ბლოგი

საქართველოს კანონმდებლობის მიმოხილვა

ნორმატიული აქტები, რომლებიც შევიდა ძალაში, მიღებულ ან განხილულ იქნა 2024 წლის ივნისში

ტურიზმი

ნორმატიული აქტი: „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონი

კონტექსტი: კანონის მე-12 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში შემომსვლელი ტურისტებისსავალდებულო დაზღვევის შესახებ მთავრობის დადგენილების მიღებას, 2026 წლის 1 იანვრამდე შეჩერდა. შეგახსენებთ, რომ „ტურიზმის შესახებ“ კანონის თავდაპირველ რედაქციაში ტურისტების სავალდებულოდაზღვევის შესახებ დადგენილება 2024 წლის 1 ივნისამდე უნდა ყოფილიყო მიღებული.

სტატუსი: მიღებულია 2024 წლის 13 ივნისს, გამოქვეყნდა (ამოქმედდა) 2024 წლის 27 ივნისს.

კანონის ტექსტი: https://matsne.gov.ge/ka/document/view/6194654?publication=0

განათლება

ნორმატიული აქტი: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი

კონტექსტი: განხორციელდა ცვლილებები, რომელთა საფუძველზე დაიშვება ორსულობასთან ან მშობიარობასთან ან ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სტუდენტის სტატუსის შეჩერება. ასევე, სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს ეძლევა უფლება შეაჩეროს სტუდენტის სტატუსი აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე სწავლის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში არაუმეტეს 1 წლის ვადით.

სტატუსი: მიღებულია 2024 წლის 30 მაისს, გამოქვეყნდა (ამოქმედდა) 2024 წლის 13 ივნისს.

კანონის ტექსტი: https://matsne.gov.ge/ka/document/view/6181473?publication=0
ნორმატიული აქტი: „ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი“

კონტექსტი: განსაზღვრავს ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს და წარმოადგენს ეროვნული სასწავლოპროგრამისა და ზოგადი განათლების სისტემის ძირითადი მაჩვენებლების შემუშავების საფუძველს.

სტატუსი: მიღებულია 2024 წლის 12 ივნისს, გამოქვეყნდა - 2024 წლის 13 ივნისს.

კანონის ტექსტი: https://matsne.gov.ge/ka/document/view/6193624?publication=0

სამოქალაქო საზოგადოება, ააიპ, მასმედია

ნორმატიული აქტი: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონი.

კონტექსტი: ამოქმედდა მე-9 მუხლისა და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის გარდა, რომლებიც ამოქმედდებაგამოქვეყნებიდან მე-60 დღეს.

სტატუსი: მიღებულია 2024 წლის 28 მაისს, გამოქვეყნდა (ამოქმედდა) 2024 წლის 3 ივნისს.

კანონის ტექსტი: https://matsne.gov.ge/ka/document/view/6171895?publication=0
ნორმატიული აქტი: „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონპრექტი

კონტექსტი: არეგულირებს ქორწინებასთან, არასრულწლოვნის შვილად აყვანასთან, სქესის შეცვლისსამედიცინო მანიპულაციებთან, სახელმწიფო დოკუმენტებში სქესის მითითებასთან დაკავშირებულსაკითხებს ა.შ. 17 მაისს აცხადებს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ. საკანონმდებლოპაკეტი 19 კანონპროექტისგან შედგება.

სტატუსი: განიხილება პარლამენტში, მხარი დაუჭირეს პირველი მოსმენით.

კანონის ტექსტი: https://www.parliament.ge/legislation/28703
ნორმატიული აქტი: ცვლილებები „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონში

კონტექსტი: ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება პირები, რომლებმაც დაარღვიესიზოლაციის, კარანტინის ან ნიღბის ტარების წესები კოვიდ პანდემიის დროს 2021 წლის 23 ივნისიდან 2023 წლის 4 ივლისამდე.

სტატუსი: მხარი დაუჭირეს მესამე მოსმენით.

კანონის ტექსტი: https://matsne.gov.ge/ka/document/view/5252493?publication=0

ცვლილება: https://www.parliament.ge/legislation/28688

გადასახადები

ნორმატიული აქტი: ცვლილებები საქართველოს საგადასახადო კოდექსში

კონტექსტი:

1) გარდამავალ დებულებებს დაემატა პუნქტი, რომელიც ეხება 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილიფიზიკურ პირთა აღიარებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას,

2) გარკვეულ პირობებში და გარკვეული პერიოდის განმავლობაში საგადასახადო შეღავათები დგინდებაკომპანიებისთვის, რომლებმაც მიიღეს უცხოური კომპანიების აქტივები შეღავათიანი დაბეგვრის მქონექვეყნებიდან,

3) შეიცვალა აქციზის განაკვეთები თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმზე.

სტატუსი: ძალაში შევიდა 2024 წლის 4 ივნისს და 2024 წლის 13 ივნისს შესაბამისად.

კანონის ტექსტი: https://matsne.gov.ge/ka/document/view/6158656?publication=0,

აქციზის განაკვეთი: https://matsne.gov.ge/ka/document/view/6177582?publication=0

საპენსიო რეფორმა

ნორმატიული აქტი: «დაგროვებითი პენსიის შესახებ» საქართველოს კანონი

კონტექსტი: გაძლიერდა კონტროლი საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევებზე.

- საპენსიო ფონდში უნდა წარედგინოს დეკლარაცია და საპენსიო შენატანები უნდა განხორციელდესდასაქმებულისათვის ხელფასის გადახდის მომენტიდან 5 დღის ვადაში.

- პასუხისმგებლობა მოვალეობის დარღვევისთვის - გაფრთხილება ან ჯარიმა 500 ლარის ოდენობით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.

- ადრე ჩამოყალიბებული საპენსიო შენატანები უნდა იყოს დეკლარირებული და გადახდილი 2024 წლის 31 ივლისამდე, ჯარიმის დაკისრების გარეშე.

სტატუსი: ძალაში შევიდა 2024 წლის 1 ივნისს.

კანონის ტექსტი: https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/4280127?publication=9
ნორმატიული აქტი: «დაგროვებითი პენსიის შესახებ» საქართველოს კანონი

კონტექსტი: მართვისა და ზედამხედველობის სისტემის გაუმჯობესება. საპენსიო სააგენტოს სახელწოდებაშეიცვალა „საქართველოს საპენსიო ფონდით“.

სტატუსი: მხარი დაუჭირეს მესამე მოსმენით.

კანონის ტექსტი: https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/4280127?publication=9,

კანონში ცვლილება: https://www.parliament.ge/legislation/28473

მშენებლობა

ნორმატიული აქტი: „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ საქართველოს კოდექსი

კონტექსტი:ცვლილებები შევიდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში დარღვევის ვადებსა და ჯარიმებთან დაკავშირებით. მე-112 მუხლს დაემატა შენიშვნა, რომელიც ადგენს 90-დღიან ვადას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში თანხმობის მისაღებად ან დარღვევების გამოსასწორებლად. ასეთი წესების დარღვევისთვის დადგენილია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა: უნებართვო მშენებლობა კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას სახელმწიფო ან კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, შენობა-ნაგებობის კლასის მიხედვით 16 000 ლარიდან 250 000 ლარამდე. კოდექსს დაემატა 141 პრიმა 9 მუხლი, რომელიც ეხება ზოგიერთი სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისთვის დადგენილი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება. პირს თავდაპირველად მიეცემა გაფრთხილება და ეძლევა 90 დღიანი ვადა დარღვევების გამოსასწორებლად.

სტატუსი: მიღებულია 2024 წლის 13 ივნისს, გამოქვეყნებულია 2024 წლის 27 ივნისს.

კანონის ტექსტი: https://matsne.gov.ge/ka/document/view/6194743?publication=0

სოფლის მეურნეობა

ნორმატიული აქტი: „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი

კონტექსტი: ადგენს სოფლის მეურნეობის განვითარების პოლიტიკის ზოგად პრინციპებს, სოფლის მეურნეობისდა სოფლის დაფინანსებას, მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის შემუშავებას, სოფლის მეურნეობისგანვითარების პოლიტიკის მართვის სახელმწიფო ორგანოს უფლებამოსილებებს და ა.შ. კანონის მნიშვნელობა ძნელად გადასაფასებელია – საქართველოში, როგორც სასოფლო-სამეურნეო ქვეყანაში,მსგავსი კანონი პირველად მიიღეს. მე-10 და მე-13-15 მუხლები ძალაში შევა 2026 წლის 1 იანვრიდან, დანარჩენი დებულებები - 2025 წლის 1 იანვრიდან.

სტატუსი: მიღებულია 2024 წლის 13 ივნისს, გამოქვეყნებულია 2024 წლის 27 ივნისს.

კანონის ტექსტი: https://matsne.gov.ge/ka/document/view/6192001?publication=0
გმადლობთ ყურადღებისთვის!

გამოიწერეთ ჩვენი გვერდები სოციალურ ქსელებში იმისთვის, რომ იყოთ სიახლეების საქმის კურსში:

ელექტრონული ფოსტა: info@justadvisors.ge

ტელეფონი: +995 32 123 4567

ოფისის მისამართი: ჯ. ბაგრატიონის ქუჩა N6, შენობა-ნაგებობა N1, სართული 7, თბილისი 0160, საქართველო

ვებ-გვერდი: http://www.justadvisors.ge

Telegram: https://t.me/justadvisors

Instagram: https://instagram.com/justadvisors

Facebook: https://facebook.com/justadvisors

TikTok: https://tiktok.com/@justadvisors

Just Advisors - თქვენი საიმედო პარტნიორი იურიდიულ და ფინანსურ საკითხებში!