრომითი ხელშეკრულების დამატებითი შეთანხმებაу <p>2) დასვენების/სამუშაო დღეების სწორი ასახვა 2025 წლის იანვრის სამუშაო აღრიცხვის გრაფიკში;სამუშაო დღეები ანაზღაურდება სტანდარტულად შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად
მიეცით დამატებითი ანაზღაურებადი (ან ნაწილობრივ ანაზღაურებადი) შვებულება უქმე დღეებში;1) დამსაქმებლის ბრძანება, დამატებითი ანაზღაურებადი (ნაწილობრივ ანაზღაურებადი) შვებულებით უზრუნველყოფის შესახებ + დასაქმებულის მიერ ბრძანების გაცნობა ან შრომითი ხელშეკრულების დამატებითი შეთანხმება <p>2)ანაზღაურებადი შვებულების მითითება 2025 წლის იანვრის სამუშაო აღრიცხვის გრაფიკში;შვებულების ანაზღაურება ხდება ბრძანების ან შრომითი ხელშეკრულების დამატებითი შეთანხმების შესაბამისად