საგამონაკლისო წესით მოქალაქეობა მიიღო 1976 განმცხადებელმა. მოქალაქეობა აღიდგინა 2075 განმცხადებელმა (მათ შრის 22 განმცხადებელმა აღიდგინო მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით, დანარჩენებმა აღდგენის დროებითი უფლების საფუძველზე). ყველაზე ნაკლები განცხადება, შესაბამისად - დადებითი და უარყოფითი გადაწყვეტილება, მიღებული იყო საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭებასთან დაკავშირებით - სულ 8 განცხადება, საიდანაც სამი -დაკმაყოფილდა.
გამარტივებული წესით (საქართველოს მოქალაქესთან ქორწინება): დადებითი გადაწყვეტილება - 8, უარი - 8, ხოლო 13 განცხადება დარჩა განუხილველი.
წინა წლების მონაცემებს აქვეყნებდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI). მათ ანგარიშში ნათქვამია, რომ სტატისტიკის წყარო არის პრეზიდენტის ადმინისტრაცია. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემები არ გამოუქვეყნებია. IDFI-ს დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში, განმცხადებლების თითქმის 70% რომლებმაც მიიღეს საქართველოს მოქალაქეობა (მათ გარდა, ვინც მოქალაქეობა აღიდგინა), ჰქონდათ რუსეთის პასპორტი.