ინტერვიუ Just Advisors-ის კომერციული დეპარტამენტის ხელმძღვანელთან

2 ივნისი 2025
ბელა გასოიანი, კომერციული დირექტორი
  • გაგვიზიარეთ თქვენი პროფესიული გზა  JUST Advisors-ში მოხვედრამდე. რა ფაქტორებმა განსაზღვრეს თქვენი არჩევანი ამ კომპანიაზე?
კომპანიის არჩევისას, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ კომპანია ეყრდნობოდა პროფესიონალიზმსა და ზრდაზე ორიენტირებულ მიდგომას. ჩემთვის მუდამ პრიორიტეტული იყო ისეთი გარემო, სადაც ინოვაციური ხედვა და პროფესიული განვითარება რეალურად ფასდებოდა, სწორედ ეს იყო ის, რაც JUST Advisors-ში მივიღე.

ასევე ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი იყო გუნდის დამოკიდებულება - გულწრფელი, გახსნილი და საქმეზე ორიენტირებული ადამიანები. როდესაც ხედავ, რომ კომპანიამ იცის, რა უნდა და როგორ მიაღწიოს მიზნებს, ბუნებრივად გიჩნდება სურვილი გახდე მისი ნაწილი. აქვე, არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ როდესაც პირველად ვესაუბრე კომპანიის დამფუძნებელს, სწორედ მაშინ მივხვდი, რომ აქ იყო ჩემი ადგილი.

  • რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელსაც აწყდებით თქვენს პოზიციაზე? როგორ უმკლავდებით მას და როგორია თქვენი პროფესიული განვითარების სტრატეგია ამ პროცესში?
ყველაზე დიდი გამოწვევა მუდმივად ცვალებადი გარემო და მომხმარებლის მოლოდინები და მოთხოვნებია, რასაც სწრაფად უნდა მოერგოს გაყიდვების სტრატეგია. ამ პროცესში მეხმარება ანალიტიკური მიდგომა და გუნდთან აქტიური კომუნიკაცია.

  • გაგვიზიარეთ თქვენი ხედვა JUST Advisors-ის გუნდის შესახებ — როგორ ახერხებთ თანამშრომლობის მაღალი ხარისხის შენარჩუნებას და რა განაპირობებს თქვენი გუნდის განსაკუთრებულ წარმატებას?
ჩვენი გუნდი იმით გამოირჩევა, რომ თითოეულ წევრს აქვს რეალური წვლილი საერთო მიზანში. ჩვენი მთავარი პრინციპი ღია კომუნიკაცია, ურთიერთპატივისცემა და კეთილსინდისიერებაა - ამ ღირებულებებს ვაძლიერებთ, როგორც ყოველდღიურ საქმიანობაში, ისე გუნდური შეხვედრებისა და ტრენინგების მეშვეობით.

ჩვენ არ ვართ უბრალოდ კოლეგები - ერთად ვმუშაობთ, ვუზიარებთ ერთმანეთს ცოდნას და იდეებს. სწორედ ეს კომუნიკაცია და ნდობა გვაძლევს იმ ძალას, რასაც წარმატება მოაქვს.

  • JUST Advisors-ის მიერ გაყიდვების ასოციაციაში გაწევრიანება მნიშვნელოვან მოლოდინებსა და შესაძლებლობებს უკავშირდება. როგორ ხედავთ მის გავლენას კომპანიის განვითარებაზე?
ნამდვილად ძალიან სასიხარულო ამბავია. ასოციაციის იდეა მყარ კავშირებზე, ურთიერთდახმარებაზე და ერთად ზრდაზეა დამყარებული.

ეს ჩვენთვის მორიგი საინტერესო პლატფორმაა - ჩვენც ვიზრდებით პროფესიულად, ვეცნობით საერთაშორისო ტენდენციებს და ვამყარებთ კავშირებს, რაც ძალიან გვეხმარება ბაზარზე უფრო მეტად ძლიერები ვიყოთ. რასაკვირველია, უკვე გვაქვს საერთო პროექტების იდეები და მოუთმენლად ველით მათ განხორციელებას.

  • როგორც კომერციული განყოფილების ხელმძღვანელი, როგორ შეაფასებდით თქვენს როლს 2024 წლის ჯილდოს მიღებაში და რომელი ძირითადი ღირებულებები ან მუშაობის სტილი აღმოჩნდა ამ წარმატების განმაპირობებელი?
კომერციული დეპარტამენტის როლი ისეთივე მნიშნელოვანი იყო, როგორც თითოეული სხვა გუნდის წევრის. ჩვენი წარმატების საფუძველი გახდა: პროცესების მართვა, გაყიდვების გუნდის დიდი მოტივაცია და მომხმარებელთა გამოცდილების სტანდარტების ამაღლება.
ეს იყო მთელი გუნდის გამარჯვება. ჩვენი როლი იყო ის, რომ სწორ დროს სწორი აქცენტები დაგვესვა. გულწრფელობა, სისწრაფე და გუნდურობა იყო პრიორიტეტული.

  • რთული პროექტების დროს რა კონკრეტული მიდგომები გეხმარებათ ემოციური მდგრადობის შენარჩუნებაში?
რთული პროექტების დროს ემოციურ მდგრადობაში ყველაზე მეტად მეხმარება ღია კომუნიკაცია, როგორც გუნდის წევრებთან, ისე მომხმარებელთან. ასევე, პროექტის ყველა ეტაპზე მიმდინარე სრული ინფორმაციის ფლობა - სტრესის და გარუკვევლობის მინიმიზაციის მიზნით საუკეთესო საშუალებაა. ერთ-ერთი ძირითადი განმსაზღვრელი მოტივირებული და ენერგიული გუნდია! ამაზე დიდ მუხტს არაფერი გვაძლევს.

  • როგორ წარმოგიდგენიათ სამომავლოდ თქვენი პროფესიული ზრდა JUST Advisors-ში ?
სამომავლოდ საკუთარ თავს ვხედავ, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს კომპანიის გაფართოებასა და ახალი სტრატეგიების დანერგვაში.
ჩემი დიდი სურვილია, ჩემი ცოდნა და გამოცდილება კომპანიის ზრდისთვის გამოვიყენო. ინოვაციები და ახალი პარტნიორული მიმართულებების შექმნა — ესაა ჩემი სამომავლო ფოკუსი.

  • როგორი იქნება მომავალში კომპანია თქვენი ხედვით?
JUST Advisors უკვე არის თანამედროვე, სტაბილური და მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანია, რომელსაც ენდობიან როგორც მომხმარებლები, ისე პარტნიორები. ჩვენი ღირებულებები და გუნდის მზაობა, რომელიც აერთიანებს პროფესიონალიზმს, ადამიანთა ზრუნვასა და სანდოობას, არის ამ წარმატების საფუძველი.

მომავალში JUST Advisors გახდება ერთ-ერთი წამყვანი კომპანია საქართველოში, რომელსაც უფრო გავაძლიერებთ და მივაღწევთ ახალ, კიდევ უფრო მაღალი სტანდარტების წარმატებებს.

მოგეწონათ სტატია? გაგვიზიარე შენი აზრი

გაქვთ შეკითხვა?
მარია გუსეინოვა
კომერციული განყოფილების წამყვანი მენეჯერი
უბრალოდ შეავსეთ ფორმა ქვემოთ მოცემული ღილაკის დახმარებით ან მოგვწერეთ თქვენთვის მოსახერხებელ მესენჯერში: WhatsApp, Telegram