2019 წლის იანვრიდან სავალდებულო გახდა საქართველოში რეგისტრირებული ნებისმიერი კატეგორიის სატრანსპორო საშუალების ტექნიკური ინსპექტირება (მანამდე 2004 წელს ის იყო გაუქმებული). ახალი მსუბუქი ავტომანქანები (კატეგორიის M1) ტექნიკური ინსპექტირებისათვის წარდგენილ უნდა იქნას ინსპექტირების ცენტრში, მათი გამოშვებიდან მეოთხე წელს. 4-დან 8 წლამდე ავტომანქანები შემოწმებას გადიან ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, 8 წელზე მეტი ასაკის ავტომანქანები კი - წელიწადში ერთხელ.
ინსპექტირების ცენტრის სპეციალისტები ამოწმებენ:• მანქანის ტიპის, მარკის, მოდელის და ფერის დოკუმენტაციასთან შესაბამისობას და იყო თუ არა განხორციელებული კონსტრუქციული ცვლილებები;
• ფარების და რეფლექტორების სამუშაო მდგომარეობას;
• სამუხრუჭე სისტემის ტექნიკური მდგომარეობას;
• უკანა ხედვის სარკეებს, საწმენდებს და წყლის მოსაცილებლებს;
• ღერძს, დისკებს, საბურავებს, საკიდარს;
• საჭის მოძრაობას, საჭის სვეტის საკეტს;
• შასის და მისი კომპონენტებს;
• ხმაურის და გამონაბოლქვის დონეს.
ტექნიკური დათვალიერება ტარდება ტექნიკური დიაგნოსტიკური საშუალებების, აგრეთვე ვიზუალური და ორგანოლეპტიკური კონტროლის მეთოდების გამოყენებით. განმეორებითი ტექინსპეტირების დროს ტარდება მხოლოდ მანქანის ვიზუალური დათვალიერება და იმ პოზიციების შემოწმება, რომლებტან დაკავშირებიტაც იყო პრეტენზიები.
ტექინსპექტირების პროცედურა საკმაოდ მარტივია: თქვენ გჭირდებათ ავტომანქანის პასპორტი, პირადობის მოწმობა და მომსახურების გადახდის ქვითარი. უნდა მიხვიდეთ PTI-ის ერთ-ერთ სადგურზე (სრული სია მოცემულია
ვებგვერდზე PTI-ს |ტექდათვალიერება), გადაიხადოთ საფასური (ტარიფი დამოკიდებულია ასატრანსპორტო საშუალების კატეგორიაზე, მსუბუქი ავტომობილებისთვის - 60 ლარი) და გადასცეთ მანქანა შემმოწმებელს. სპეციალისტი თავად გაატარებს ავტომანქანას დაბრკოლებების ზოლზე. მითითებულ საიტზე ასევე შეგიძლიათ გაიგოთ სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების თარიღი, იხილოთ FAQ და დარეგისტრირდეთ ონლაინ ან ტელეფონის საშუალებით და აირჩიოთ უახლოესი ტექისნპექტირების ცენტრი.