კონფლიქტების გადაწყვეტა და სასამართლო დავები საქართველოში
სამწუხაროდ, კონფლიქტები ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ისინი შეიძლება წარმოიშვას სხვადასხვა სფეროებში და ყოველთვის ვერ ხერხდება მათი დამოუკიდებლად გადაწყვეტა. ასეთ სიტუაციაში საჭირო ხდება პროფესიონალი ადვოკატის დახმარება, ზოგჯერ კი სასამართლო ორგანოებში მიმართვა. ექსპატებისთვის, რომლებიც უცხო ქვეყანაში იმყოფებიან, ეს საკითხები განსაკუთრებით რთულდება, რადგან შესაძლოა, მათ არ ჰქონდეთ საკმარისი ცოდნა ადგილობრივი კანონმდებლობისა და სასამართლო წარმოების ენის შესახებ.
საოჯახო დავებისადმი კომპლექსური მიდგომა
ოჯახური დავები JUST Advisors-ის პრაქტიკაში მოიცავს საქმეებს, რომელიც ეხება: განქორწინებას, ქონების განაწილებას (როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ მდებარე ქონებასთან), ალიმენტების მოთხოვნასა და ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას. ხშირად, მხარეები მსგავს დავებში არიან სხვადასხვა ქვეყნების მოქალაქეები, რომელთაგან ერთ-ერთი მათგანი არ ცხოვრობს საქართველოში. ოჯახური დავები ხშირად სცდება ეროვნული კანონმდებლობის ფარგლებს, რაც მოითხოვს საერთაშორისო ნორმების გათვალისწინებას.
მაგალითად: ერთ-ერთ ჩვენს უახლეს საქმეში, ჩვენი ადვოკატების ძალისხმევით, ბავშვი დაბრუნდა დედასთან, სტრატეგია ეფუძნებოდა ბავშვის უფლებების დაცვის კონვენციას (ბავშვი, რომელსაც ჰქონდა ორი მოქალაქეობა, საქართველოს მოქალაქე მამამ წამოიყვანა რუსეთიდან). აღნიშნულმა საქმემ გაიარა სამივე ინსტანცია, გამოტანილი გადაწყვეტილებით– ბავშვი დაბრუნდა დედასთან.
დავალიანების გადახდა
დავალიანებების გადახდის შესახებ დავები, რომლებიც დაკავშირებულია მიწოდების, ტრანსპორტირების, მომსახურების გაწევის კონტრაქტებთან, მოითხოვს ოპერატიულ და გამართულ მიდგომას. აქ პირველ ადგილზე დგას სარჩელის უზრუნველყოფა, რომელიც თავდაპირველად უზრუნველყოფს მტკიცე პოზიციას და სასამართლო გადაწყვეტილების რეალურ შესრულებას. ჩვენს პრაქტიკაში მსგავსი დავები ხშირად წარმოიშვება სხვადასხვა იურისდიქციების კომპანიებს შორის, ხოლო მათი სამართლებრივი პოზიცია, ძირითადად, ეფუძნება საერთაშორისო კერძო სამართლის ნორმებს. დავებში, რომლებიც დაკავშირებულია დავალიანების გადახდასთან JUST Advisors-ის ადვოკატები ყოველთვის იწყებენ სიტუაციის კომპლექსური ანალიზით, სწავლობენ დოკუმენტებს (ქართულ, ინგლისურ, რუსულ ენებზე), აფასებენ მოვალის გადახდისუნარიანობას და დავის პერსპექტივებს. კლიენტთან ერთად განიხილავენ და ათანხმებენ აღსრულების სტრატეგიას, უზრუნველყოფენ სასამართლო გადაწყვეტილებების შესრულებას. ამ კატეგორიის საქმეებში განსაკუთრებულინტერესის იწვევს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება მოსარჩლის – უცხოური კომპანიის სასარგებლოდ.
სამშენებლო სფეროში ინვესტორების უფლებების დაცვა
სამშენებლო კომპანიებთან დაკავშირებული კონფლიქტური სიტუაციები, როგორიცაა მშენებლობის გადავადება, უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები — გავრცელებული პრობლემა საქართველოს ინვესტიციური და სამშენებლო ბუმის პირობებში. სპეციალური კანონმდებლობის არ არსებობის პირობებში, რომელიც იცავს ინვესტორების ინტერესებს, ჩვენ ვპოულობთ კონფლიქტების გადაჭრის გზებს როგორც სასამართლოში, ასევე სასამართლოს გარეთ. JUST Advisors-ის პრაქტიკაში არის წარმატებული ქეისი, რომელიც დაკავშირებულია ნასყიდობის ხელშეკრულბის წინასწარ შეწყვეტის გამო თანხების დაბრუნებასთან, დაგვიანებულ მშენებლობასთან დაკავშირებულ ჯარიმებთან, ბინის საკუთრების უფლების აღიარებასთნ, ინვესტორების საკუთრებაში არსებული ბინებიდან მშენებლის საგადასახადო იპოთეკის მოხსნასთან.
შრომითი დავები
JUST Advisors-ს აქვს დიდი გამოცდილება შრომითი კონფლიქტების გადაწყვეტაში, მათ შორის მხარეთა ინტერესების დაცვის საქმეებში, რომლებიც უკავშირდება სამუშაო პროსესის აღდგენას და კომპენსაციების გადახდას. შრომით კონფლიქტები უფრო პირად ხასიათს ატარებს, ამიტომ ჩვენ ვცდილობთ დავების მოგვარებას სასამართლოს გარეშე, მათ შორის მედაციის მეთოდის გამოყენებით.
დავები საქმიანი რეპუტაციის დაცვაზე
საქმიანი რეპუტაცია არის აქტივი, რომელიც ადვილად შეიძლება დაკარგო და რთულად აღიდგინო. სოციალური მედიის პლატფორმებზე არასწორი ინფორმაცია შესაძლოა სწრაფად გავრცელდეს, რაც ბიზნესს რეპუტაციულ და ფინანსურ ზიანს აყენებს: ნდობის დაკარგვა, ზარალი, დაკარგული/მიუღებელი შემოსავალი.
JUST Advisors-ის ადვოკატები კომპანიებს ეხმარებიან რეპუტაციის დაცვაში ყველა დონეზე. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას სასამართლო დავებზე და ვუზრუნველყოფთ გონივრულ საინფორმაციო მხარდაჭერას, რისთვისაც ვთანამშრომლობთ კონტენტ სააგენტო Chemimedia-თან.
ჩვენი კომპლექსური მიდგომა საშუალებას იძლევა ერთდროულად მოვაგვაროთ დავები და მინიმუმამდე დავიყვანოთ მათი შედეგები საინფორმაციო სივრცეში.
საგადასახადო დავები
JUST Advisors წარმატებით იცავს კლიენტებს - კომპანიებს და ინდივიდუალურ მეწარმეებს საგადასახადო ორგანოებთან დავაში, კომპანიის საგადასახადო და სასამართლო იურისტები უზრუნველყოფენ საგადასახადო გადამხდელების ინტერესების წარმომადგენლობას საგადასახადო შემოწმების დაწყებიდან და სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე.
მიგრაციული ურთიერთობებიდან გამომდინარე დავები
მიგრაციული დავები ჩვენი პრაქტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მიგრაციულ საქმეებში, როგორიცაა დროებითი ბინადრობის უფლების, მოქალაქეობის ან ჰუმანიტარული სტატუსის (დევნილის) მიღება, წარმატება ყოველთვის გარანტირებული არ არის. თუმცა, მიგრაციული იურისტები სასამართლო ადვოკატებთან ერთად ეფექტურად ასაჩივრებენ უარის გადაწყვეტილებებს სასამართლო ინსტანციებში, რაც ხშირად დადებითი შედეგით სრულდება.
ჩვენი ჯგუფი
JUST Advisors აერთიანებს პროფესიონალ ადვოკატებს:
ადვოკატები მუდმივად აუმჯობესებენ თავიანთ კვალიფიკაციას როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. გიორგი ჟუჟუნაშვილი ფლობას საერთაშორისო არბიტრის სტატუსს, ხოლო მარინა ფიდუაშვილი და ანა ბაქრაძე იღებენ მედიატორის სტატუსს, რაც გვაძლევს შესაძლებლობას ჩვენს კლიენტებს შევთავაზოთ კომპლექსური გადაწყვეტილებები როგორც სასამართლო, ასევე არასასამართლო პროცესებისთვის. მთელი გუნდი საუბრობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე, რაც უზრუნველყოფს იდეალურ კომუნიკაციას კლიენტთან, მხარეებთან და სასამართლო ორგანოებთან.
სრული მხარდაჭერა და წარმატების ანაზღაურება
კომპანიის იურისტები გვერდში უდგანან კლიენტებს ყველა ეტაპზე: პირველი კონსულტაციიდან რეალური გადაწყვეტილებების აღსრულებამდე. იმ შემთხვევაშიც თუ კლიენტი იმყოფება საქართველოს საზღვრების მიღმა, ჩვენ ვუზრუნველყოფთ მისი ინტერესების წარმომადგენლობას მინდობილობის საფუძველზე. კომპანიის გასამრჯელო ეფუძნება წარმატების ჰონორარს, რაც ხაზს უსვამს ჩვენს შედეგზე ორიენტირებულ მიდგომას.
რატომ JUST Advisors?
ჩვენ ვიცით, რომ სასამართლო პროცედურები შეიძლება იყოს გრძელვადიანი და რთული. სწორედ ამიტომ, JUST Advisors-ში ჩვენ ვართ შედეგზე ორიენტირებული. მუშაობის დაწყებამდე ჩვენ ყურადღებით ვსწავლობთ თქვენს სიტუაციას და შევიმუშავებთ სტრატეგიას, რომელიც მაქსიმალურად შეესაბამება თქვენს ინტერესებს. ჩვენ გთავაზობთ:
JUST Advisors — თქვენი საიმედო პარტნიორი კონფლიქტების და სასამართლო დავების გადაწყვეტაში. ჩვენ გთავაზობთ ინდივიდუალურ მიდგომას, პროფესიონალიზმს და სრულ მხარდაჭერას, რათა იგრძნოთ თავდაჯერებულობა ნებისმიერ სიტუაციაში.
ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად გავამარტივოთ პროცესი და უზრუნველვყოთ საუკეთესო შედეგი თქვენი ინტერესებისთვის.

- სოფიკო გუგუნავა (ადვოკატის ნომერი 9642)
- გიორგი ჟუჟუნაშვილი (ადვოკატის ნომერი 8081)
- შალვა გიორგაძე (ადვოკატის ნომერი 6595)
- მარინა ფიდუაშვილი (ადვოკატის ნომერი 9763)
- ანა ბაქრაძე (ადვოკატის ნომერი 10187)
- ეკა ინასარიძე (ადვოკატის ნომერი 7335)
ადვოკატები მუდმივად აუმჯობესებენ თავიანთ კვალიფიკაციას როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. გიორგი ჟუჟუნაშვილი ფლობას საერთაშორისო არბიტრის სტატუსს, ხოლო მარინა ფიდუაშვილი და ანა ბაქრაძე იღებენ მედიატორის სტატუსს, რაც გვაძლევს შესაძლებლობას ჩვენს კლიენტებს შევთავაზოთ კომპლექსური გადაწყვეტილებები როგორც სასამართლო, ასევე არასასამართლო პროცესებისთვის. მთელი გუნდი საუბრობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე, რაც უზრუნველყოფს იდეალურ კომუნიკაციას კლიენტთან, მხარეებთან და სასამართლო ორგანოებთან.
სრული მხარდაჭერა და წარმატების ანაზღაურება
კომპანიის იურისტები გვერდში უდგანან კლიენტებს ყველა ეტაპზე: პირველი კონსულტაციიდან რეალური გადაწყვეტილებების აღსრულებამდე. იმ შემთხვევაშიც თუ კლიენტი იმყოფება საქართველოს საზღვრების მიღმა, ჩვენ ვუზრუნველყოფთ მისი ინტერესების წარმომადგენლობას მინდობილობის საფუძველზე. კომპანიის გასამრჯელო ეფუძნება წარმატების ჰონორარს, რაც ხაზს უსვამს ჩვენს შედეგზე ორიენტირებულ მიდგომას.
რატომ JUST Advisors?
ჩვენ ვიცით, რომ სასამართლო პროცედურები შეიძლება იყოს გრძელვადიანი და რთული. სწორედ ამიტომ, JUST Advisors-ში ჩვენ ვართ შედეგზე ორიენტირებული. მუშაობის დაწყებამდე ჩვენ ყურადღებით ვსწავლობთ თქვენს სიტუაციას და შევიმუშავებთ სტრატეგიას, რომელიც მაქსიმალურად შეესაბამება თქვენს ინტერესებს. ჩვენ გთავაზობთ:
- უფასო საწყის კონსულტაციას — რათაშევაფასოთთქვენისიტუაციადაგანვსაზღვროთსაქმისპერსპექტივა.
- ინდივიდუალურმიდგომასთითოეულკლიენტთან — ვმუშაობთკონფლიქტისმოგვარებისოპტიმალურისტრატეგიისშემუშავებაზე, რომელიცეფუძნებადროის, ფინანსურიხარჯებისადაშესრულებისრეალისტურშეფასებას.
- სასამართლოსგარეშედავისგადაწყვეტისმეთოდებს — თქვენიდროისადარესურსებისდაზოგვისმიზნით.